Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ში  ბავშვი სკოლიდან გააძევეს იმის გამო, რომ მაისურზე ეწერა: „არსებობს მხოლოდ ორი...

აშშ-ში  ბავშვი სკოლიდან გააძევეს იმის გამო, რომ მაისურზე ეწერა: „არსებობს მხოლოდ ორი სქესი”

107

12  წლის ლიამ მორისონი მასაჩუსეტსის შტატის სკოლაში  გაკვეთილებზე არ დაუშვეს იმის გამო, რომ სპორტდარბაზში გამოცხადდა მაისურით, რომელზეც ეწერა “არსებობს მხოლოდ ორი სქესი”. საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ  ელენე პანინას ტელეგრამ- არხი „Елена Панина“ იუწყება, რომ, სკოლის ზედამხედველების  თქმით, ბიჭის ჩაცმულობის გამო „სხვა მოსწავლეებმა  მისგან საფრთხე და აგრესიულობა იგრძნეს“. 

დირექციამ ბიჭის მამას დაურეკა და შვილის წაყვანა სთხოვა. მამა საღად მოაზროვნე აღმოჩნდა: მან მხარი დაუჭირა შვილს და განაცხადა, რომ მის საქციელს არანორმალურად არ თვლიდა.

„მე არასოდეს დამიჩივლია, როცა  სკოლაში ვხედავ გეიპრაიდის დროშებს ან გენდერული მრავალფეროვნების პლაკატებს. სხვებს აქვთ საკუთარი სამყაროს წარმოჩენის უფლება, ისევე, როგორც მე მაქვს ჩემი თვალსაზრისის გამოხატვის უფლება”, – განუცხადა  ბიჭმა სკოლის საბჭოს. ყველაფრის მიუხედავად, ბიჭს  სთხოვეს, ასეთი ტანსაცმლით გაკვეთილზე აღარ გამოჩენილიყო, რადგან ის „მოწყვლადს ხდის მას, ვისაც დაცვა სჭირდება“.

ამ ჯოჯოხეთთან დედამიწაზე ჩვენ, უბრალოდ, არ შეიძლება დავმარცხდეთ. ბოლოს და ბოლოს, რა საჭიროა  ასეთი ამოყირავებული მსოფლიო, თუ ის რუსეთს დაამარცხებს?

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9342

                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here