Home ახალი ამბები მსოფლიო “ჩინეთმა აშშ-ზე მორალური გამარჯვება მოიპოვა”

“ჩინეთმა აშშ-ზე მორალური გამარჯვება მოიპოვა”

70

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ აშშის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის გადაწყვეტილებამ, არ ეწვიოს ტაივანს, აჩვენა, რომ ვაშინგტონი მზად არ არის სამხედრო ძალით პეკინთან დასაპირისპირებლად. ამ ინფორმაციას ავრცელებს vz.ru.

“პელოსი ტაივანზე არ გაფრინდა, მან “ურყევი ერთგულება” შეჰფიცა მოკავშირეებს სხვა ადგილებში. როგორც ვწინასწარმეტყველებდით, აშშ, დამაშინებელი რიტორიკისა და პროვოკაციების მოწყობისკენ მიდრეკილების მიუხედავად, მზად არ არის სერიოზული ინციდენტისთვის, რომელიც ჩინეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება. .ეს ჩინეთის მორალური გამარჯვებაა”, _ დაწერა პუშკოვმა თავის ტელეგრამ-არხში.

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნენსი პელოსი აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების სპეციალური თვითმფრინავით აზიის მიმართულებით გაფრინდა.

ტაივანზე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით ამა წლის აპრილში იყო დაგეგმილი, ეს უნდა ყოფილიყო აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირველი ვიზიტი ტაივანზე 1997 წლიდან, მაგრამ ვიზიტი პელოსის ავადმყოფობის გამო გადაიდო _ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოჯანმრთელება უსურვა პელოსის და ვაშინგტონს მოუწოდა, კი არ გადაედო, არამედ საერთოდ გაეუქმებინა ვიზიტი კუნძულზე, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

29 ივლისს აშშ-ის ავიამზიტი “რონალდ რეიგანი” და ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების დამრტყმელი ჯგუფი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შევიდა. ჩინეთმა საპასუხოდ სამხედრო სწავლება დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და მისმა ხომალდებმა სამიზნეში ამოიღეს ამერიკული ავიამზიდი.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here