Home ახალი ამბები მსოფლიო ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი: ევროპას უფრო სჭირდება რუსეთი, ვიდრე რუსეთს _...

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი: ევროპას უფრო სჭირდება რუსეთი, ვიდრე რუსეთს _ ევროპა

172

ევროკავშირის ქვეყნები სუსტდებიან და ადგილს უთმობენ აზიის ქვეყნებს, ძველი ევროპა კვდება”, _ განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კარინ კნაისელმა ჰონკონგურ გამოცემა Asia Timesისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამის შესახებ იუწყება eadaily.com.

“ევროპა მსოფლიოში სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც დემოგრაფიული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ახლა მე ვმუშაობ წიგნზე სათაურით “ევროპის რეკვიემი”, იმიტომ, რომ ქვეყნიერების ის ნაწილი, რომელშიც გავიზარდე და რომლის ერთგულიც ვიყავი, აღარ არსებობს”, _ განაცხადა კარინ კნაისელმა.

ამჟამად ევროპელები ახლოს არიან გააფთრებასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი არეულობები და მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები. კნაისელის აზრით, ევროკავშირში წარმოქმნილი კრიზისი არაეფექტიანი მართვის შედეგია.

2020 წელს ავსტრიის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კარინ კნაისელი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ავსტრიაში  მოკვლით ემუქრებოდნენ. მაისის ბოლოს მან დატოვა კომპანია “როსნეფტის” დირექტორთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში იყო 2021 წლიდან. კარინ კნაისელი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა 2017-2019 წლებში.

2018 წელს კნაისელის ქორწილში იმყოფებოდა რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც მას ტულის სამოვარი აჩუქა, შემდეგ კი მასთან ერთად იცეკვა. ამის გამო ავსტრიის სააგარეო საქმეთა მინისტრს თავს დაატყდა მასმედიის კრიტიკა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here