Home ახალი ამბები მსოფლიო არიზონაში ტაივანური კომპანია TSMC-ის პროცესორების ფაბრიკას ააშენებენ

არიზონაში ტაივანური კომპანია TSMC-ის პროცესორების ფაბრიკას ააშენებენ

45

ხომ არ ნიშნავს ეს რომ ვაშინგტონში ხვდებიან ჩინეთთან ტაივანის სწრაფი ინტეგრაციის გარდაუვალობას?

აშშ-ის კონგრესმა 59 მლრდ გამოყო ნახევარგამტარების მრეწველობის სუფსიდიისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე. პრესა Apple-ს წარმომადგენელთა კომენტარებზე წერს, რაც გასაგებია. Bionic-ის მარკის TSMC წარმოების პროცესორებს Apple-ს გაჯეტებში გამოიყენებენ, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლებას შორეული მიზნები აქვს. მიკროსქემების ახალი სიმძლავრეების აშენება, პირველ რიგში, შეამცირებს მსოფლიოში ამ პროდუქციის დეფიციტს. თავის ტერიტორიაზე აშენებული ფაბრიკა კი აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს, ,კონკურენცია გაუწიოს ჩინეთს მაღალი ტექნოლოგიის სფეროში.

მეორე _ გადაწყდება “ტაივანის კვანძის” პრობლემა მიკროსქემების გლობალურ ლოჯისტიკაში.

მესამე (ეს ჰიპოთეზაა) _ გადაწყდება ტაივანის წარმოებასა და ტაივანელი სპეციალისტების გადაყვანის საკითხი ამერიკულ ნიადაგზე იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი შეიერთებს ტაივანს.

მეოთხე _ გადაწყდება ტაივანის კვანძის პრობლემა მიკროსქემების გლობალურ ლოჯისტიკაში.

მიკროსქემების გლობალური პრობლემა 2018 წელს გაჩნდა, კოვიდის, რუსეთის სპეცოპერაციისა და ტაივანის სრუტის კრიზისამდე კარგა ხნით ადრე. ყველაზე დიდი პრობლემა დისპლეების დრაივერებისა და კვების მართვის მიკროსქემებია. ამ შედარებით დაბალ ტექნოლოგიურ მიკროსქემებს დიდი რაოდენობით იყენებენ გაჯეტებსა და სხვადასხვა წარმოებაში. ტაივანის TSMC მსოფლიოში დამზადებული ჩიპების ნახევარს აწარმოებს, ხოლო მაღალტექნოლოგიური ჩიპების _ 80-90 პროცენტს.

აქამდე ითვლებოდა, რომ პროცესორების მთავარი ფაბრიკის დაკარგვის რისკი საიმედოდ იცავდა ტაივანს “ჩინეთის აგრესიისგან”, მაგრამ ახლა აშშ-მა ამ ფაბრიკისა და მისი სპეციალისტების თავის ტერიტორიაზე გადაყვანა გადაწყვიტა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ აშშ აცნობიერებს ჩინეთთან ტაივანის მიერთების გარდაუვალობას?

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here