Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის არმია სექსუალური ძალადობის ანტირეკორდებს ხსნის

აშშ-ის არმია სექსუალური ძალადობის ანტირეკორდებს ხსნის

92

2021 წელს აშშის შეიარაღებულ ძალებში ქალებზე ძალადობის სარეკორდო რაოდენობა აღირიცხა, _ აღნიშნულია პენტაგონის მოხსენებაში. როგორც Der Spigel წერს, წინა წელთან შედარებით 13%-ით მოიმატა სამხედრო სამსახურის გავლის დროს ამა თუ იმ ფორმით არასასურველი სექსუალური კონტაქტის გამო დაწერილმა საჩივრებმა. პრობლემის გადასაწყვეტად ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გატარებული რეფორმები საკმარისი არ აღმოჩნდა _ სამხედრო იუსტიციის მიმართ ქალების ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

პენტაგონის მოხსენების თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ქალთა 8,4%-მა ამა თუ იმ ფორმით განიცადა  არასასურველი სექსუალური კონტაქტი სამხედრო სამსახურში. 2021 წელს სამხედრო მოსამსახურე მამაკაცების საჩივრების რაოდენობამ კი 1,5%-ით მოიმატა. პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ქალებისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2006 წლიდან, მამაკაცებისთვის კი რაოდენობით მეორეა.

“ეს მონაცემები სამწუხაროა და უკიდურეს იმედგაცრუებას იწვევს, ინდივიდუალურ დონეზე საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ აღნიშნულმა დანაშაულებმა შეცვალა 35 ათასი სამხედრო მოსამსახურის ცხოვრება და კარიერა”, _ განაცხადა ელისაბედ ფოსტერმა _ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მორალურ-ფსიქოლოგიური მდგრადობის სამმართველოს ხელმძღვანელმა. “თითოეული ინციდენტი გავლენას ახდენს ქვედანაყოფის წევრებს შორის ურთიერთობაზე, სამხედრო მოსამსახურეების ერთმანეთისადმი ნდობაზე და ყურადღება გადააქვს მნიშვნელოვანი მისიის შესრულებიდან სხვაგან”, _ დასძინა ფოსტერმა.

2022 წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხედრო იუსტიციის ერთიან კოდექსში შესწორებების შეტანის თაობაზე. ამ შესწორებების თანახმად, სექსუალური ძალადობა აღიარებულია სისხლის სამართლის დანაშაულად.

მაგრამ. ექსპერტთა აზრით, ეს რეფორმები საკმარისი არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდია სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა უნდობლობა სამხედრო იუსტიციის მიმართ. დაზარალებულთა მხოლოდ 34%-ს მიაჩნია, რომ სარჩელის შეტანის შემდეგ მათი მონაცემები კონფიდენციალური იქნება.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://russian.rt.com/inotv/2022-09-04/Spiegel-doverie-zhenshhin-k-voennoj

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here