Home ახალი ამბები საქართველო „დუმილი რეკავს“, მის კელი (თუ მისის), თქვენი (წაიკითხე _ აშშ) „დუმილი რეკავს“...

„დუმილი რეკავს“, მის კელი (თუ მისის), თქვენი (წაიკითხე _ აშშ) „დუმილი რეკავს“ საქართველოში!

332

ახლართულჩახლართულია წინამდებარე წერილის სათაური და გაშიფრვა სჭირდება. ერთ პატარა წინადადებაში რატომაა ამდენი ბრჭყალი და ფრჩხილი? ბრჭყალები იმიტომ, რომ მავანმა პლაგიატობა არ დამწამოს, რადგანდუმილი რეკავსმუხრან მაჭავარიანის დიდებული ლექსის სათაურია; ლექსის, რომელშიც დიდი მუხრანი საქართველოს საამაყო წარსულს ხოტბას ასხამს, ადიდებს და თან მისტირის, რადგან ჩვენი სამშობლოს ძველი დიდების აღდგენა, ალბათ, შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომსვეტიცხოველი, ხანძთა ვარძია და ისიც, რაც მტერს წარუტაცნია“… ეს სიტყვებიც მუხრანის კიდევ ერთი დიდებული ლექსიდან არის, „შენ, სისხლო ჩემო“-დან, მაგრამ საოცრად ეხმიანება ლექსის  „დუმილი რეკავსპათოსს, ამიტომ საჭიროდ ვცანი მისი აქ მოყვანა ჩემიალბათ, შეუძლებელიასგასაბათილებლად.

ვატყობ, უნებლიეთ ლირიკისკენ გამექცა კალამი, ამიტომ დროა, პოეზიის ლირიკული ღრუბლებიდან ჩვენს „ახლართულ-ჩახლართულ“ პროზაში დავბრუნდეთ. წერილის სათაურში ფრჩხილები იმად დამჭირდა, რომ, მიუხედავად ინტერნეტის ყოვლისმცოდნეობისა, ვერაფრით დავადგინე, აშშ-ის ელჩი გათხოვილია თუ არა, ოჯახი, შვილები ჰყავს თუ არა და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, მეგობარი და სულის ზიარება კელი დეგნანი რომ არ გამენაწყენებინა, თავი დავიზღვიე და ორივენაირად ვახსენე („მის“ გაუთხოვარი ქალისადმი მიმართვაა აშშ-ში,M”მისის” _ გათხოვილისადმი). თუმცა დასავლეთში (ძირითადად, ანგლოსაქსურ ქვეყნებში) გენდერული იდენტობის იმდენი ახალი სახეობა გამოიგონეს, რომ მათ მხოლოდ ჩამოთვლას დიდი დრო დასჭირდება…. ამერიკასა და ე.წ. კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებში ნორმალური, ტრადიციული, ქრისტიანული ფესვების მქონე მოსახლეობა ლგბტ-სატანისტებზე გაცილებით მეტია, მაგრამ, ე.წ. სახელისუფლო სტრუქტურებში ნაკლებად არიან. ეს თითქოს პარადოქსია, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, ამ „თითქოსგან“ აღარაფერი დარჩება, როცა დავინახავთ, როგორ უშურველად აფინანსებს მათ და მათ მხარდამჭერ ე,წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს დასავლეთი, როგორ ეწევიან მათი იდეების აგიტაცია-პროპაგანდას ტელევიზიები, ჟურნალ-გაზეთები, ჰოლივუდი და ა.შ.  ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ უმცირესობა მართავს უმრავლესობას, რაც დასავლური დემოკრატიის მთავარი პოსტულატის _ „უმრავლესობამ უნდა მართოს უმცირესობა“, რბილად, რომ ვთქვათ, უხეში უგულებელყოფაა. და თუ ამ მწარე რეალობას შეულამაზებლად აღვწერთ, სიცოცხლე აღარ მოგინდება: პედერასტების უმცირესობა მართავს კაცების უმრავლესობას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, როცა წარმოიდგენ, რა ძალები დაამარცხა 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა, უნებლიეთ, ტანში ჟრუანტელი გივლის… თითქმის ანალოგიური განცდა დამეუფლა 308 ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღების შემდეგ, რომლის შენიღბული მიზეზი საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმა იყო. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროჩინოსნებს ვაჟკაცურად მიახალა: „ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი“…

ამა წლის  21 მარტს ბიძინა ივანიშვილთან კელი დეგნანის „საიდუმლო სერობის“ შემდეგ ადვილი წარმოსადგენია, რამხელა წნეხი იქნებოდა  საქართველოს “ჯიუტ” პრემიერზე ოკეანის გაღმა-გამოღმა საქართველოს „სტრატეგიული მოკავშირეებისგან“ თუ შინაურ „შადიმანთა მეხუთე კოლონისგან“ კაპიტან ეკა გიგაურის, ეფრეიტორ ნინო ლომჯარიასა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემადგენლობით. სწორედ საქართველოს პრემიერზე უშედეგო ზეწოლის გამო გადადგეს ზემოხსენებულმა „უხსენებლებმა“ სარისკო ნაბიჯი, როცა საქმეში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ჩართეს. სარისკო, რადგან საქართველოში თივაში ნემსი უფრო ადვილად დაიმალება, ვიდრე კელი დეგნანის „საიდუმლო სერობა“ პოლიტიკიდან დიდი ხნის წასულ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც პოლიტიკური სკანდალის საბაბია _ აშშის ელჩი საქართველოში საიდუმლო ვიზიტით მიდის ოლიგარქობაში ეჭვმიტანილ ბიძინა ივანიშვილთან; თანაც იმ ფონზე, რომ .. 12-პუნქტიანისაშინაო დავალებისერთერთი პუნქტი ქვეყნის ოლიგარქიული მმართველობის დაუშვებლობაზე ღაღადებს; უფრო მეტიც, ქვეყნის მთავარ ოლიგარქად სწორედ კელი დეგნანის მასპინძელი ბიძინა ივანიშვილი განიხილება ამაზე მეტი დიპლომატიურ-პოლიტიკური სკანდალი გაგონილა?!

ამიტომ ამ სკანდალის შემდეგ აშშ-ის ელჩი დუმს, მაგრამ ეს ის შემთხვევა კი არ არის, როცა დუმილი ოქროა, არამედ ის, როცა „დუმილი რეკავს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვა დრო და ქართველი საზოგადოება დაწვრილებით შეიტყობს, რაზე ისაუბრეს 3 საათის განმავლობაში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და „ოლიგარქმა“ ბიძინა ივანიშვილმა, რადგან, თივისა და ნემსის არ იყოს, არც ხალთაში იმალება შუბი. ის საკენკი კი, რომ 3 საათის განმავლობაში აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, კელი დეგნანმა თავის ლიბერასტ მოკავშირეებს დაუყაროს…

რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-რუსეთს შორის მიმდინარე ომს, როგორც ჩანს, ის მართლაც უკანასკნელ უკრაინელამდე გაგრძელდება. დღეს ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ 24 თებერვლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონეცკ-ლუგანსკის მოსახლეობის დასაცავად სპეცოპერაცია დაიწყო, მსოფლიო აღარასოდეს გახდება ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იყო, როდესაც დიდმა სამეულმა სტალის, რუზველტისა და ჩერჩილის შემადგენლობით მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ქვეყნებს შორის საზღვრები დაადგინა.

ჩნდება კითხვა _ ვინ დაიწყო გიგანტი პოლიტიკოსების მიერ იალტაში დადგენილი საზღვრების გადახედვა? აშშ-მა ხომ არა, რომელმაც ისარგებლა სსრკ-ის  მოღალატეობრივი დაშლით, რუსეთის სისუსტით (როგორც აღმოჩნდა დროებითი)  და ნატოს ავიაციამ 45 დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტელი დაბომბვით მიწასთან გაასწორა რუსეთის მოძმე სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი, რომელიც ერთიანი იუგოსლავიის დედაქალაქიც იყო და ეს აყვავებული ქვეყანა აშშ-ის ვასალ რამდენიმე „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოდ დაშალა. აღარაფერს ვიტყვი კოსოვოს პრეცედენტზე, რომელმაც სოხუმი და ცხინვალი დე იურედაც დაგვაკარგვინა.

დასასრულ, იმედს ვიტოვებ, რომ, როგორც მთელი მსოფლიო, არც საქართველო იქნება აშშ-ის ნების უსიტყვოდ შემსრულებელი მონა, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამდე იყო…

დავით მხეიძე

P.S. ამას წინათ პარტიაალტერნატივა გერმანიისთვისერთერთი ლიდერის, შტეფან კინინგერის, გამოსვლას ვუყურე გერმანიის ბუნდესტაგში. ის აშკარად დამცინავი ეპითეტებით ამკობდა ლგბტებს და მათგან შობილ სხვა გენდერებს: “ღრმად პატივცემულო პედერასტებო, პატივცემულო ლესბოსელებო, ღრმად პატივცემულო გეებო, კიდევ უფრო პატივცემულო კაცებო, რომლებსაც ქალობა გინდათ და პირიქით”… მოკლედ, ეს გამოსვლა, რომელიც 2-3 წუთს მიმდინარეობდა, ყველამ უნდა ნახოს. როდესაც სხდომის წამყანმა დეპუტატი შეაჩერა, კითხვა დასვითო, შტეფანმა მიუგო, ჯერ გარყვნილთა მიმართ მისალმება არ დამიმთავრებიაო, და დაცინვა განაგრძო, გამოსვლა კი ასე დაასრულა: “პარტიაალტერნატივა გერმანიისთვისთქვენ ხმას არ მოგცემთ”. ასე რომ, მგონი, ძველი, ნამდვილი ევროპაც ნელნელა იღვიძებს და შორს აღარ არის ის დრო, როდესაც ლგბტ პირებს პრივილეგიებს ჩამოვართმევთ და ვეღარ გარყვნიან ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here