Home ახალი ამბები მსოფლიო ავსტრიის საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა დასავლელ ლიდერებზე პუტინისა და ლავროვის უპირატესობაზე ისაუბრა

ავსტრიის საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა დასავლელ ლიდერებზე პუტინისა და ლავროვის უპირატესობაზე ისაუბრა

99

ავსტრიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა განმარტა, რით აღემატებიან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავიანთ ევროპელ კოლეგებს, _ წერს osnmedia.ru.  

კარინ კნაისლის თქმით, ავსტრიის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელობისას ის ხვდებოდა კოლეგებს ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან, რომის პაპსაც კი, მაგრამ მხოლოდ ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვთან ურთიერთობამ დაუტოვა წარუშლელი შთაბეჭდილება, რადგან იგრძნო, რომ ზრდასრული ადამიანების საზოგადოებაში იმყოფებოდა.

“ვენის დასავლეთით მამაკაცი კოლეგები ევროკავშირიდან, მე მათ თინეიჯერებს ვეძახი, მუდმივად აღგზნებულნი, მუდმივად მორალური უპირატესობის პოზიციაში არიან. თუ ზრდასრულ ადამიანებთან გსურთ საუბარი, უნდა წახვიდეთ არა დასავლეთში, არამედ მოსკოვში, პეკინში, ისლამაბადში ან ნიუ-დელიში”, _ აღნიშნა ავსტრიის საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა.

ლუკა მააისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here