Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ და ტაივანი სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმდნენ

აშშ და ტაივანი სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმდნენ

42

აშშ და ტაივანი ახალი ინიციატივის ფარგლებში სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმდნენ.

ტაივანის წარმომადგენლის განცხადებით, ასევე განიხილავენ ჩინეთის „ეკონომიკური იძულების“ საკითხს. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყება.

ტაივანში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რამდენიმე დღეში კი, ხუთი კონგრესმენისგან შემდგარი დელეგაცია, რასაც ჩინეთის მხრიდან პროტესტი და მასშტაბური სამხედრო წვრთნები მოყვა ტაივანის სრუტის გარშემო.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here