Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკულ F-18-ებს ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ?

ამერიკულ F-18-ებს ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ?

66

ამერიკული გამანადგურებლები, რომლებიც უკრაინის საზღვარზე შენიშნეს, შეიძლება ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად გამოიყენეს, _ წერს  avia.pro.

მას შემდეგ, რაც შავი ზღვის თავზე, რუმინეთის საჰაერო სივრცეში, 2 ამერიკული გამანადგურებელი F-18 შენიშნეს, ცნობილი შეიქნა, რომ პენტაგონს შეეძლო, ეს თვითმფრინავები ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად გამოეყენებინა. ამას მოწმობს როგორც “უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების” მიერ რაკეტების ჩამოგდების გახშირებული შემთხვევები, ისე ის ფაქტიც, რომ უკრაინის საზღვართან რამდენიმე კილომეტრში შემჩნეულ ამერიკულ F-18-ებს შორს მოქმედი ფრთოსანი რაკეტები მიჰქონდათ. წარმოდგენილ გამოსახულებაზე ნახავთ ამერიკულ გამანადგურებელ F-18-ის წყვილს, რომლებიც რუმინეთის ტერიტორიის თავზე, პრაქტიკულად, ზედ უკრაინის საზღვარზე ფრენდნენ. ფრენის მარშრუტიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ისინი აკვირდებოდნენ საჰაერო სივრცის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სექტორს. ამ მომენტში უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოგვიანებით კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ 2 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

მონაწილეობდნენ თუ არა ამერიკული თვითმფრინავები რაკეტების ჩამოგდებაში, უცნობია, რადგან გასაგები მიზეზების გამო ინფორმაცია არ ვრცელდება. ამის მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავების შეიარაღებაში არის  რაკეტები, რომლებსაც 120-180 კმ-ის მანძილზე შეუძლიათ მიზნის დაზიანება, ეს საშუალებას აძლევს მათ, დააზიანონ მიზნები უკრაინის დასავლეთ სანაპიროს თითქმის 90%-ზე.

ლუკა მაისურაძე

https://avia.pro/news/amerikanskie-f-18-mogli-sbit-krylatye-rakety-nad-chyornym-morem

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here