Home ახალი ამბები მსოფლიო ძეგლი რუსეთის ისტორიის უდიდეს მოღვაწეს

ძეგლი რუსეთის ისტორიის უდიდეს მოღვაწეს

ადამიანი, რომელმაც შეცვალა ისტორია. სტალინი წარსულსა და მომავალში

312

1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ სტალინი _ ბირთვული ფარით აღჭურვილი უზარმაზარი ზესახელმწიფოს ხელმძღვანელი. ეს ბირთვული ფარი აქამდე იცავს ჩვენს ქვეყანას,  _ წერს  რუსი ისტორიკოსი და პუბლიცისტი ანდრია ფურსოვი ვებგვერდ dzen.ruზე.

 “დღეს ბევრი ნაშრომი გაჩნდა, რომლებშიც სტალინის ეპოქა ობიექტურადაა შეფასებული, მოცემულია ობიექტური ინფორმაცია, ვინ იყო სტალინი. მეორეც, სტალინის ფიგურას აფასებენ იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც მოხდა და ხდება რუსეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში. სტალინის ეპოქა გაცილებით მომგებიანი ჩანს პოსტსაბჭოთა რუსეთთან შედარებით, იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი ზესახელმწიფო იყო და ქვეყანაზე ფეხებს ვერავინ გაიწმენდდაგარდა ამისა, საბჭოთა კავშირი სოციალურეკონომიკური თანასწორობის საზოგადოებად იყო გამოცხადებული. და ეს ორი მომენტი _ სოციალურეკონომიკური და საგარეო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური _ სტალინური საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ მეტყველებს პოსტსაბჭოთა რუსეთთან შედარებით. მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი. ხალხმა კარგად იცის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ სტალინურ საძირკველზე ვცხოვრობთ. ბირთვული იარაღი, რომელიც შეიქმნა 1940-იანი წლების მეორე ნახევარში, 1950-იანი წლების დასაწყისში, სტალინისა და ბერიას მიერ ჩაყრილი ფუნდამენტია. რაც უფრო უარესდება საერთაშორისო ურთიერთობები, მით მეტი ადამიანი აცნობიერებს: ჩვენ მხოლოდ იმიტომ არ გვექცევიან ისე, როგორც სერბებსა და ლიბიელებსეს მემკვიდრეობა რომ გვაქვს. ის, რომ სტალინი ხელს უშლიდა ზედა ეშელონს, აშკარაა. ისიც აშკარაა, რომ 1940-იანი წლების ბოლოდან ზედა ეშელონში მწვავე კონფლიქტი მწიფდებოდა. ეს კონფლიქტი გამოივლინდა და სრულიად აშკარა შეიქნა სკკპ (ბ)-ის  (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიია (ბოლშევიკების) მე-19 ყრილობაზე, რომლის მიმდინარეობისას სკკპ (ბ) გადაიქცა სკკპ-დ _ აბრევიატურიდან  „ბ“, ანუ „ბოლშევიკები“ ამოაგდეს. საკმარისია, გადავხედოთ სტალინის საქციელს ამ ყრილობაზე, რომ გავიგოთ: ის უკმაყოფილო იყო. შემთხვევით არ მომხდარა, რომ ყრილობის შემდეგ პლენუმზე მან გააფართოვა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობა და პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატთა სია. ანუ, ის, რა თქმა უნდა, ხელს უშლიდა ზედა ეშელონს.

და კონკრეტულად როგორ მოხდა ეს _ ძალადობრივი იყო მისი სიკვდილი, მოწამლეს თუ, უბრალოდ, არ დაეხმარნენ; ან მოწამლეს და დახმარება არ გაუწიეს? _ ეს ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ სტალინს დაეხმარნენ, მომკვდარიყო. ამით იყო დაინტერესებული პარტიული აპარატის ნაწილი და ამ ნაწილის ინტერესები დაემთხვა საბჭოეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების ინტერესებს. ყოველივე ამის შემდეგ შემთხვევითი არ არის, რომ 1940-იანი წლების ბოლოდან ანგლოამერიკულმა სპეცსამსახურებმა შექმნეს ერთობლივი სპეციალური ჯგუფი სახელწოდებით How To Make Stalin’s Passing _ „რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტალინი წავიდეს“.

ისტორიას აქვს ე.წ. სავარაუდო განვითარების შესაძლებლობა. ცუდი ისტორიკოსები ამბობენ, რომ ასეთი რამ  არ არსებობს, მაგრამ ისტორიას ყოველთვის აქვს განვითარების რამდენიმე ვარიანტი და იმის თქმა, რომ ისტორიას არ აქვს განვითარების სავარაუდო შესაძლებლობა, ნიშნავს მთლიანად უარვყოთ ისტორიის მრავალვარიანტულობა, დავიყვანოთ იგი ხისტ დეტერმინიზმამდე და გამოვრიცხოთ ადამიანური ნების, სუბიექტის, ბოლოს, შემთხვევითობის პრობლემა. მარქსი ამბობდა, რომ შემთხვევითობის გარეშე ისტორიას მისტიკური იერი ექნებოდა, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ისტორიას ე.წ. სავარაუდო განვითარება არ გააჩნია, არის მცდელობა, ისტორიას მივცეთ მისტიკური იერი. ისტორიას ყოველთვის აქვს განვითარების რამდენიმე ვარიანტი. სტალინი, რა თქმა უნდა, გადაწყვეტდა მემკვიდრის პრობლემას. მეორეც, მან პრეზიდიუმიდან მაინც გამოდევნა, რასაც ადრე და შემდეგ, ბრეჟნევის პერიოდში, „პოლიტბიუროს“ ეძახდნენ, რიგი ადამიანებისა. საქმე ის იყო, რომ სტალინი უკვე უთანასწორო ბრძოლას აწარმოებდა. ნომენკლატურა დიდი სამამულო ომის დროს, სანამ გაიწმინდებოდა, ფაქტობრივად, კვაზიკლასად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, პარტიული სტრუქტურები სამეურნეოში გადაიზარდა. შემთხვევითი არ არის, რომ 1946 წელს მიიღეს დადგენილება პარტიული სტრუქტურის მიერ სამეურნეო ფუნქციების აღების დაუშვებლობის შესახებ. სტალინი ებრძოდა არა მხოლოდ თავის  უახლოეს  გარემოცვას, არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ ებრძოდა მთელ ფენას, რომელიც თანდათან გადაგვარდა. ამ მხრივ, უნდა ითქვას, რომ სტალინისა და ტროცკის _ ორი მტრის _ შიში მართალი აღმოჩნდა. ტროცკი 1930-იანი წლების ბოლოს უკვე დაუფარავად წერდა საბჭოთა ბიუროკრატიის კვაზიკლასად გადაგვარების შესახებ და მიუთითებდა ბურჟუაზიად მისი გადაგვარების საფრთხეზე. სტალინმა ამ ჯგუფს დაწყევლილთა კასტა უწოდა, მაგრამ მას სჯეროდა, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა წმენდებითა და მუშათა კლასის წინ წამოწევით, მაგრამ სტალინი აცნობიერებდა საფრთხეს, რომ სოციალიზმის მოახლოებასთან ერთად კლასობრივი ბრძოლა გაძლიერდებოდა. ზოგიერთი ისტორიკოსი ამას განმარტავს, როგორც ბრძოლას “კულაკების” წინააღმდეგ _ მსგავსი არაფერი, მას მხედველობაში ჰქონდა ბიუროკრატიის ბურჟუაზიად გადაგვარების საფრთხე. გორბაჩოვიზმმაც და ელცინიზმმაც აჩვენა, რომ ეს იყო კლასობრივი ბრძოლის გამწვავება სოციალიზმის მშენებლობის პროცესში. 

ჩვენ გვჭირდება სტალინის ინსტიტუტი, რომელიც შეისწავლის სტალინურ მემკვიდრეობას. თეორიულსაც და პრაქტიკულსაც. სტალინის ინსტიტუტმა უნდა შეისწავლოს რამდენიმე რამ: შეისწავლოს სტალინური ეპოქა და, აგრეთვე,  სტალინური მემკვიდრეობა მისი ადგილის თვალსაზრისით მარქსისტულ აზროვნებასა და რუსულ აზროვნებაში. ამ ცენტრის ბაზაზე შესაძლებელი იქნებოდა არა მხოლოდ სტალინის, არამედ სტალინის ეპოქისადმი მიძღვნილი კონფერენციების ჩატარება. გარდა ამისა, ამ ცენტრს შეეძლო ემოქმედა, როგორც მებრძოლს, ჩვენს ისტორიაში საბჭოთა პერიოდის დაკნინების წინააღმდეგ. სტალინი, რა თქმა უნდა, არ იყო ანგელოზი, მაგრამ არც დემონი იყო. ჩვენ გვჭირდება დაუნდობელი სიმართლე საკუთარ თავზე, სტალინსა  და სტალინურ ეპოქაზე. ვფიქრობ, თუ რუსეთი შენარჩუნდება და მომდევნო ათწლეულის კრიზისის ბარიერს გადალახავს, მაშინ სტალინის ძეგლები იდგება არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ ბევრ ქალაქში – ინიციატივა არა მხოლოდ ზემოდან, არამედ ქვემოდანაც წამოვა. სტალინის ძეგლი არ არის მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულის კვარცხლბეკი, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია დიდი სამამულო ომი, ეს იქნება რუსეთის ისტორიაში უდიდესი მოღვაწის ძეგლი.

მსოფლიო ძალიან, ძალიან მწვავე კრიზისში შევიდა, ეს არის კაპიტალისტური ეპოქის დასასრულის კრიზისი. სამწუხაროდ, ისტორიაში ხშირად იმარჯვებს ყველაზე ცუდი ვარიანტი. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ  ყველაზე ცუდისთვის, როგორც სტალინი ემზადებოდა 1931 წელს 1941 წლისთვის. იმხანად მან თქვა, რომ, თუ 10 წელიწადში არ გავივლიდით იმ გზას, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა 100-ში გაიარეს, გადაგვთელავდნენ. 10 წელიწადში მართლაც დაიწყო დიდი სამამულო ომი და 1930-იან წლებში მართლაც ძალიან სწრაფად გავიარეთ ჩვენი გზა. 1937 წელს საბჭოთა კავშირმა მიაღწია სამხედრო-სამრეწველო აუტარკიას კაპიტალისტური სამყაროსგან. ახლაც მსგავსი ვითარებაა, ოღონდ უფრო მწვავე, რადგან ამჟამინდელი რუსეთი 30-იანი წლების საბჭოთა კავშირზე სუსტია; უფრო სუსტია არა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური, არამედ იდეოლოგიური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც”.

  მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://dzen.ru/a/ZARNbR2Spw2jH59B

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here