Home ახალი ამბები საქართველო ჩამოხსენით ეს ჭუჭყიანი უკრაინული ჭინჭები და სადმე  შორს მოისროლეთ!

ჩამოხსენით ეს ჭუჭყიანი უკრაინული ჭინჭები და სადმე  შორს მოისროლეთ!

537

რუსეთის მიერ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდანვე საქართველო მოიფინა უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი  ძონძებით და ამას უკრაინის მხარდაჭერა დაერქვა. საქართველოს ვიღაცამ უკარნახა, რომ მხარი უკრაინისთვის უნდა დაეჭირა, ქართველ ხალხს კი გამბედაობა არ ეყო საიმისოდ, რომ იმ ვიღაცისთვის დაესვა ერთი  აუცილებელი შეკითხვა:  რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ფაშისტურ უკრაინას? ფაშიზმსაც რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ ის უკრაინაა, რომელში საქართველოდან გაქცეულ დამნაშავეებს (სააკაშვილსა და მის ფაშისტურ ხროვას) ქართველი ხალხის გასაღიზიანებლად  მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდნენ?!

სააკაშვილი ჯერ ოდესის გუბერნატორად,  შემდეგ კი რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ წამოჭიმეს. უკრაინაში კი არავის  უთქვამს, ამით ქართველ ხალხს შეურაცხვყოფთო.უკრაინაში კი არა, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, საქართველოშიც არავის  უკითხავს,  რატომ ატარებდა ან ვინ ატარებდა უკრაინაში ქართველი დამნაშავეებისთვის თავშესაფრის ასე დემონსტრაციულად მიცემისა და მათი თანამდებობით უზრუნველყოფის ამ უცნაურ ექსპერიმენტს, რომლითაც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების იქამდე არსებული ყველა ფორმა და ნორმა დაანგრიეს,  ყველა წესი ფეხქვეშ გათელეს. არავის უფიქრია, რომ იმ დღიდანვე, ოცა უკრაინელმა ფაშისტებმა აქედან გაქცეული ქართველი ფაშისტები მაღალ თანამდებობებზე წამოასკუპეს, სწორედ უკრაინაში დაიწყო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მზადების პროცესი. ჩვენს ქვეყანაში დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ამტკიცებენ, რომ საქართველოში აშშ-ის მიერ 1992 და 2003 წლებში ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მესამე სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოხდეს და, რაც მთავარია, ესეც აშშ-ის მიერ უნდა იყოს ორგანიზებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2012 წელს არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებისთანავე დაიწყო საქართველოში რევანშზე ფიქრი, რომლის  მიღწევაც, პოლიტიკური გზით თუ შეუძლებელი იქნებოდა, ძალადობრივი გზით უნდა განხორციელებულიყო.

ამ დანაშაულებრივ საქმეში ჩართულები იყვნენ და არიან ამერიკელებიც, უკრაინელებიც და, რა თქმა უნდა, ქართველებიც.

 2016 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა მეორედ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, ისინი დარწმუნდნენ, რომ ლეგიტიმური გზით “ნაციონალური მოძრაობის” მობრუნება შეუძლებელი იყო. დაიწყეს ინტენსიური მზადება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისთვის. ჩნდებაეკითხვები:  ასე ძალიან რატომ უნდათ ამერიკელებს  ნაციონალური მოძრაობისმობრუნება ხელისუფლებაში?  რა არის ის, რასაც ხელისუფლებაშიქართული ოცნებისყოფნის ვითარებაში ამერიკელები აქ ვერ ახერხებენ?  დამაჯერებელი პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინაში რვა თვის წინათ დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ გახადა შესაძლებელი: ქართული ოცნებაამერიკელებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველოშიც გაიმეორონ ის, რაც უკრაინაში გააკეთეს. ბიძინა ივანიშვილი ის პიროვნება აღმოჩნდა, რომელიც რუსეთისთვის საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნის იდეას მტკიცე ჯებირივით აღუდგა  წინ, რითაც თავდადებულად იცავს ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს.

ბუნებრივია,  ამერიკელებს საქართველოში ქართველ ხალხზე მოფიქრალი და მისი უსაფრთხოების დამცველი ბიძინა ივანიშვილი კი არ სჭირდებათ, არამედ ამერიკელებისთვის საკუთარი ხალხის ზვარაკად მიმტანი ისეთივე მანქურთი, როგორიც უკრაინაში ზელენსკის სახით მოიყვანეს. საქართველოში ამ როლს არავინ მიესადაგება ისე, როგორც სააკაშვილი. მას ეს საქმით აქვს დამტკიცებული 2008 წელს, როდესაც ცხინვალის პროვოკაცია მოაწყო და საქართველო რუსეთის სამხედრო დარტყმის ქვეშ დააყენა. მისთვის ამ პროვოკაციის გამეორება სირთულეს არ წარმოადგენს. დღეს გადაწყვეტილების მიმღები პირი ივანიშვილის ნაცვლად  სააკაშვილი რომ იყოს, საქართველოშიც ზუსტად  ის მდგომარეობა გვექნებოდა, ოგორი  მდგომარეობაც უკრაინაშია. ამას ემსახურებოდა სააკაშვილის სახით ერთკაციანი დესანტის  გადმოსხმაუკრაინიდან საქართველოში, რომელიც სამარცხვინოდ ჩაუფლავდათ  (რა გულუბრყვილოა ის ადამიანი,რომელსაც დღემდე სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოში თავისი გადაწყვეტილებით ჩამოვიდა).

 სააკაშვილი საქართველოს ასაოხრებლად შემოგზავნეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის იმ ფრთის ჩანაფიქრი, რომელიც საქართველოსაც უკრაინის მსგავსად რუსეთის არმიის გასასრესად ამზადებდა, რათა რუსეთის მდგომარეობა თუნდაც უმნიშვნელოდ დაემძიმებინა, არათუ გამოიცნო, არამედ ჩაშალა კიდეც. აი, რა ანგარიშები აქვთ მათ ბიძინა ივანიშვილთან. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია უკრაინის პრეზიდენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება, რაც პრელუდიაა ამერიკელების მიერ იმავე ნაბიჯის გადადგმისა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ შანტაჟია, ივანიშვილის დაშინების მცდელობაა, რათა მან საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგოს.

ეს ფაქტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ასე ახსნა: “სანქციები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოიცა, უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და არ ადარდებდა ის, რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო ოკუპირებული.  ის ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ მეგობარ ქვეყნად რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში”.

საქართველოს  წინააღმდეგ ამ აშკარა პროვოკაციულ გადაწყვეტილებას,  რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო, მეორე დღესვე მოჰყვა უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურის, არესტოვიჩის, განცხადება, რომელმაც დაადასტურა თეა წულუკიანის მიერ გამოთქმული მოსაზრება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნის მცდელობის შესახებ: ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას. მოგვიწევს ქართველების, მოლდოვ, სომხეთის გადარჩენა“. ამაზე მეტი აღიარება შეუძლებელია. ივანიშვილის ხელისუფლებისგან დასავლეთმა და უკრაინამ ვერ მიიღეს ის, რაც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ადვილად გამოუვიდათ – საქართველოს ომი რუსეთთან.

მოძრაობა „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე  არესტოვიჩის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის შანტაჟი კონკრეტული მიზნის მისაღწევად და მუქარა ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის წინააღმდეგ: „ის, რასაც უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ კადრულობს, არის ყოვლად უღირსი საქციელი. დღეს კი, გარდა უღირსი საქციელისა, ისინი ღია შანტაჟზე და სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობენ. არესტოვიჩის ხმამაღალი განცხადება „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას და გავათავისუფლებთ საქართველოს”, სხვა არაფერია, თუ არა ძალისმიერი მუქარა ჩვენი ქვეყნის მიმართ. უკრაინის ხელისუფლება ბოლომდე ცდილობს, რომ როგორმე ჩაითრიოს საქართველო ომში და ასევე დააბრუნოს სააკაშვილის ხელისუფლება. ბუნებრივია, ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებენ და ეს მათი  ერთიანი სქემის ნაწილია, ვისაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, მაგრამ  ერთი რამ ავიწყდებათ: აქ ქართველი ხალხი წყვეტს ქვეყნის ბედს და არა  „ნაცმოძრაობის  მხარდაჭერილი უკრაინის ხელისუფლება.  ვეკითხებით მათ, ვინც ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს ანტიდასავლურ ქმედებად აფასებს: ეს თუ ანტიდასავლურია, არესტოვიჩის ქმედება დასავლური სტანდარტია? ჩვენთვის დემოკრატია ორმაგი სტანდარტის არ არის. ადვილი მისახვედრია, თუ ვინ დგას უკრაინის ხელისუფლების უკან და რა მიზნები ამოძრავებთ მათ. მართალია, მათი ყოველგვარი მცდელობა უშედეგოა, მაგრამ, რომ ცდილობენ,  ესეც უკვე სახიფათოა ქართველი ხალხისთვის. მსგავსი პოლიტიკური თავხედობა რომ ვინმეს აქედან ეკადრებია მათთვის, განცხადებებისა  და „დაგმობების” კორიანტელი იქნებოდა საქართველოში. დღეს კი რაღაც არ გვესმის ამერიკის ელჩის განცხადება უკრაინის ხელისუფლების ძალისმიერ მუქარაზე.  ეს არის ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ – შერჩევითი დემოკრატია, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ არესტოვიჩის განცხადება არის შანტაჟი კონკრეტული მიზნის მისაღწევად და მუქარა ქართველი საზოგადოებისა და ქვეყნის წინააღმდეგ, ვერც ის და ვერც მისი თანამოაზრენი  სასურველ მიზანს ვერ მიაღწევენ”, – აცხადებს ხუნდაძე.

უაღრესად საინტერესო განცხადება გააკეთა მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ: უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობა გვაქვს და ეს, უკვე წლებია, გრძელდება, ეს ყველაფერი ომამდე გაცილებით ადრე დაიწყო.”

ცალმხრივი მეგობრობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც შენს ქვეყანაში ომსა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, დამეთანხმებით, უცნაური მოვლენაა, მაგრამ ამ უცნაურ მოვლენას აქვს ახსნა. ეს ამერიკელების მიერ ჩვენი ხელისუფლებისთვის თავსმოხვეული მდგომარეობაა, რომელსაც გაურბიან, მაგრამ ბოლომდე ვერ გაურბიან. ახლა ის დროა, რომ ხალხმაც თქვას თავის სათქმელი.

გამოიხმეთ თქვენი ოჯახის ის წევრები, რომლებიც უკრაინელი ფაშისტების მხარდამხარ იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ;  უთხარით მათ, რომ არავითარი გმირობა არ არის ფაშისტების გვერდით დგომა;  აუხსენით, რომ ისინი უკრაინაში არც უკრაინის ინტერესებს იცავენ და არც საქართველოს, მხოლოდ ამერიკელთა ინტერესებს იცავენ, რითაც თავიანთ სამშობლოს ყველაზე უბედურ (უკრაინულ) მომავალს უმზადებენ. გათავისუფლდით თქვენთვის თავსმოხვეული ბინძური იდეოლოგიისგან, ჩამოხსენით თქვენი სახლების სახურავებიდან და აივნებიდან ეს ჭუჭყიანი უკრაინული ჭინჭები და სადმე შორს მოისროლეთ, რათა მსგავსი უბედურება, რომელიც უკრაინაში ტრიალებს, არსად არ განმეორდეს!

ვალერი კვარაცხელია                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here