Home ახალი ამბები მსოფლიო “აშშ დამნაშავეთა ბანდაა!”

“აშშ დამნაშავეთა ბანდაა!”

50

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯონ ბოლტონის, აღიარების შემდეგ, რომ სახელმწიფო გადატრიალებებს ამზადებდა,  ვენესუელის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა ერთიანი სოციალისტური პარტიიდან რაულ ორტეგამ აშშ-ს დამნაშავეთა ბანდა უწოდა.

“ეს არის დამნაშავეთა ბანდა და ამას ადასტურებს ბოლტონის აღიარება, ისევე, როგორც აღიარებები აშშ-ის სხვა ოფიციალური პირებისა, რომლებმაც წიგნებიც კი გამოაქვეყნეს, რომლებშიც პასუხისმგებლობას იღებენ მკვლელობების, ანტიდემოკრატიული გადატრიალებების, ადამიანის უფლებების დარღვევების, პირადი მიზნებით ნარკოტრაფიკის გამოყენების დაგეგმვაზე”, _ განაცხადა ორტეგამ “რია ნოვოსტისთან” საუბარში.

ვენესუელელი პარლამენტარის თქმით, ბოლტონის აღიარების შემდეგ საჭიროა აშშ-ის მთავრობების მიერ ჩადენილი დანაშაულების დამამტკიცებელი მასალების გამოქვეყნება.

რაულ ორტეგა

“აშშ-ის ადმინისტრაციები, უბრალოდ, კრიმინალური ბანდები არიან, რომლებიც ჰეგემონისტური და საზღვრების დამრღვევი  ძალების შემადგენლობაში არიან”, _ აღნიშნა ვენესუელელმა დეპუტატმა. მისი თქმით, ბოლტონის აღიარება საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ თვითონ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ, მაგრამ ამ ყველაფერში გარეულია აშშ-ის მართლმსაჯულება, რომელიც ქვეყნის ლიდერებს უფლებას აძლევს, მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნებში გადატრიალების მოწყობაში.

12 ივლისს ტელეარხ CNN-ის ეთერში ბოლტონმა განაცხადა რომ მონაწილეობდა სხვა ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში”.

ამა წლის მაისში ბოლტონმა National Review-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვაშინგტონს მოუწოდა, საკადრისი პასუხი გასცეს რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანა “ნაცრისფერ ზონაში” დარჩა, რუსეთისა და ნატოს საზღვრებს შორის, და ეს სივრცე დასავლეთმა უნდა აითვისოს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://iz.ru/1364541/2022-07-14/venesuelskii-deputat-nazval-ssha-bandoi-prestupnikov-posle-priznaniia-boltona

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here