Home ახალი ამბები მსოფლიო “ბაიდენმა თავისუფლება მისცა თავის შინაგან ბენიტო მუსოლინის”

“ბაიდენმა თავისუფლება მისცა თავის შინაგან ბენიტო მუსოლინის”

91

The Washington Timesის მიმომხილველმა შერილ ჩამლიმ ბაიდენის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა, რომ თეთრი სახლის მეთაურის გამოსვლა იყო ღვარძლიანი და ქვეყანაში უთანხმოების გაღვივებისკენ მიმართული, _ იუწყება russian.rt.com.

“ჯო ბაიდენი არ განასახიერებს ამერიკულ ოცნებას”, _ წერს The Washington Times-ის მიმომხილველი შერილ ჩამლი. _ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცოტა ხნისწინანდელ თავის გამოსვლაში დაგმო დონალდ ტრამპი და მისი მომხრეები. მან სიტყვა წარმოთქვა სისხლისფერ ფონზე და ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერ რესპუბლიკელებს ქვეყნისთვის “აშკარა და რეალური” საფრთხე უწოდა. მან თავისუფლება მისცა თავის შინაგან ბენიტო მუსოლინის”. სტატიის ავტორის აზრით, ეს იყო უკიდურესად უცნაური სიტყვა იმ ადამიანისა, რომლისთვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში უმთავრესი იყო ერთიანობისკენ მოწოდება.

“მისი რიტორიკა მიმართულია უთანხმოების გამწვავებისკენ. მისი ტონი იყო ღვარძლიანი. მან სამიზნეში ამოიღო ყველა კონსერვატორი, ე.ი. 74 მლნ-ზე მეტი ამერიკელი, რომლებმაც დონალდ ტრამპს დაუჭირეს მხარი.

 ლუკა მაისურაძე

https://russian.rt.com/inotv/2022-09-05/Obozrevatel-The-Washington-Times-v

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here