Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთში თანდათან აღიარებენ, რომ რუსეთის იზოლაციის სტრატეგია ჩაფლავდა

დასავლეთში თანდათან აღიარებენ, რომ რუსეთის იზოლაციის სტრატეგია ჩაფლავდა

93

დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის იზოლაცია, მიუხედავად ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მცდელობებისა, “შეექმნათ ერთიანი გლობალური ფრონტი კრემლის წინააღმდეგ”, _ წერენ ამერიკული მედიასაშუალებები.     

გამოცემები აღნიშნავენ, რომ არადასავლური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს ანღიად უჭერს მხარს რუსულ თვალსაზრისსუკრაინის კრიზისზე.

 უფრო ადრე ასეთი ტენდენცია აღიარეს სხვა დასავლურმა მედიასაშუალებებმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ევროდიპლომატიის მეთაურმა ჟოზეპ ბორელმა. ექსპერტთა აზრით, დასავლეთში იწყება იმ ანტირუსული პოლიტიკის გადაფასება, რომელიც მას არადასავლური სამყაროს პარტნიორებისგან აშორებს, მაგრამ, ანალიტიკოსთან აზრით, ევრო-ატლანტიკურ ისტებლიშმენტს თავისი შეცდომების სრულად შეცნობამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია.

დიდი ძალისხმევის მიუხედავად, კოლექტიურმა დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის იზოლირება, _ წერს ამერიკული ჟურნალ The National Interest-ის მიმომხილველი მარკ ეპისკოპოსი.

“მიუხედავად იმისა, დასავლეთი და მისი ინსტიტუტები რუსეთის იზოლაციას ხშირად ცდილობს, თეირანში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრები მიუთითებს სხვა და გაცილებით შემაშფოთებელ ფაქტზე: ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან კრემლის წინააღმდეგ ერთიანი გლობალური ფრონტის ორგანიზების გამუდმებული მცდელობების მიუხედავად, არადასავლური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს ან, როგორც ჩინეთისა და ირანის შემთხვევაშია, ღიად უჭერს მხარს რუსეთის თვალსაზრისს უკრაინის კონფლიქტზე”, _ აღნიშნა მარკ ეპისკოპოსმა. მან, აგრეთვე, გაიხსენა, რომ, პუტინისა და ჰამენეის სამიტის გარდა, თეირანში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტს, ირანის სახელმწიფოს მეთაურ იბრაჰიმ რაისისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის ე.წ. ასტანის ფორმატში, გარდა ამისა, პუტინი და ერდოღანი პირისპირაც შეხვდნენ ერთმანეთს და რუსული და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანაზე იმსჯელეს.

მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გამოცემა Bილდ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თურქეთის _ ნატოს წევრი ქვეყნის, ლიდერმა ფოტოები გადაიღო რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებთან, რომელთა წინააღმდეგაც დასავლეთს დაწესებული აქვს მასშტაბური საქციები და ეს, “რბილად რომ ვთქვათ, გამოწვევაა”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის _ მარია ზახაროვას თქმით, ამერიკელი დიპლომატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ გამომზეურდეს “რუსეთის იზოლაციის არარსებობის მტკიცებულებები”.

“ამერიკელი დიპლომატები სხვადასხვა ქვეყანაში სახლიდან სახლში დარბიან და ეხვეწებიან, ფოტო არ გადაიღონ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რათა შემდეგ ეს ფოტოები რუსეთმა იმის მტკიცებულებად არ გამოიყენოს, რომ იზოლაციაში არ არის. ამერიკელი “პარტნიორები” ვერც კი ხვდებიან, რომ ჩვენ ამ მიზნისთვის ვიყენებთ არა ფოტოგრაფიებს, არამედ თვითონ მათ: აშშ-ის მაღალჩინოსანთა სისულელეს, აპლომბს და რეალობისგან მოწყვეტას”, _ აღნიშნა ზახაროვამ.

 “კრახს განიცდიან

ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში გერმანული გაზეთი Die Welt-ი წერდა, რომ რუსეთის იზოლაციის დასავლური სტრატეგია არ მუშაობს, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ქვეყნები კვლავ მოსკოვის ერთგულნი არიან”.

“თავისუფალი სამყაროსთვის ეს სამწუხარო გამოცდილებაა. ვინ დგას მტკიცედ ევროპელებისა და აშშ-ის გვერდით? ვინ უჭერს მხარს სანქციებს, რომელთა შედეგებიც რუსეთის ეკონომიკისთვის გაცილებით სუსტია, ვიდრე ვარაუდობდნენ? კანადა, იაპონია, სამხრეთი კორეა, ახალი ზელანდია და ავსტრალია. სულ ეს არის. მოსკოვს კი მხარს უჭერენ: ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთი აფრიკა _ 4 ქვეყანა, რომლებიც რუსეთთან ერთად უზრუნველყოფს მსოფლიო წარმოების მესამედს”, _ აღნიშნავს გამოცემა.

22 ივლისს კი Die Welt-ის ჟურნალისტებმა ამ საკითხზე გამოაქვეყნეს კიდევ ერთი სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი იზოლირებული არ არის საერთაშორისო დონეზე, ეკონომიკური სანქციები კი მას “ვერ გააჩერებს”.

რუსეთის იზოლაციაში მოქცევის დასავლეთის უშედეგო მცდელობებზე დაწერა ბრიტანულმა Financial Times-მაც. 24 ივნისს გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ რუსეთის იზოლაციისკენ მიმართული ძალისხმევაკრახს განიცდის”, დასავლეთის ქვეყნებს კი მხედველობიდან გამორჩათ მნიშვნელოვანი გარემოება”.

როგორც გამოცემა ამტკიცებს, ინდოეთი და ჩინეთი რუსეთს ალტერნატიული საგადასახადო სისტემისა და რუსული საქონლის ტრანსპორტირების მარშრუტების შექმნაში ეხმარებიან, ამასთანავე, ბლოკავენ დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, “რუსეთი გარიცხონ მრავალმხრივი სისტემიდან”.

მსოფლიო თანამეგობრობიდან რუსეთის იზოლაციის შეუძლებლობა აღიარა ევროდიპლომატიის მეთაურმა ჟოზეპ ბორელმაც.

რაც შეეხება რუსეთის ქმედებების დაგმობას, მისთვის სანქციების დაწესებასა და რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, ამ მხრივ G7-ის ქვეყნებს ერთი პოზიცია უკავიათ, მაგრამ სხვა ქვყენებს, რომელთა შორისაც უნდა აღვნიშნოთგლობალური სამხრეთისსახელმწიფოები, ხშირად სხვა თვალსაზრისზე არიან”, _ დაწერა ბორელმა ევროპის საგარეო კავშირების სამსახურის ვებგვერდზე.

“სრული სვლით მიმდინარეობს ნარატივების გლობალური ბრძოლა და ჩვენ ამ მომენტში ვერ ვიმარჯვებთ”, _ აღიარა ევროდიპლომატიის ხელმძღვანელმა.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუმინეთის ქალაქ ბეილეტუშნადში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთის სტრატეგია, დაესუსტებინა რუსეთი, ჩაფლავდა. მისი თქმით, მსოფლიოს დიდმა ნაწილმა ევროპას დემონსტრაციულად არ დაუჭირა მხარი უკრაინის კრიზისის საკითხებში რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებისას.

“ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთი აფრიკა, არაბული სამყარო _ ყველა განზე გადგა ამ კონფლიქტისგან. ისინი თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულნი”, _ მოჰყავს ორბანის სიტყვები “რია ნოვოსტის”.

ორბანის კვალდაკვალ საბერძნეთის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა და მემარცხენე პარტია “სახალხო ერთობის” ექსლიდერმა პანაიოტის ლაფაზანისმა, რომელიც ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის, თავისი წინასაარჩევნო პლაკატი წარმოადგინა (2023 წელს საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება),  რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: “რუსეთი მართალია”, “აშშ-მა და ნატომ უკრაინაში ჯოჯოხეთი მოაწყვეს”, _ იუწყება ადგილობრივი მედიასაშუალება.

ჟოზეპ ბორელი

 რუსეთის გაუქმება არ გამოვიდა

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტ ბორის მეჟუევის აზრით, დასავლეთში ანგლოსაქსური და ევროპული საგარეო პოლიტიკის ანტირუსული კურსის გადასინჯვა იწყება. ექსპერტის აზრით, დასავლეთის ქვეყნების მცდელობებმა _ გაეუქმებინათ რუსეთი _ მარცხი განიცადა.

გაირკვა, რომ თვით დასავლეთი აღარ არის მსოფლიოს მმართველი მოდული. ის ჰეგემონი აღარ არის. რუსეთი კი მშვენივრად ურთიერთქმედებს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილთან: ირანთან და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებთან”, _ დაასკვნა ანალიტიკოსმა.

დასავლური სტრატეგიის არაეფექტიანობის მიუხედავად, იქ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ მსოფლიო შეიცვალა და მას არ სჭირდება ევროატლანტიკური ქვეყნების ჰეგემონია. დასავლეთის ქვეყნები კი თავიანთი მოძველებული კონცეფციით კიდევ უფრო აღრმავებენ დანარჩენი მსოფლიოსგან გაუცხოებას.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here