Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთმა მოლდოვას არასახარბიელო ხვედრი მოუმზადა რუსეთის წინააღმდეგ გამბიტში

დასავლეთმა მოლდოვას არასახარბიელო ხვედრი მოუმზადა რუსეთის წინააღმდეგ გამბიტში

90

უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ინსცენირებაა, სინამდვილეში დასავლეთმა მოლდოვას  ისეთივე არასახარბიელო ხვედრი მოუმზადა, როგორიც უკრაინას, _ დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სტატიაში სათაურითინსცენირებებზე, როგორც დასავლეთის პოლიტიკის მეთოდის შესახებ”. _ იუწყება eadaily.com.

ლავროვი წერს, რომ ახლა ტყუილუბრალოდ არ ეწევიან “ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის” რეკლამირებას, რომლის ინიციატორიც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. მასში არ იქნება “განსაკუთრებული ფინანსურ-ეკონომიკური კეთილდღეობა, სახელდობრ, იქნება ევროკავშირის მიმართ სრული სოლიდარობის მოთხოვნა ანტირუსული მოქმედებების მიმართ”.

“უკრაინისა და მოლდოვისთვის (რომელსაც, როგორც ჩანს, არასახარბიელო ხვედრს უმზადებენ) ევროკავშირის წევრობის მუდმივი კანდიდატის მინიჭება რუსეთის საწინააღმდეგო გეოპოლიტიკური გამბიტის ნაწილია. უკრაინასა და მოლდოვას, აგრეთვე, სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან, დასავლეთის თამაშებში სტატისტის როლი ექნებათ. აშშ, ამ დადგმის მთავარი პროდიუსერი, მუსიკასა და სიუჟეტის ხაზს უკვეთავს, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირში ანტირუსულ სანქციებს წერენ”, _ დაწერა ლავროვმა და დასძინა, რომ დღეს პრინციპია “ვინც ჩვვენთან არ არის, ის ჩვენ წინააღმდეგაა”.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here