Home ახალი ამბები საქართველო ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის „რა? სად? როდის?” თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს

ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის „რა? სად? როდის?” თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს

180

კახეთის რეგიონში პოპულარული თამაში „რა? სად? როდის?” ევროპის შესახებ ჩატარდა, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

თამაშის კითხვები მომზადებული იყო სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, რომ მათ მხიარული და ინტერაქტიური გზით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ.

მათივე ცნობით, თელავის თამაშებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ნიკოლას სენდროვიჩი დაესწრო. მან ხაზი გაუსვა ამ სახის ინიციატივების მნიშვნელობას.

„ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს ახალგაზრდებსა და მათ განათლებას, ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ჩვენი მომავლის საყრდენია. ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა თამაში „რა? სად? როდის?” ევროპის შესახებ, ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს შევუთავსოთ განათლება და გართობა იმ სახით, რომ ახალგაზრდები ხალისიანი და ამავდროულად ინფორმირებულები იყვნენ. გვიხარია, რომ მომდევნო წლის მანძილზე, ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ მათი ცნობისმოყვარეობა და ცოდნის მიღება ახალგაზრდებისთვის სასიამოვნო და შინაარსობრივი ფორმით”, – განაცხადა სენდროვიჩმა.

გავრცელებული ინფორმაციით, „რა? სად? როდის?” თამაშების სერიას თამაშის ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე და კლუბის სხვა წევრები უძღვებოდნენ.

„წლის განმავლობაში თამაშები არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში მათ შორის თბილისის თერთმეტ რაიონში და არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდება. თამაშში მონაწილეობა და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 8-12 კლასის მოსწავლეებისთვის.

2023 წლის ივნისში მარათონი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიწყო, სადაც თამაშში ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მომზადებული ამ თამაში-ვიქტორინის მიზანია, ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის მიღება უფრო სახალისო და ინტერაქტიური გახადოს. მარათონი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 2024 წლის გაზაფხულზე თბილისში დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here