Home რუბრიკები პოლიტიკა ცნობილი პოლიტოლოგის პროგნოზები და შეფასებები, რომლებიც ზედმიწევნით ასრულდა

ცნობილი პოლიტოლოგის პროგნოზები და შეფასებები, რომლებიც ზედმიწევნით ასრულდა

ალექსანდრე ჭაჭია

თითქმის 28 წელიწადია, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და უკვე მე-5 პრეზიდენტსაც ვირჩევთ, ბოლო ოთხჯერთავსმოხვეულს. ქვეყანა წინ ვერ წავიდა _ ვერც სოციალურეკონომიკური, ვერც საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ სიდუხჭირეში ცხოვრობს.

დღეს ბევრი ლაპარაკობს იმ შეცდომებზე, რომლებიცქართულმა ოცნებამდა მისმა შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ დაუშვეს, მაგრამ იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მხარს უჭერდნენქართული ოცნებისბრძოლას სააკაშვილის ქართველთმოძულე რეჟიმის წინააღმდეგ, ამ პოლიტიკური ძალისა და მისი ლიდერის ბევრ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ. ამ ადამიანთა შორის არის პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია, რომლის პოლიტიკური პროგნოზებიც საქართველოში პროცესების განვითარების შესახებ ზედმიწევნით ასრულდა. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების I ტურის შემდეგაცსაქართველო და მსოფლიოუამრავ წერილს იღებდა და იღებს მკითხველისგან. მათ აინტერესებთ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებები და შეფასებები საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ ალექსანდრეს კომენტარებისთვის, მაგრამ, რაკი ბოლო ექვს წელიწადში ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი არ შეცვლილა, ხოლო არსებულ ვითარებაზე მისი თვალსაზრისი და შეფასებები სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა პერიოდულ პრესაში, იმავეს გამეორებაში აზრს ვერ ხედავს.

ამიტომ მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან, სადაც ალექსანდრე ჭაჭია საუბრობს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, “ქართულ ოცნებაზე”, ივანიშვილზე, კოაბიტაციაზე, საქართველოს პერსპექტივებსა და სხვა საკითხებზე. მის მიერ ადრე გაკეთებული შეფასებები და პროგნოზები ზუსტად ესადაგება დღევანდელ რეალობას.

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემა

* “საერთოდ, ივანიშვილის ქცევიდან, მისი საკადრო პოლიტიკიდან, რიტორიკიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენი კონფლიქტების მოგვარება არც პირადად მისთვის და არც ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. თუ თქვენ შენიშნეთ, აფხაზეთის თემა საქართველოს საჯარო პოლიტიკიდან შეუმჩნევლად ამოვარდა. არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, არსებითად, ამ საკითხს არ ეხება. რაკი აცნობიერებენ, რომ მათგან ვერც ერთი ვერ ახერხებს, თუნდაც შეუდგეს ამ პრობლემების მოგვარებას, ცდილობენ, მათ გვერდი აუარონ, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლონ, არ გაამახვილონ საზოგადოების ყურადღება ამ, მათი აზრით, უიმედო თემებზე. თუთიყუშივით იმეორებენ ივანიშვილის გაუგებარ სენტენციას: “ჩვენს ძმებ აფხაზებსა და ოსებთან ერთად ავაშენებთ აყვავებულ საქართველოს”. რომელმა აფხაზმა გიწოდა ძმა? რომელი ოსი დაგთანხმდა ერთად ქვეყნის აშენებაზე? გაიხსენეთ სააკაშვილის მმართველობის პირველი წლები, ისიც ლაყბობდა ძმობაზე, ამზადებინებდა ისეთ სამარცხვინო კლიპებს, როგორიცააგამარჯობა, აფხაზეთო, შენი!”, სადაც დაქირავებული მომღერლები ყველას აფხაზეთში ეპატიჟებოდნენ. სოხუმში სიამოვნებით აჩვენებდნენ ამ კლიპს, რათა დაეცინათ ბრიყვი ქართველებისთვის. არავის სჭირდება ძმობის შესახებ მტკიცებები, ამის არავის სჯერა, ეს არაფრის მომცემია, საკუთარი ღირსების დამცირების გარდა. საჭიროა პრაგმატული, არსებითი დიალოგი რუსეთის დაინტერესებული მონაწილეობით, მაგრამ ამგვარი დიალოგის დაწყების არც სურვილი და არც შესაძლებლობები ახალ ხელისუფლებას არ აქვს, ისე, როგორც არ ჰქონდათ არც სააკაშვილს და არც შევარდნაძეს (“საქართველო და მსოფლიო”, #31 (218), 21 აგვისტო–4 სექტემბერი, 2013წ).

არც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და არც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯი არ გადადგმულა. ამ საკითხზე, არათუ ხელისუფლებაში, მედიასაშუალებებშიც აღარ მსჯელობენ.

მეორე შვეიცარია, მეორე სინგაპური და მეორე დუბაი

* “ივანიშვილი სერიოზულ შეცდომას უშვებს, თუკი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც კომერციულ ფირმას, კერძო კომპანიას, რომელშიც მას აქციათა თითქმის 100-პროცენტიანი პაკეტი აქვს და სადაც მინისტრები, დეპუტატები _ მისი თანაშემწეები, კლერკები, ნებასურვილის შემსრულებლები არიან. მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ დატოვებსსაინტერესოპრეზიდენტს დასაინტერესოპრემიერს, ხოლო თვითონ გარედან გააკონტროლებს სიტუაციას, არის ბიზნესმენის ტიპური მიდგომა ბიზნესსტრუქტურისადმი: შევქმნი კომპანიას, დავნიშნავ ჩემს ხალხს და გავაკონტროლებო, მაგრამ სახელმწიფო კერძო კომპანია არ არის. სახელმწიფოს მართვაში სულ სხვა პრინციპები მოქმედებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ივანიშვილს არ ესმის. საერთოდ, ბიზნესი და პოლიტიკა მოღვაწეობის სრულიად განსხვავებული სფეროებია. სიტყვამ მოიტანა და, პირადად მე ვერ ვიხსენებ ისტორიაში შემთხვევას, როდესაც ბიზნესმენი წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე გახდა. გგონიათ, სააკაშვილს არ უნდოდა მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა? _ უნდოდა, მაგრამ არავინ დებდა ინვესტიციას. დასავლეთს არ სჭირდება საქართველოს სამრეწველო და სასოფლოსამეურნეო პროდუქცია. ამ სფეროებში დასავლური კაპიტალი ინვესტიციას არ ჩადებს. სწორედ ამიტომ შევარდნაძეც და სააკაშვილიც დასავლეთისგან მხოლოდ კრედიტებს იღებდნენ, ანუ ფულს სესხულობდნენ. დღეს საქართველოს საგარეო ვალი, თუ არ ვცდები, 13 თუ 14 მილიარდი დოლარია. საკუთარი ეკონომიკის არარსებობის პირობებში, ამ ვალის მხოლოდ პროცენტების გადასახდელად ახალახალი კრედიტები უნდა ავიღოთ. ეს კაბალაა! შევარდნაძე გვპირდებოდა, რომმეორე შვეიცარიადვიქცეოდით, სააკაშვილი დაგვპირდა, რომმეორე სინგაპურიგავხდებოდით, ივანიშვილი კიმეორე დუბაიდგადაქცევას გვპირდება. მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ არც ერთი ამ ორიენტირთაგანი ჩვენთვის პრინციპულად ვერ იქნება რეალური მიზანი. და მადლობა ღმერთს, რომ ვერ იქნება. ამ ადამიანებმა ვერა და ვერ გაიგეს, რომ ჩვენ გვსურს, ვიყოთ საქართველო და მხოლოდ საქართველო(“საქართველო და მსოფლიო”, #34 (221), 18-24 სექტემბერი, 2013წ.).

საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი დასავლეთში უმნიშვნელოა, ჩვენს დახლებზე იმპორტი მძლავრობს, ჩვენი პროდუქტების (ღვინისა და ხილის, მინერალური წყლების) ძირითადი მომხმარებელი რუსეთია; მუდმივად იზრდება საგარეო ვალი და მისი მომსახურებისთვის გადასახდელი პროცენტის თანხა, ქვეყანა თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული ისეთ ორგანიზაციებზე, როგორებიც არის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვ. რაც შეეხება საქართველოს გადაქცევას მეორე დუბაიდ, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.

კოაბიტაციაზე

* “ფართო გაგებით, კოაბიტაცია ვერ დასრულდება იმიტომ, რომ პარლამენტის 40 პროცენტსნაციონალური მოძრაობაშეადგენს, ხოლო რეგიონებში, ძირითადად, მათი კადრები განაგრძობენ მუშაობას. მეტიც, ვფიქრობ, რომ ივანიშვილის პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ ნაციონალების გავლენა ხელისუფლებაზე გაიზრდება. იდეოლოგიური უთანხმოება მათ არ აქვთ, კურატორებიც საერთო ჰყავთ, რაც შეეხება პირად უთანხმოებებს, მალე შეთანხმდებიან. თუკი კოაბიტაციის დასრულებაში ვგულისხმობთ რამდენიმე მაღალჩინოსნის ისე გასამართლებას, რომ პრეზიდენტმა მათი შეწყალება ვერ მოახერხოს, ეს სავსებით შესაძლებელია. საზოგადოების დასაშოშმინებლად ამერიკელები რამდენიმე ცნობილი მოღვაწის დაპატიმრების ნებას დართავენ ახალ ხელისუფლებას (“საქართველო და მსოფლიო”, #34 (221), 18-24 სექტემბერი, 2013წ).

დასავლეთისგან თავსმოხვეულ ე. წ. კოაბიტაციას ხალხი რომ შეცდომად უთვლის ივანიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმაც დაადასტურა, როცა “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის”კანდიდატებმა ხმების თითქმის ერთაირი რაოდენობა დააგროვეს.

ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე

* “ნატოსა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებულ ზღაპრებზე ბევრჯერ გამომითქვამს აზრი, ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რაც ქართველ საზოგადოებას დიდი ხნის წინ უნდა მიეღო აქსიომად: პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ნატოსა დაევროკავშირში შესვლას გვპირდება, ან ბრიყვია, ან უნამუსოდ გვატყუებს (“საქართველო და მსოფლიო”, #34(221), 18-24 სექტემბერი, 2013წ).

წელს, ფაქტობრივად, უკვე პირდაპირი ტექსტით გვითხრეს უარი ნატოზეც და ევროკავშირზეც ტრამპმაც, აპატურაიმაც, მერკელმაც, მაკრონმაც და კიდევ ბევრმა სხვამ, ვისაც ეს თემა ეხება.

კანონი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის შედეგებზე მათი პირადი პასუხისმგებლობის შესახებ

* “პირველი _ პრეზიდენტად სააკაშვილის ყოფნამ პრეზიდენტის პოსტი იმდენად გააუფასურა, რომ პოლიტიკისგან ყველაზე შორს მდგომ ადამიანსაც კი ჰგონია, თითქოს მისთვისაც შესაძლებელია პრეზიდენტობა. ლოგიკა მარტივია: თუ მიშა 9 წელი იჯდა პრეზიდენტად, მე რატომ არ შემიძლია? საერთოდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეჭირათ და ახლაც უჭირავთ იმდენად უსარგებლო, უფერულ და გაუნათლებელ ადამიანებს, რომ საზოგადოების წესიერი, ავტორიტეტული, ღირსეული წევრისთვის უხერხული და სირცხვილიც კია, იყოს მინისტრი, დეპუტატი. მე ვიცნობდი და ახლაც ვიცნობ პარლამენტის რამდენიმე წევრს, რომლებიც უცხო საზოგადოებაში მალავენ თავიანთ სტატუსს; მეორე _ იმ ვალდებულებების არქონისას, რომლებითაც მე ვთავაზობდი, დაეტვირთათ პრეზიდენტი, ეს თანამდებობა აღიქმება, როგორც საპატიო, კომფორტული დროსტარება, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას, უნარს, შესაძლებლობებს, პატივი და კომფორტი კი ჩვენს ხალხს უყვარს, განსაკუთრებით სახელმწიფოს ხარჯზე; მესამე _ თავისი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის რაიმე მექანიზმის არარსებობა პრეზიდენტის პოსტს უკიდურესად მიმზიდველს ხდის. ყოველი კანდიდატი დაგპირდებათ ყველა პრობლემის მოგვარებას და ქვეყნის მიწიერ სამოთხედ გადაქცევას. რით რისკავს იგი ამ დროს? არაფრით. 5-წლიანი ვადა მას გარანტირებული აქვს, ხოლო შემდეგ _ საპატიო პენსია და უზრუნველი ცხოვრება. ეს ეხება სხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებსაც. ამიტომ, მრავალი წელია, ვამბობ, რომ აუცილებელია კანონი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის შედეგებზე მათი პირადი პასუხისმგებლობის შესახებ. სანამ ასეთი კანონი არ არსებობს, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოითხოვონ კანდიდატებისგან თუნდაც საჯარო დაპირება, რომ, თუ ორი წლის შემდეგ იგი არ წარმოადგენს თავისი საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს, მაშინ გადადგეს (“საქართველო და მსოფლიო”, #31(218), 21 აგვისტო-4 სექტემბერი, 2013წ.).

ასეთი კანონის მიღება რომ აუცილებელია, ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაც ადასტურებს და ისიც, რომ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი მხოლოდ თავისი კეთილდღეობით, ხელფასებისა და პრემიების გამოწერით არის დაკავებული და არა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებით.

მიწის საკითხი

* “თუ გახსოვთ, ყოველთვის გამოვდიოდი მიწაზე კერძო საკუთრების შემოღების წინააღმდეგ, მომყავდა მაგალითები რიგი ქვეყნებისა, რომლებიც ამ მახეში გაებნენ; ვარწმუნებდი საზოგადოებას, რომ გაპარტახებულ ქვეყანაში კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწა გახდება ღარიბი გლეხისთვის ერთადერთი, მაგრამ მკვდარი კაპიტალი და ის აუცილებლად შეეცდება მის გაყიდვას, ხოლო ყიდვას შეძლებენ მხოლოდ უცხოელები. ჩემი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს არისყველა ცივილიზებული სახელმწიფოს პრაქტიკადა, “თუ ჩვენ ევროპაში გვინდა”, უნდა ვიყოთ ასეთივე ცივილიზებულები. მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა და მის მიერ დაქირავებული საქართველოს მთავრობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები არწმუნებდნენ ერს, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობასსაბჭოთა ჩიხიდანგამოიყვანს. ეს ასფალტზე გაზრდილიექსპერტებიარწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ, თუ კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს გააუქმებდნენ და მიწას გლეხებს კერძო საკუთრებაში დაურიგებდნენ, მაშინ მადლიერი და გახარებული გლეხობა ენთუზიაზმით დაამუშავებდა მას, მოსავლიანობა ათმაგად გაიზრდებოდა და ყველა იქნებოდა ბედნიერი და კმაყოფილი. საინტერესოა, რომ თვითონ გლეხები სხვა აზრისანი იყვნენ, მაგრამექსპერტებიამას მათიჩამორჩენილობითადასაბჭოთა მენტალიტეტითხსნიდნენ. მიწაზე კერძო საკუთრების შემოღება არის დანაშაული არამხოლოდ მცირემიწიანობის მიზეზით, არამედ იმიტომაც, რომ ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს და ერი არ არის მხოლოდ დღევანდელი თაობა, არამედ _ წინა და მომავალი თაობებიც, ერთად აღებული. ერის არც ერთ თაობას არ აქვს უფლება, გაყიდოს ის, რაც მხოლოდ მას არ ეკუთვნის (“საქართველო და მსოფლიო”, #20 (207), 5-11 ივნისი, 2013წ.).

ტერიტორიადაკარგული და ისედაც მცირემიწიანი საქართველოს მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე კვლავ უჭირავს ხელისუფლებას თვალი. გვაქვს ისტორიული გამოცდილება _ ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე საადგილმამულო ბანკი სწორედ ქართული მიწის შესანარჩუნებლად შექმნა, რომელიც ქეიფსა და დროსტარებას გადაგებულ თავადებს მასობრივად ბანკში ჰქონდათ დაგირავებული. დღეს არც ილია გვყავს და არც საადგილმამულო ბანკი არსებობს, დღეს საქართველოს ქართული ინტერესების მაიგნორირებელი ხელისუფლება მართავს, ამიტომ არის კვლავაც აქტუალური ალექსანდრე ჭაჭიას განცხადება: “ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს, ხოლო ერი მხოლოდ დღევანდელი თაობა როდია!”

პოლიტიკა, როგორც ბიზნესი

* “პარტიული ლიდერები ვერ ახერხებენ სათანადო ავტორიტეტის მოპოვებას ან მალე კარგავენ მას. პარტიები, პარტიული გუნდები ყალიბდება არა ქვეყნის განვითარების იდეების რეალიზაციისთვის, არამედ ადამიანთა ჯგუფის მომგებიანი დასაქმების მიზნით. პოლიტიკა ბიზნესი გახდა, ამიტომაც ჩვენ მუდმივად ვხედავთ გარიგებებს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის, განხეთქილებას პარტიებში, ერთი და იმავე სახეების გადასვლას პარტიიდან პარტიაში. ჩვენ ხომ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც უკვე ნამყოფი არიან აბსოლუტურად ერთმანეთის საწინააღმდეგო დასახელების მქონე ხუთექვს პარტიაში. იდეოლოგიის, სტრატეგიული მიზნების არარსებობამ, პარტიული ლიდერების უპრინციპობამ მოსახლეობაში მათ მიმართ უნდობლობა გამოიწვია (“საქართველო და მსოფლიო” #13 (151), 4-10 აპრილი, 2012წ.).

დღესაც ასეა _ ქართველი პოლიტიკოსები, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე კი არა, თავიანთი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, ჯიბის გასქელებაზე ზრუნავენ.

ძია სემისადაძია ვანიასდახმარების იმედით, ანუ ავტორიტეტული ლიდერების მწვავე დეფიციტი

* “გაიხსენეთ ამ პოლიტიკოსების ადრინდელი პოლიტიკური კარიერა. რომელი არ იყო ჯერ შევარდნაძესთან, შემდეგ კი _ სააკაშვილთან? რას ელაპარაკებოდნენ მაშინ ხალხს? ნატოში უმოკლეს ვადაში შესვლაზე, ევროკავშირზე, აშშთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, “დასავლური ღირებულებებისდანერგვაზე, “სამარცხვინო წარსულზეუარის თქმაზე, მტერზე რუსეთის სახით. სხვათა შორის, ამერიკელებისგან უარის მიღების შემდეგ ზოგიერთმა მათგანმა მხარდაჭერისთვის სწორედ რუსეთს მიმართა, იქ კი კარგად ახსოვთ მათი პოლიტიკური წარსული, თუმცა ზრდილობიანად მიიღეს, გაუღიმეს კიდეც, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის მხარდაჭერის მოპოვება ურჩიეს. იქნებ ახლა მაინც, როდესაცძია სემისდაძია ვანიასდახმარების იმედი დაეკარგათ, ამ პოლიტიკოსებმა მკაფიო იდეოლოგიური კონცეფციის შემუშავება დაიწყონ, რომელიც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებსა და სულიერზნეობრივ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული და ამგვარად სცადონ ერის მხარდაჭერის მოპოვება, ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის ელჩის მისაღებში საკუთარ რიგს დაელოდონ. შეგიძლიათ დამისახელოთ თუნდაც ერთი ქართველი პოლიტიკოსი მოქმედთა შორის, რომელიც იქნებოდა სახელმწიფოს მშენებლობის უმნიშვნელოვანესი თეორიული თუ პრაქტიკული საკითხების შესახებ პროგრამული სტატიის ავტორი? წიგნზე არ ვამბობ, თუნდაც ერთი უბრალო სტატიის ავტორი რომ იყოს? ისინი ურიცხვ ინტერვიუს აძლევენ, რომლებშიც სააკაშვილის სკანდალურ ქცევას განიხილავენ, ერთმანეთს პრეტენზიებს უყენებენ, საკუთარ თავს იქებენ, სხვებს კიცხავენ. განა შეიძლება ამ ინტერვიუებიდან ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ მათი პოზიციის გაგება? პარტიული პროგრამები ერთნაირია, მათ კითხვას არანაირი აზრი არ აქვს, ისინი, უბრალოდ, დასავლური ნიმუშებიდანაა გადმოწერილი და ქართულ სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაშ, რის საფუძველზე უნდა მისცეს მათ ამომრჩეველმა ხმა? ყველასაქართველოს აყვავებასგვპირდება, მაგრამ როგორ გავიგოთ, თუ რა გზით უზრუნველყოფენ ისინი ამაყვავებას”? (“საქართველო და მსოფლიო” #13 (151), 4-10 აპრილი, 2012 წ).

პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ქართველი პოლიტიკოსები ფლუგერივით არიან _ იქით იხრებიან, საიდანაც ძალაუფლების სიო უბერავს, ძალაუფლების მოსაპოვებლად კი არც “ძია სემთან” (აშშ-თან) და არც “ძია ვანიასთან” (რუსეთთან) თანამშრომლობას არ თაკილობენ, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის გადარჩენის გარანტია

* “პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არანაირად არ მონაწილეობს. საქართველოში რაღაც პოლიტიკურ პროცესებს რუსეთი მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების ავადმყოფურ წარმოსახვაში ხელმძღვანელობს. რეალურად კი ეს ასე არ არის, რაც, სხვათა შორის, ცუდია საქართველოსთვის. აშშის მხრიდან მონოპოლიურმა პატრონაჟმა ჩვეულებრივ კოლონიად გადაგვაქცია. მოუსმინეთ ქართველ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს: ყველა კამათობს იმაზე, თუ ვის მხარეს იქნება აშშ; ყველა ცდილობს, მოიპოვოს ამერიკის ელჩის კეთილგანწყობა, რამენაირად თავი მოაწონოს ვინმეს სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა მხრიდან წონიან ობამას ყოველ სიტყვას, წერენ უზარმაზარ სტატიებს, რომლებშიც მისი სიტყვების ინტერპრეტაციას ახდენენ თავიანთ სასარგებლოდ. ეს სასაცილო და ამაზრზენია. აშშის მონოპოლიური გავლენა საქართველოზე, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე სრულ ბატონობად იქცა, რაც გვართმევს დიდი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთაზე ბალანსირების საშუალებას, მათი წინააღმდეგობების ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენების შესაძლებლობას. მსოფლიოში ცოტაა აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფო: აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, კუბა. ქვეყანათა უმრავლესობა, განსაკუთრებით პატარები, დამოკიდებულნი არიან დიდ სახელმწიფოებზე. მაგრამ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის განსაკუთრებულობა ისაა, რომ აქ იკვეთება ოთხი გიგანტის ინტერესები _ აშშის, რუსეთის, თურქეთის, ირანის. ჩვენ გვქონდა შანსი, ამ ინტერესების ბალანსზე სწორი პოლიტიკა აგვეგო. ეს იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის გადარჩენის გარანტია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა და, უკვე 20 წელია, ერთი ძალის ხელში მარიონეტის როლს ასრულებს. სწორედ ამ როლის შედეგია ტერიტორიების დაკარგვა, ხალხის გაღატაკება და საზოგადოების ზნეობრივი დეგრადაცია (“საქართველო და მსოფლიო” #10 (148), 14-20 მარტი, 2012 წ).

აშშ-ის გავლენის შედეგები საკუთარ თავზე ვიწვნიეთ _ დანგრეული განათლება, მეცნიერება, კულტურა, ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, უამრავი ადამიანისთვის წართმეული ქონება, ქვეყნისთვის აკიდებული მილიარდობით საგარეო ვალი, რომელიც მომავალი თაობების გასასტუმრებელია. რუსეთთან დაპირისპირება კი ძმათამკვლელ ომად და ტერიტორიების დაკარგვად დაგვიჯდა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა სწორედ ამ დიდი ქვეყნებისა და ჩვენი ინტერესების დაბალანსებით არის შესაძლებელი.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. გულსატკენია, რომ ბატონ ალექსანდრეს პოლიტიკური პროგნოზები, რომლებიც ზედმიწევნით ასრულდა, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. არადა, ამ პროგნოზების გათვალისწინების შემთხვევაში, ქვეყანაში სულ სხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარება იქნებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here