Home ახალი ამბები მსოფლიო ენერგოდარში დაკავებული პირები უკრაინელ სამხედროებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტების კოორდინატებს გადასცემდნენ

ენერგოდარში დაკავებული პირები უკრაინელ სამხედროებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტების კოორდინატებს გადასცემდნენ

94

საინფორმაციო სააგენტორია ნოვოსტისმიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ენერგოდარში დაკავებული პირები უკრაინელ ძალოვნეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებული ობიექტების კოორდინატებს გადასცემდნენ. ეს თვითონ დაკავებულებმა განუცხადეს სააგენტოს კორესპონდენტს.

“მე მხოლოდ სადგურის გარშემო არსებული ობიექტების კოორდინატებს გადავცემდი. თვითონ სადგურისას _არა,  იმიტომ, რომ 2019 წლიდან ჩვენ არ გვიშვებდნენ სახიფათო ზონებში და გვეუბნებოდნენ, სადაც ყოფნა არ შეიძლებოდა. მე ვხედავდი, მაგალითად, ატომური სადგურის რაიონში დგას სამხედრო სატვირთო ავტომობილი _ Google Maps-ში მოვნიშნე წერტილი ატომური სადგურის რაიონში და გადავეცი, კიდევ გადავეცი სამრეწველო ზონების, სასწავლო-საწვრთნელი ცენტრისა და გაცივების სისტემის აუზის კოორდინატები”, _ განაცხადა ოლეგ მოროჩკოვსკიმ, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვის წევრად მუშაობდა. მისი თქმით, კოორდინატების გადაცემის საჭიროებაში ის დაარწმუნა ნაცნობმა, რომელიც ახლა იმ ტერიტორიაზეა, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, სანაცვლოდ კი არაფერი მიუღია.

“მთხოვეს, გადამეცა კოორდინატები, რათა განეხორციელებინათ მოქმედებები და რუსეთის ჯარი აეძულებინათ, დაეტოვებინა სადგურის ტერიტორია. ვიცი, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ატომური ელექტროსადგურია, მაგრამ ეს ყველაზე დიდია და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სპეციალისტები მას არ გააჩერებენ”, _ დასძინა მოროჩკოვსკიმ, რომელიც დარწმუნებულია, რომ კიევის მიერ რუსეთისთვის წაყენებულ ბრალდებაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შესახებ ლოგიკა არ არის.

მე არ დამინახავს, ვინ ისროდა, მხოლოდ აფეთქებების ხმა მესმოდა, მაგრამ, ჩემი აზრით, უადგილოა უკრაინის ხელისუფლების განცხადება, რომ რუსები თავიანთ თავს ესვრიან. საერთოდ კი მიმაჩნია, რომ ყველაფერს უნდა ჰქონდეს მტკიცებულებების ბაზა”, _ აღიარა მან.

დონბასში კონფლიქტის მიმართ დამოკიდებულებასა და უკრაინელთა დარტყმების შედეგად დონეცკსა და ლუგანსკში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე ლაპარაკისას მოროჩკოვსკიმ განაცხადა, რომ ბოლო წლებში ინფორმაციას მხოლოდ უკრაინული მასმედიიდან იღებდა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ არაფერი იცოდა.

“მე ვიცოდი, რომ იქ ომი მიმდინარეობდა. მე ვკითხულობდი გაზეთებს და ვუყურებდი ტელევიზიას. კონფლიქტს ნეგატიურად ვაფასებდი, რადგან ვხვდებოდი, რომ ადამიანებთან, უბრალოდ, მოლაპარაკება შეიძლებოდა”, _ განუცხადა მოროჩკოვსკიმ სააგენტოს.

მეორე დაკავებულმა ალექსეი დანილოვმა “რია ნოვოსტის” უამბო, რომ კოორდინატებს გზავნიდა  Telegram-ბოტში, რომლის მისამართიც მან ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ახალი ამბების გადაცემაში ნახა.

“მე გადავცემდი კოორდინატებს დამცავი ნაგებობისა, რომელიც მეორე გასასვლელის უკანაა, აგრეთვე, იმ მანქანის მდებარეობის კოორდინატებს,  რომელსაც რადიოელექტრონული ბრძოლის დროს იყენებენ. იმედი მქონდა, მძიმე შეიარაღებიდან სადგურს არ ესროდნენ, რადგან ვფიქრობდი, ყველა აცნობიერებდა, რა სახიფათო იყო ობიექტი”, _ დააზუსტა დანილოვმა, რომელმაც აღიარა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ენერგოდარის ტერიტორიებს უკრაინის მხარე ბომბავს.

კითხვაზე, რა შეიძლება მოხდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვის შემთხვევაში, დანილოვმა უპასუხა, რომ უკრაინელი ინჟინრები შეძლებდნენ ელექტროენერგიის გადანაწილებას რეგიონებში, მაგრამ ხერსონის, ზაპოროჟიესა და, სავარაუდოდ, ნიკოლაევის ოლქები, აგრეთვე, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები ელექტროენერგიის გარეშე დარჩებოდნენ.

ზააპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრ ვლადიმერ როგოვის ინფორმაციით, დაკავებულები, რომლებიც ენერგოდარში ცხოვრობდნენ და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მუშაობდნენ, ფიქრობდნენ, რომ მათ ვერ დააკავებდნენ. ერთ-ერთმა დაკავებულმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის 10-ზე მეტი მიზნის კოორდინატების გადაცემა მოასწრო.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აგებულია მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. ის ბლოკების რაოდენობითა და სიმძლავრით ყველაზე დიდია ევროპაში. 2022 წლის მარტიდან სადგურს იცავენ რუსი სამხედროები. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, ეს აუცილებელია, რათა არ მოხდეს ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვა.

უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ ენერგოდარის, მის გარშემო არსებული სოფლებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვას.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220831/svo-1813308605.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here