Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკულ ტაქტიკურ რაკეტებს შეუძლია დაფაროს მთელი ყირიმი, ბელარუსის ტერიტორიის 80% და რუსეთის...

ამერიკულ ტაქტიკურ რაკეტებს შეუძლია დაფაროს მთელი ყირიმი, ბელარუსის ტერიტორიის 80% და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის 9 ოლქი

244

20 ივლისს აშშმა შეიძლება განაცხადოს უკრაინაში ტაქტიკური რაკეტების გაგზავნის შესახებ, რომლებიც რუსეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

აღნიშნული რაკეტები განკუთვნილია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის _ M142 Himars-ისა და M270 MLRS-ისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას გამშვები მოწყობილობები ბევრი არ აქვს, ეს რაკეტები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც რუსი სამხედროების, ისე მოქალაქეებისთვის.

აშშ განიხილავს უკრაინაში ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ების გაგზავნის შესაძლებლობას, რომლებსაც შეუძლია დაფაროს ყირიმი, ბელარუსის ტერიტორიის 80 პროცენტი და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. გამოსახულებაზე ჩანს ზონა, რომელიც შეუძლია დაფაროს უკრაინისთვის მიწოდებულმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმა, თუ ისინი ზემოაღნიშნული რაკეტებით აღიჭურვებიან.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here