Home ახალი ამბები მსოფლიო ბრიტანელების დამოკიდებულება ჩინელებთან და სხვებთან

ბრიტანელების დამოკიდებულება ჩინელებთან და სხვებთან

156
ბრიტანელების დამოკიდებულება ჩინელებთან და სხვებთან

”ბრიტანელთა მოპყრობა ჩინელებთან და სხვა ხალხებთან, განსაკუთრებით მათ დაქვემდებარებულ ხალხებთან, იყო არა თუ სასტიკი, არამედ იმპერიული, უხეში, ზიზღით აღსავსე, ისეთი, რომ მტკივნეული იყო ამის ყურება. ისინი ამ ხალხებს ადამიანებადაც კი არ თვლიან, არამედ ერთგვარ მუშა პირუტყვად, რომელსაც, შესაძლოა, არ სცემენ, კარგადაც კვებავენ, რეგულარულად და გულუხვად უხდიან, მაგრამ არ მალავენ ზიზღს მათ მიმართ. ერთ ოფიცერს, არა ფლოტის, არამედ საზღვაო ძალების, „სპარტანიდან“, დაახლოებით ოცი წლის ახალგაზრდას, ჩვევად ჰქონდა ჩვენთან სტუმრობა სასტუმროში. მისი სახელი იყო სტოკსი. ის გამუდმებით დადიოდა ალყაშემორტყმულ ქალაქშიც და ბანაკშიც. ჩვენ მასთან ერთად დავდიოდით ქუჩებში და თუ ჩინელი კაცი მიდიოდა ჩვენს წინ, დიდხანს ვერ გვამჩნევდა და არ შორდებოდა გზას, სტოკსი უცერემონიოდ ჰკიდებდა მას ხელს ნაწნავზე და განზე წევდა. ჩინელები თავიდან განცვიფრდებოდნენ, მერე ჩახშული აღშფოთების ღიმილით გვერდზე გაიხედავდნენ“, – ივანე გონჩაროვი „ფრეგატი პალადა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here