Home ახალი ამბები მსოფლიო ექს-დიპლომატმა უკრაინაში პოლონეთის ჯარების შეყვანის პირობები გაამჟღავნა

ექს-დიპლომატმა უკრაინაში პოლონეთის ჯარების შეყვანის პირობები გაამჟღავნა

125

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი პოლონეთის მოქალაქეებს უკრაინაში განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს, თუ პოლონეთი თავის ჯარს შეიყვანს უკრაინის დასავლეთში”, _ დაწერა ყოფილმა დიპლომატმა როსტისლავ იშჩენკომ პორტალ ukraina.ru გვერდზე.

ყოფილი დიპლომატის თქმით, პოლონეთი არ გაჩერდება კიევის პირობებზე და შეეცდება, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავებას. ზელენსკის კი პოლონეთის ჯარის შეყვანა იმიტომ სურს, რომ უკრაინის დასავლეთში დისლოცირებული უკრაინელი სამხედროები აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნოს.

12 ივლისს რუსეთის საგარეო დაზვერვის პრესბიურომ განაცხადა, რომ პოლონეთი ცდილობს, შენიღბოს თავისი ექსპანსია დასავლეთ უკრაინაში და ამისთვის მასირებული შემნიღბავი პროპაგანდა გააჩაღა. აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ უკრაინის საქმეებში “კოლექტიური მონაწილეობა მიიღოს” ამ ქვეყნის ყველა მეზობელმა.

იმის შესახებ, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ უკრაინის დანაწევრების გეგმა შეიმუშავა, 30 ივნისს განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა და ეს კიდევ ერთხელ 12 ივლისს გაიმეორა.

პოლონეთი კი ვარაუდობს, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი იძულებულნი იქნებიან, მის გეგმას მხარი დაუჭირონ.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://iz.ru/1364566/2022-07-14/eks-diplomat-raskryl-usloviia-vvoda-polskikh-voisk-na-ukrainu

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here