ისრაელის ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი სილვან შალომი სკანდალის გამო გადადგა. როგორც “ბი–ბი–სი” იუწყება, რამდენიმე ქალმა შალომი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. თვითონ მაღალჩინოსანი კი ყველა ბრალდებას უარყოფს.
შალომის თქმით, მას არ სურს, რომ სკანდალმა მის ოჯახზე მოახდინოს გავლენა და სწორედ ამიტომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.