Home ახალი ამბები მსოფლიო ბულგარეთში აფეთქდა სამხედრო ქარხანა, საიდანაც უკრაინას იარაღი მიეწოდებოდა

ბულგარეთში აფეთქდა სამხედრო ქარხანა, საიდანაც უკრაინას იარაღი მიეწოდებოდა

121
ბულგარეთში აფეთქდა სამხედრო ქარხანა, საიდანაც უკრაინას იარაღი მიეწოდებოდა

ბულგარეთში, იარაღის ქარხანა „არსენალში“ მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მანამდე ბულგარეთის ოპოზიცია აცხადებდა, რომ ამ საწარმოდან იარაღი უკრაინაში ფარულად გადაჰქონდათ, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ამას უარჰყოფდა, – იუწყება „პოლიტნავიგატორის“ კორესპონდენტი.

ბულგარეთის ქალაქ კაზანლიკიში იარაღის ქარხანა „არსენალში“ ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, იტყობინება ადგილობრივი მედია და აღნიშნავს, რომ მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქებების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. აფეთქების ადგილზე სასწრაფოდ გაემგზავრნენ მაშველები და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ინფორმაცია „პოლიტნავიგატორისგან“: არსენალის ქარხანაში დასაქმებულია დაახლოებით 5000 ადამიანი და აწარმოებს კალაშნიკოვის ავტომატების ბულგარულ ვერსიას, ყუმბარმტყორცნებს, ნაღმტყორცნებს, საზენიტო იარაღებს და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალას.

აღსანიშნავია, რომ აფეთქებები „არსენალის“ ტერიტორიაზე 2011, 2012, 2014, 2016, 2018, 2019, 2020 წლებშიც მოხდა, ბოლო შემთხვევა კი მიმდინარე წლის აპრილში დაფიქსირდა.

გამორიცხული არაა, მიმდინარე აფეთქებები ბულგარეთიდან უკრაინაში იარაღის უკანონო მიწოდების კვალს ფარავდეს. ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინ ბულგარეთის ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ „არსენალში“ წარმოებული კალაშნიკოვის ავტომატები და საბრძოლო მასალა უკრაინაში ფარულად გადაჰქონდათ პოლონეთის გავლით. ბულგარეთის მაშინდელმა მთავრობამ უარყო ეს პრეტენზიები, როგორც უსაფუძვლო. თუმცა, ბულგარულმა მედიამ გამოაქვეყნა სურათები სოფიას აეროპორტიდან, სადაც რუმინეთისა და პოლონეთის თვითმფრინავებში „არსენალის“ იარაღის ყუთები იტვირთებოდა.

2022 წლის მაისში ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება თავდაცვის საწარმოებში უკრაინული სამხედრო ტექნიკის შეკეთების შესახებ, მაგრამ კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე საუბარი არ ყოფილა. მოგვიანებით, ბულგარეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკვე საკმარის დახმარებას უწევს უკრაინას და სოფია არ აპირებს იარაღის მიწოდებას. თუმცა, აგვისტოს დასაწყისში ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მიხაილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან, მისმა ქვეყანამ კიევს 1,016 მილიარდი ევროს ღირებულების 4200 ტონა იარაღი გადასცა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here