Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი კოორდინაციას უწევდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას კუნძულ ზმეინიზე

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი კოორდინაციას უწევდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას კუნძულ ზმეინიზე

73

უკრაინელი სამხედროების კუნძულ ზმეინიზე გადასხდომის სპეცოპერაცია კოორდინირებული იყო ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიერ და შესაძლოა, რამდენიმე თვითმფრინავითაც კი, _ წერს ინტერნეტგამოცემა avia.pro.

ამას მოწმობს ამერიკული სამხედრო ავიაციის თვითმფრინავის ფრენების მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ამერიკული სამხედრო საპატრულო წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავი Boeing P-8A Poseidon რომელსაც აქვს 200 კმ რადიუსზე სივრცის სკანირების რადარი, ფრენდა კუნძულ ზმეინიდან 50 კმ-ის დაშორებით.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელი სამხედროები კუნძულ ზმეინიზე გადასხდნენ გამთენიისას. არადა, ოპერაცია, დიდი ალბათობით, დაიწყო რამდენიმე საათით ადრე. როგორც გაირკვა, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი Boeing P-8A Poseidon-ი იმ დროს უკვე ფრენდა შავი ზღვის თავზე კუნძულ ზმეინის მიმართულებით. ამერიკული თვითმფრინავის მიზანი რუსული სამხედრო ხომალდების კოორდინატების დადგენა და  საჰაერო სივრცის კონტროლი იყო და, როგორც კი რუსმა სამხედროებმა დაარტყეს, გაბრუნდა უკან _ რუმინეთის საჰაერო სივრცეში.

იმავე დროს რუმინეთის ცაზე ფრენდა კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავი, თუმცა მისი მიზანი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ზოგიერთი შეფასებით, ეს თვითმფრინავი შეიძლება იყო ნატოს საავიაციო ძალების სამეთაურო პუნქტი, თუმცა ეს მონაცემი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

კუნძულ ზმეინისთან ამერიკული ავიაციის პროვოკაცია რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსებით ჩაშალეს.

ამას მოწმობს თანამგზავრული მონაცემები, რომელთა მიხედვით, თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორიაზე ჩანს მძლავრი რადიოელექტრონული დაბრკოლებები, რომლებიც ხსნის მიზეზს, რატომ იყო რთული GPS -ის საშუალებებით თვითმფრინავ P-8A -ს კოორდინატების დადგენა.

 პროვოკაცია კალინინგრადის საზღვართან

ნატოს გამანადგურებლები შენიშნეს კალინინგრადის ოლქის საზღვრიდან 40 კმ-ის დაშორებითაც _ სამხედრო თვითმფრინავები, მათ შორის F-16-ებიც უცნაურ მანევრებს ახორციელებდნენ და დაბალ და ზემაღალ სიმაღლეებზე დაფრინავდნენ. ლიეტუვის ქალაქ კლაიპედას მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ კრებს სიმაღლეს გამანადგურებელი F-16 და შემდეგ ისვრის ცრუ თბური მიზნების მიმართულებით.

ამ შემთხვევაზე ლიეტუვას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here