Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ხუნდაძე: დეგნანის და ივანიშვილის შეხვედრაზე ჩვენი შეკითხვა განაპირობა კულისებში მიმდინარე პროცესებმა,...

დიმიტრი ხუნდაძე: დეგნანის და ივანიშვილის შეხვედრაზე ჩვენი შეკითხვა განაპირობა კულისებში მიმდინარე პროცესებმა, ჩვენ ვიყავით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ინფორმაცია კულისებიდან გვქონდა

24

დეგნანის და ივანიშვილის შეხვედრაზე ჩვენი შეკითხვა განაპირობა კულისებში მიმდინარე პროცესებმა. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვიყავით და ინფორმაცია გვქონდა, ეს არ უნდა გიკვირდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტარმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გარკვეულ შეკითხვებზე დუმდა.

„როცა კითხვები იყო დასმული ომის რიტორიკაზე აშშ-ის ელჩის მისამართით, მან დუმილი არჩია, როცა კითხვა დაისვა, სასამართლო გადაწყვეტილება ხომ არ იყო საფუძველი, რომ მოსამართლე დასანქცირებულიყო და ვერ გამგზავრებულიყო აშშ-ში, ამაზე პასუხი არ იყო. ასევე, დასმული იყო შეკითხვები, იყო თუ არა შეხვედრა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის. ეს შეკითხვა განაპირობა კულისებში მიმდინარე პროცესებმა, რაზეც ჩვენ ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ და დეგნანის დუმილმა თავიდან ეს ინტერესი კიდევ გააღვივა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, კულუარულ შეხვედრაზე ინფორმაცია მას „კულისებიდან“ ჰქონდა.

„ჩვენ ვართ აქტიურ პოლიტიკაში ჩართული, მით უმეტეს, ჩვენ მანამდე ვიყავით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ინფორმაცია გვქონდა, ეს არ უნდა გიკვირდეთ. მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ კულუარული ინფორმაციები კულისებიდან“, – განაცხადა ხუნდაძემ.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here