Home ახალი ამბები მსოფლიო “დასავლეთმა დაიწყო უკრაინის შემზადება დამარცხებისთვის”

“დასავლეთმა დაიწყო უკრაინის შემზადება დამარცხებისთვის”

133

დასავლურმა პროპაგანდამ დაიწყო ინფორმაციის შემოგდება იმის შესახებ, რომ სამომავლოდ უკრაინის დამარცხებაში დამნაშავე თვითონ უკრაინა იქნება, _ განაცხადა ინტერნეტარხ Politeka ეთერში ცნობილმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვადიმ კარასევმა. ამ ინფორმაციას  politnavigator.net იუწყება.

კარასევის აზრით, ასეთი ინფორმაციები გამოიწვევს იმას, რომ უკრაინის დახმარების მოცულობა შემცირდება.

“დასავლურმა პრესამ უკვე მერამდენედ წამოწია თემა: “ჩვენ თქვენ გაფრთხილებდით, თქვენ არ გჯეროდათ და რატომ არ გჯეროდათ?”  და ა.შ. ჩვენ კი თავის მართლებას ვიწყებთ. მე სხვა რამ მაინტერესებს ამ ისტორიაში: ყოველთვის რატომ გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ სათნადოდ არ ვაფასებთ საფრთხეს, რომ არ შევისმინეთ მათი გაფრთხილებები და ა.შ.?

გამიჩნდა მძიმე კითხვა _ შეიძლება აღარ სურთ ჩვენი დახმარება და დაიწყეს ფიქრი, ვინ იქნება დამნაშავე, თუ ბრძოლის ველზე რუსეთს ვერ დავამარცხებთ? ეს ამოცანა ხომ დასახული გვაქვს თუ ეს ამოცანა განუსაზღვრელი დროით გადაიწევს? ჯერჯერობით ხომ ვერ წყდება ან არ იციან, როგორ უნდა გადაწყდეს, ან ფიქრობენ, როგორ გადაწყდეს _ გაფართოვდეს ომის ჩარჩოები თუ დარჩეს ისე, როგორც არის. პუტინს არ სურს ომის ჩარჩოების გაფართოება. არესტოვიჩის განცხადებით, პუტინს ნებისმიერ ფასად სურს ჩვენი დასმა მოლაპარაკებების მაგიდასთან. მართალია, იმიტომ, რომ მისთვის ომი არის ინსტრუმენტი, დაგვსვას მოლაპარაკების მაგიდასთან და ხელი მოვაწეროთ ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც მისთვის სასარგებლო იქნება…

როცა ისინი სულ უფრო და უფრო მეტს ლაპარაკობენ, რომ “ჩვენ თქვენ გაფრთხილებდით, თქვენ კი მზად არ იყავით”, თითქოს გვეუბნებიან: “რაღაც თუ მოხდება, ჩვენი ბრალი არ იქნება, თქვენ არ მოემზადეთ, ამიტომ დაკარგეთ ხერსონი და ა.შ. აი ყველაზე მეტად რა მაშფოთებს”, _ განაცხადა კარასევმა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here