Home ახალი ამბები ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარელში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარელში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

775
ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარელში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომაქანაში ერთი ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა.

ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის ქალი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მცირეწლოვანმა ბავშვმა, რომელსაც დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here