Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთში განაცხადეს, რომ საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების გამო ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზადება

ჩინეთში განაცხადეს, რომ საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების გამო ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზადება

94
ჩინეთში განაცხადეს, რომ საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების გამო ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზადება

ჩინეთი აპირებს გაატაროს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ყველაზე უარესი სცენარის განვითარებას. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის მოხსენებაში 2022 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შესრულების და 2023 წლის პროექტის განხორციელების შესახებ, რომელიც 5 მარტს იყო წარმოდგენილი სრულიად ჩინეთის მე-14 მოწვევის ყრილობის 1-ლი სესიის გახსნაზე.

“აუცილებელია საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საფუძვლის გაძლიერება, ახალი განვითარების არქიტექტურის უზრუნველყოფა. აუცილებელია, მუდამ მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, რათა ერთდროულად გადავჭრათ როგორც ზედაპირული, ასევე ღრმა პრობლემები”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა აპირებს იმუშაოს კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაზე, რომელიც უკვე წარმოიშვა ან შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში.

„აუცილებელია რისკების პრევენციისა და კონტროლის მექანიზმების ფორმირებაზე მუშაობის გაძლიერება, ასევე შესაბამისი შესაძლებლობების ჩამოყალიბება, უსაფრთხოების სფეროში სისტემური რისკების თავიდან ასაცილოებლად მკაცრი და საფუძვლიანი ზომების მიღება“, – აცხადებენ ჩინეთის მთავრობაში.

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველი სესიის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, ვანგ ჩაომ განაცხადა, რომ ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია უსაფრთხოების რთულ გამოწვევებზე რეაგირების აუცილებლობით. მისი თქმით, სამხედრო ხარჯების წილი მრავალი წლის განმავლობაში “ძირითადად სტაბილური” რჩება.

2022 წელს ჩინეთმა თავდაცვის ხარჯები 7,1%-ით გაზარდა 1,451 ტრილიონ იუანამდე (დაახლოებით 229,07 მილიარდი დოლარი). ერთი წლით ადრე, თავდაცვის ხარჯები გაიზარდა 6,8%-ით და 1,356 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 209 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

17 ნოემბერს, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ევროპული და საერთაშორისო კომპლექსური კვლევების ცენტრის დირექტორმა, სინოლოგმა ვასილი კაშინმა განაცხადა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის გამალებული შეიარაღების შესახებ. მისი თქმით, თუ ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდება, ჩინეთი უახლოეს მომავალში დაეწევა შეერთებულ შტატებს ტექნოლოგიის თვალსაზრისით და ამავე დროს ბევრად აღემატება წარმოების მასშტაბურობას.

მანამდე, 8 ნოემბერს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას დაავალა საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა საომარი მოქმედებების შემთხვევაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here