Home ახალი ამბები მსოფლიო “ასეთ პირობებში რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია და არც არის საჭირო!”

“ასეთ პირობებში რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია და არც არის საჭირო!”

ვიტალი ტრეტიაკოვი ხერსონის დატოვების შემდეგ გარდამტეხ მომენტსა და ზელენსკისთვის მიცემულ ინდულგენციაზე

199

საჭიროა თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები შექმნილ ვითარებაში და ჩაანაცვლებენ თუ არა ამერიკელები ზელენსკის ? _  ukraina.ru ჟურნალისტ ვალერი სვეტლოვის ამ და სხვა კითხვებს მედიაექსპერტმა და პოლიტოლოგმა ვიტალი ტრეტიაკოვმა უპასუხა.

_ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლებას უჭერს მხარს. როგორ შეიძლება შეფასდეს პოლიტიკური ვითარება უკრაინაში და აქვს თუ არა ზელენსკის მოქმედების ცოტა თავისუფლება მაინც?

_ ის, რომ ზელენსკის გარშემო მოხდა კონსოლიდაცია იმ ადამიანების, რომლებსაც ჩვენ პირობითად „უკრაინის მცხოვრებლებს“ ვუწოდებთ, გასაკვირი არ არის. ვნახე შესაბამისი გამოკითხვების მონაცემები. ასეთ ვითარებაში ყოველთვის ასე ხდება, გასაკვირი არ არის. უფრო მეტიც, ნიადაგი მომზადებული იყო. საუბარია რუსეთის სიძულვილზე. ის, რასაც „რუსეთის აგრესიას“ ეძახიან და ფორმალურადაც შეუძლიათ ასე განმარტონ, ჯდება ამ კონცეფციაში, დასავლეთის მიერ მომზადებულ ნიადაგში.  იქიდან იღებენ დახმარებას ზელენსკი და მისი გუნდის წევრები. ეს ყველაფერი ლოგიკურია. არის თუ არა არამდგრადი მისი შინაგანი მდგომარეობა? ჭორები იმის შესახებ, რომ მას ზალუჟნით ან სხვა ვინმეთი შეცვლიან, ჩაცხრა. ზელენსკი დასავლეთის მიმართ თავხედურად იქცევა, ეს აშკარაა, მაგრამ მათ ის სჭირდებათ და ამიტომ მიუტევებენ, მისთვის თავხედობა ნებადართულია. როგორც ჩანს, ამიტომ არ ეძებენ მის ალტერნატივებს. მეტიც, ის პოლიტიკური ვარსკვლავის დონემდე აიყვანეს; ორგანიზებულია მასთან გამოჩენილი პიროვნებების სტუმრობა; აჩუქეს ოსკარის სტატუეტები.  ასე რომ, ვფიქრობ, მისი მდგომარეობა საკმაოდ სტაბილურია. და, ვინაიდან ამ რეჟიმის ერთადერთი მიზანი რუსეთის წინააღმდეგ ომია, მას „რუსული აგრესია“ დაარქვეს, ამით არსი არ იცვლება. ის, ვინც ამისთვის მუშაობს, არის საჭირო ადამიანი, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. მისი პერსპექტივები ამ პოსტზე ნორმალურია, ისინი მას არ შეცვლიან.

_ რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში _ ანტონოვმა განაცხადა, რომჩვენ რადიაციული კატასტროფის საფრთხის წინაშე ვდგავართ. კიევიბინძური ბომბისგამოყენებით დივერსიის განხორციელებას გეგმავს; შესაძლოა, მოაწყონ პროვოკაციები უკრაინის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე მდებარე ატომურ ელექტროსადგურებზეც. დღეს ეს საფრთხე რეალურია?

_ რთული სავარაუდოა. ბევრი რამ უნდა იცოდე. ელჩი ანტონოვი არ ცხოვრობს უკრაინაში, მაგრამ მოსკოვიდან იღებს ინფორმაციას და შესაბამის დირექტივას _ არ დაივიწყოთ ეს თემა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ, მოსკოვის აზრით, პრობლემა არ ამოწურულა. მიუხედავად იმისა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ შეამოწმა და მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა. უკრაინაში გამეფებულ ქაოსში ყველაფრის დამალვა შეიძლება. და, თუ მაინცდამაინც არ გსურს რაღაცის პოვნა, ვერ იპოვი. ასე რომ, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის. კიევის რეჟიმს შეუძლია ყოველგვარი საზიზღრობის ჩადენა, მათ შორის ამის, და მიიღო კარტ-ბლანში დასავლეთისგან, ყოველ შემთხვევაში _ ამ კარტის გათამაშების უფლება. ვიმედოვნებ, რომ ასეთი ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება დასავლეთს არ მიუღია და არც არასდროს მიიღებს, თუმცა ამის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, რადგან ანტონოვი ამაზე საუბრობს, პრობლემა არ გამქრალა.

_ რამდენიმე დღის წინათ ირანში იმყოფებოდა უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი. რა არის რუსეთის მზარდი ინტერესის მიზეზი ირანის მიმართ?

_ ბუნებრივი მოძრაობაა. დიდი ხანია, ირანი უპირისპირდება დასავლეთს, ამისთვის სანქციებითაც ისჯებოდა. რუსეთი დასავლეთთან პირდაპირი დაპირისპირების გზას დაადგა, როცა ცოტა ხნის წინათ მისი კონტროლიდან ღიად გამოვიდა. ჩვენ ერთმანეთს ბუნებრივი გზით დავუახლოვდით. შეიძლება კიდევ ვინმეს სურს ჩვენთან დაახლოება, მაგრამ მათ ეშინიათ, ირანს კი _ არა, ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართ დასავლეთთან დაპირისპირებაში.

_ ბევრს გაუცრუა იმედი ხერსონიდან ჩვენი ჯარების გაყვანამ, მაგრამ ამ ვითარებაშიგვაქვს რაღაც უპირატესობა? როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს ნაბიჯი?

_ სამხედრო თვალსაზრისით, როგორც მე მესმის, ჩემი შესაძლებლობებითა და ცოდნით, ჯარის გაყვანა აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს იწვევს ზოგიერთის სიხარულს, ზოგის _ გაღიზიანებას, სხვების _ პანიკასა და ბრალდებებს. საომარი მოქმედებებისას მანევრები გამონაკლისი კი არა, ნორმაა. სხვა საქმეა, რომ არის გარკვეული საიმიჯო დანაკარგები, ამიტომ არ უნდა შემოვიფარგლოთ იმის განმარტებით, რომ ეს, უკანდახევა კი არა, ორგანიზებული გაყვანაა და ამაში სამხედრო აზრი დევს. მთავარია, რა იქნება შემდეგ, რადგან ზოგს რჩება შთაბეჭდილება, რომ ხშირად ისმის სიტყვები: “რუსეთი უკან იხევს” და ხერსონიდან გასვლა ადასტურებს ამ განწყობებს. ეს განწყობები ხერხემალში უნდა გადატყდეს არა პროპაგანდით, არამედ რეალური ქმედებებით. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეს შეუძლიათ. სხვა საქმეა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, როდის და რა ეფექტი ექნება, როგორ გაკეთდება ეს და რა მიმართულებით _ მე არ ვარ ექსპერტი, რომ რჩევა მივცე, მაგრამ გამარჯვებაა საჭირო, ჯერჯერობით ლოკალური _ მკვეთრი წინსვლა, რომ აღარაფერი ვთქვათ მთლიანად კამპანიაზეიქაც გამარჯვებაა საჭირო. _ იქნებ ახლა ღირს შეტევის უფრო აქტიურად განვითარება სხვა მიმართულებით? არის მაშველი ჯარი, არის ძალები

_ ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი იქ არის. ფრონტის ხაზი 1200 კილომეტრია. არის თავდასხმის ადგილები, რომლებზეც შეტევა შეიძლება. დონეცკსა და ლუგანსკს ჯერ კიდევ ესვრიან და ხალხი, პირველ რიგში, ამის შეჩერებას ელოდება. ასე რომ, აქ მიმართულება აშკარაა, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად. ეს რთულია თუ მარტივი სამხედრო თვალსაზრისით,  სამხედრო ექსპერტებს უნდა ესაუბროთ.

ევროკავშირი თავისი მრეწველობის შიშით მტკიცედ დაერთიანი ფრონტითგამოვიდა აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინფლაციის შესამცირებლად ინიცირებული კანონის წინააღმდეგ. ამის შესახებ 9 ნოემბერს იუწყებიოდა  CNBC. ევროკავშირი შიშობს, რომ ეს დააზარალებს მის კომპანიებსა და ეკონომიკას. არის ეს კატასტროფული და შეუძლია თუ არა ევროპას უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა?

_ მიმაჩნია, რომ ევროპას პოლიტიკურად მთლიანად ამერიკელები აკონტროლებენ და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რაც აშშ-ს სჭირდება, მათ შორის ეკონომიკურ სვლებსაც. ამერიკელები გააკეთებენ იმას, რაც სურთ ევროპის გასაძარცვად, სანამ ევროპული მთავრობები არ დაემხობიან ან გადადგებიან მასობრივი გამოსვლების შედეგად, არა უკრაინის ან რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით, არამედ უშუალოდ ევროპის შიგნით ეკონომიკურ პრობლემების გამო. ინფლაცია, ფასების მატება, უმუშევრობა და ა.შ. _ ეს ვლინდება, მაგრამ არასაკმარისად ძლიერად იმისთვის, რომ მთავრობები ჩამოიშალოს.

_ ახლა არაერთ დასავლურ გამოცემაში, როგორებიცაა, მაგალითადWSJ, Guardian და სხვ., გაჩნდა განცხადებები რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ. საიდან ეს რიტორიკა?

_ არ ვიცი, საიდან მოდის ეს რიტორიკა, მაგრამ მიმაჩნია, რომ არსებულ პირობებში რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია და არც არის საჭირო! იმიტომ, რომ დამარცხებად და კაპიტულაციად იქნება აღქმული. ყველაფერს უმაღლესი მთავარსარდალი გადაწყვეტს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ukraina.ru/20221111/1040708304.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here