მთავარი ეკონომიკა Bild-ი: ევროკავშირი პოლონეთის ხარჯზე მდიდრდება

Bild-ი: ევროკავშირი პოლონეთის ხარჯზე მდიდრდება

გააზიარეთ
პოლონეთი

პოლონეთის სეიმის დეპუტატმა იანუშ შევჩაკმა, რომელიც პარლამენტის საფინანსო კომისიას ხელმძღვანელობს, ფარდა აჰხადა ვარშავისა და ბრიუსელის ეკონომიკურ ურთიერთობათა ზოგიერთ ნიუანსს.

“ბევრი მაგალითია იმისა, რომ ევროკავშირის “ძველი” ნაწილი საკუთარ თავზეა ორიენტირებული… მაგალითად დავასახელებ თუნდაც უძვირეს ავტოსტრადებს, რომლებიც 100 მილიარდი ზლოტი დაჯდა. ამ თანხის 30 პროცენტი მოიპარეს ან არადანიშნულებისამებრ მოიხმარეს, კიდევ 30 პროცენტი უკან დაუბრუნდა ევროზონის მდიდარ ქვეყნებს, რადგან ისინი მთავარი ინვესტორები იყვნენ. სამუშაოები შეასრულეს პოლონელმა სუბიექტებმა, მაგრამ ისინი გაკოტრდნენ, რადგან სახელმწიფო გარანტიების გარეშე მუშაობდნენ და არავინ უნაზღაურებდა მასალებისა და სამუშაოს ღირებულებას”, _ განაცხადა იანუშ შევჩაკმა.

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ევროკავშირი აფინანსებს თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობას პოლონეთის დასავლეთსა და ჩრდილოეთში. ეს მხარე გერმანიის გავლენის ზონაშია მოქცეული. სამხრეთი და აღმოსავლეთი, რომლებიც გერმანიასაა დაშორებული, ასეთ ინვესტიციებს ვერ ეღირსა და, ეტყობა, ვერც ეღირსება.

“მეორე ხარისხის” ევროპიდან ფულისა და სხვა რესურსების ამოწოვა გერმანიის მსგავსი სხვა დასავლეთევროპელი ეკონომიკური ლიდერების მიერ, დიდი ხანია, ნორმად იქცა. 2017 წელს გერმანული პრესა იუწყებოდა, რომ ბერლინმა მილიარდობით მოგება მიიღო გაღატაკების პირზე მდგარი საბერძნეთისთვის გამიზნული კრედიტებიდან. პოლონეთი და საბერძნეთი ევროკავშირის წევრებია, მაგრამ მხოლოდ “მეორე ხარისხის” და ამას უწოდებენ “ორსიჩქარიან ევროპას”.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here