Home ახალი ამბები მსოფლიო “ეს ზამთარი ევროპისთვის მძიმე იქნება!”

“ეს ზამთარი ევროპისთვის მძიმე იქნება!”

143

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფათიხ ბიროლმა სიდნეიში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ევროპას მძიმე ზამთარი ელოდება.

“მსოფლიო უპრეცედენტო ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის, რომლის მსგავსიც სიღრმითა და სირთულით ისტორიაში არ ყოფილა”, _ მოჰყავს ბიროლის სიტყვები სააგენტო “ბლუმბერგს”. ბიროლის თქმით, კრიზისის მთავარი მიზეზი უკრაინაში შექმნილი ვითარება და რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია.

“ეს ზამთარი ევროპისთვის მძიმე იქნება”, _ განაცხადა მან.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here