Home ახალი ამბები მსოფლიო “ცრუ ბორისის აღსასრული”

“ცრუ ბორისის აღსასრული”

ჯონსონი პრემიერის პოსტს დატოვებს

248

დიდი ბრიტანეთის მთავრობიდან რამდენიმე მინისტრის სკანდალურად წასვლის შემდეგ 7 ივლისს ბრიტანული გაზეთები შემდეგი სულისკვეთების პირველი გვერდებით  გამოვიდნენ: “ცრუ ბორისის აღსასრული”.

მოგვიანებით  ბრიტანულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯერჯერობით ცნობილია, რომ ის პრემიერის მოვალეობას მთავრობის ახალი მეთაურის დანიშვნამდე შეასრულებს. ეს კი მოხდება კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here