Home ახალი ამბები მსოფლიო Bloomberg-ი: ზამთარი ძალიან რთული იქნება _ გლობალური ენერგეტიკული კრიზისი შეიძლება გაღრმავდეს

Bloomberg-ი: ზამთარი ძალიან რთული იქნება _ გლობალური ენერგეტიკული კრიზისი შეიძლება გაღრმავდეს

54

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა ფათიხ ბიროლმა ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი შეიძლება გაღრმავდეს, _ წერს Bloomberg. კერძოდ, ბიროლმა აღნიშნა, რომ ეს ზამთარი ევროპაში ძალიან რთული იქნება.

“მსოფლიოს არასოდეს უნახავს სიღრმითა და სირთულით ასეთი გლობალური ენერგეტიკული კრიზისი. ჩვენ კი ჯერ არ მიგვიღწევია პიკისთვის”, _ მოჰყავს გამოცემას ბიროლის სიტყვები. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ მსოფლიო ენერგეტიკული სისტემა ქაოსში აღმოჩნდა.

საწვავის გაძვირება ინფლაციის დონის მომატებას იწვევს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე იმართება მასობრივი საპროტესტო აქციები.

“ეს ზამთარი ევროპაში ძალიან, ძალიან რთული იქნება. ეს არის ძირითადი შემაშფოთებელი საკითხი, რომელიც ძალიან იმოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე”, _ განაცხადა ბიროლმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://russian.rt.com/inotv/2022-07-13/Bloomberg-zima-budet-slozhnoj-

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here