Home ახალი ამბები საქართველო აშშ საქართველოში რეგიონული მასმედიის „მხარდასაჭერად“ ჟურნალისტურ გამოძიებებს დააფინანსებს

აშშ საქართველოში რეგიონული მასმედიის „მხარდასაჭერად“ ჟურნალისტურ გამოძიებებს დააფინანსებს

131

აშშ-ის საელჩოს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტმა საქართველოში საგრანტო პროგრამის მეშვეობით ჟურნალისტური გამოძიებების მხარდასაჭერად  ღია კონკურსი გამოაცხადა. ინიციატივის ავტორთა თქმით, ეს რეგიონულ და ონლაინმედის „შესაძლებლობების გაფართოებს“ საშუალებას მისცემს, –  წერს russian.rt.com-ი.  

„პროგრამის მიზანი…  რეგიონული და ინტერნეტმედიის შესაძლებლობების გაფართოებაა  კონტენტის ( საინფორმაციო შინაარსი – გ.გ.) შემუშავებისა და საგამოძიებო სიუჟეტების  სერიის წარმოების გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს განზრახული აქვს, 70 ათას  დოლარამდე გრანტი გასცეს „საზოგადოებისთვის დიდი ინტერესის მქონე”  თითოეული მასალის შესაქმნელად.

როგორც ამერიკის საელჩოში აღნიშნეს, ჟურნალისტურ გამოძიებებში, სხვა საკითხებთან ერთად,  შეიძლება გაშუქდეს „დეზინფორმაცია/ყალბი ამბები, რომლეიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს“, და „ხელისუფლებასა და მედიას შორის ურთიერთობის ხარვეზები“.  დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროგრამის რეალიზაცია შეიძლება დაიწყოს 2023 წლის ოქტომბერში და ამოცანები უნდა შესრულდეს წელიწად-ნახევრის განმავლობაში.

პოლიტოლოგმა ივან მეზიუხომ  გამოცემა RT-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ასეთი პროგრამები, ძირითადად,  მიმართულია საზოგადოებაში ანტირუსული განწყობების შესაქმნელად და დასავლეთის ინტერესების გასატარებლად.

„აშშ  არასოდეს  მორიდებია პოსტსაბჭოთა სივრცეში ჟურნალისტური საზოგადოების ფაქტობრივ  მოსყიდვას.  ამ მუშაობის მთავარი მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის ყოფილ ქვეყნებში მედიის ისეთი  წარმომადგენლების აღზრდა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ანტირუსულ დღის წესრიგს თავიანთ  ქვეყნებში და   X  საათზე გამოვლენ რუსეთის, მისი ეროვნული ინტერესების  წინააღმდეგ; მოემსახურებიან დასავლეთის, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების  ინტერესებს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მეზიუხოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმით, რომ საქართველო წინააღმდეგობას უწევს უკრაინის დაჟინებულ მოთხოვნას, მხარი დაუჭიროს მის შეიარაღებულ ფორმირებებს.

„შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში  საქართველო ეძებს თავის ეროვნულ ინტერესს და აცნობიერებს, რომ უკრაინის კონფლიქტში სახელმწიფოს მონაწილეობა ძვირი დაუჯდება ეკონომიკას, შესაბამისად, ქართველი ხალხის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას“, – დაასკვნა მეზიუხომ.

მანამდე  კიევში აშშ-ის საელჩო გეგმავდა უკრაინული მედიასაშუალებებისთვის 1 მლნ-მდე დოლარის გამოყოფას, რათა მათ სამხედრო მოვლენების შესახებ „დადასტურებული“ ინფორმაცია მიეწოდებინათ ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორიისთვის.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here