Home ახალი ამბები მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის გამო ევროკავშირში შეიძლება არეულობა დაიწყოს

ენერგეტიკული კრიზისის გამო ევროკავშირში შეიძლება არეულობა დაიწყოს

80

თუ ევროკავშირი არ დაუბრუნდება წიაღისეული საწვავის მოპოვებას, მაშინ ამ ზამთარში მასობრივი არეულობები ელის, _ განუცხადა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა The Guardian.

“თუ ჩვენი საზოგადოება ენერგიის უკმარისობის გამო ჩაეფლობა ძლიერ კონფლიქტებში, მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს (კლიმატურს _ გ.გ.). უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანებს არ შესცივდებათ ამ ზამთარში. ადამიანები, რომლებიც ვერ გათბებიან ზამთარში, დიდ სირთულეებს შექმნიან კლიმატური კრიზისის მოგვარების გზაზე, რადგან ისინი ფიქრობენ დღევანდელ პრობლემაზე და არა შორეულ მიზნებზე, ამიტომ მოსახლეობას უნდა მიეცეს გარანტია, რომ საცხოვრებლის გათბობის კრიზისს არ შეეჯახება.

თუ ვერ მივცემთ ასეთ გარანტიას, საზოგადოება ენერგომატარებლების მაღალი ფასების, ინფლაციისა და საკვები პროდუქტების გაძვირების გამო კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, ამიტომ ევროპელებს მოუწევთ ქვანახშირის გამოყენება, რათა საზოგადოებაში დაძაბულობა არ შეიქმნას”, _ განაცხადა ტიმერმანსმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here