Home რუბრიკები ისტორია საქართველო სტალინური აღმავლობის გზაზე

საქართველო სტალინური აღმავლობის გზაზე

საქართველო სტალინური აღმავლობის გზაზე

გაზეთსაქართველო და მსოფლიოშიჩემი საავტორო გვერდი მიმართულებას იცვლის. თუ დღემდე მისი მიზანი სტალინის ფენომენის გამომზეურება და პოპულარიზაცია იყო, მომავალში შევეცდები, მოგაწოდოთ საზოგადოების განვითარების ისტორიული გზების დასურათხატება, რომელიც ეკუთვნის იოსებ სტალინს, ადამიანს, რომელმაც სრულიად ახალი თეორია დაუტოვა შთამომავლობას უკეთესი მერმისისათვის და რომელსაც მსოფლიოს ინტელექტუალურმა გონმა სტალინიზმი უწოდა.

სტალინიზმი საზოგადოების უმაღლეს განვითარებამდე მისასვლელი გზების დაძლევის გენიალური პროგრამაა. რამ გამოიწვია მიმართულების შეცვლა და რა მიზანს ემსახურება იგი? სტალინი ამოუწურავი თემაა _ ის სამარადჟამო ქვის სტელაა, რომელზეც ყველა დროისა და ეპოქის ადამიანები თავიანთ შენიშვნებს გააკეთებენ, ახალმოსული საზოგადოება და თაობა ძველს გადაშლის და თავის ჩანაწერებს გააკეთებს. შემორჩება მხოლოდ ქვაზე სხვადასხვა ხანის ნაკაწრები, რომლებშიც ადამიანები ამოიკითხავენ საუკუნეების განმავლობაში დაგროვებულ საიდუმლოებებს, როგორი ერუდიციისა და შეგნების ადამიანები ცხოვრობდნენ დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. ჩემს მრავალტომეულში აღწერილი ჩემი გამოკვლევები თუ გამონათქვამები ერთი ნაკაწრი იქნება ამ ქვაზე. დღეიდან კი ვიწყებ წერას შემოქმედებით სტალინიზმზე, რომელიც სტალინს არავისგან უსესხებია. “სტალინი მეტია ადამიანზე და ნაკლებია ღმერთზე” (ვ. გოგუაძე). სახარების მიხედვით შედგენილი ხალხთა ცხოვრების ძირითადი კანონის (სტალინური კონსტიტუციის) ავტორი, მსგავსად სახარებისა, პარალელურ რეჟიმში ამკვიდრებდა ამქვეყნიურ სამოთხეს. სტალინიზმის მოძღვრებაზე და პრინციპებზეა დაფუძნებული ქმედებები ხალხთა მასებიდან გამოსული ადამიანებისა, რომლებიც უნდა ხასიათდებოდნენ ამერიკული საქმიანობისა და რუსული რევოლუციური გაქანების თვისებებით, ასეთი ადამიანი სტალინს მიაჩნდა ახალი ქვეყნის მშენებლის სრულიად ახალ ტიპად, რომელიც უნდა შეიარაღებულიყო იმ მეცნიერული ცოდნით, რომლის სისტემაში მოყვანას ოთხასი წელი დასჭირდა. ოთხასი წლის შემდეგ კი, როდესაც დადგა გადამწყვეტი მომენტი შედეგის მიღწევისა, მრავალხელისუფლებიანობამ სათანადოდ ვერ შეაჯამა მიღწეული გამარჯვების შედეგები და ახალი შენობის საძირკველშივე დაუშვა ღალატის ტოლფასი შეცდომები _ შეგნებულად ჩადეს ხანგრძლივი მოქმედების ნაღმები, რომლებიც 70 წლის შემდეგ ამოქმედდა, შენობა ნანგრევებად, ნათელი კი კვლავ უკუნეთად აქცია.

დაშვებული შეცდომების გამო დედამიწის 1/6 30 წლის განმავლობაში უკომპასო გემივით, ყოველგვარი პროგრამისა და ვექტორის განუსაზღვრელად უკიდეგანო ოკეანეში ერთი ნაპირიდან მეორეს ეხეთქებოდა. ძარცვით მოპოვებული აურაცხელი ქონებით დატვირთული ადამიანები მეკობრე პოლიტიკოსთა გემებში გადასხდნენ და სამშვიდობოს გავიდნენ. ხალხს კი აღარაფერი დარჩა გალანძღული ღმერთისა და კლერიკალიზმამდე მისული ქვეყნის გარდა. რომანოვების 300-წლოვან იმპერიაში შემავალ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიასაც დედამიწის დიდი ნაწილი ეკავა და ფლობდა პლანეტის სასარგებლო წიაღისეულის 1/3-, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კი პლანეტის 1,5 %- შეადგენდა, ლენინის დაჟინებული მოთხოვნით, _ თვითგამორკვევის, .., სსრკდან გასვლის უფლება მიენიჭათ.

საქართველო სტალინური აღმავლობის გზაზე

ახალი ქვეყნის სახელმწიფო მოწყობაზე ლენინი და მისი ჯგუფი 1914 წლიდან მსჯელობდნენ. იმხანად სტალინი იმიერპოლარეთში იმყოფებოდა _ ტურუხანსკის საპყრობილეში. სტალინს გადასახლებაში უგზავნიდნენ ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის პროექტებს, რომლებიც მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო. ლენინისთვის გაგზავნილი პირადი წერილებით თუ არალეგალურ ჟურნალგაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით სტალინი სასტიკად ილაშქრებდა ლენინის წინააღმდეგ, რაც 1917 წლის აპრილიდან პეტროგრადში სტალინის დაბრუნებისთანავე გაგრძელდა ერთა თვითგამორკვევის საკითხზე, მაგრამ კაპიტალისტური ქვეყნების მიერ დამუშავებული და დაფინანსებული რუსეთის გასანადგურებლად შემოგზავნილი ტროცკი, თავისი მრავალრიცხოვანი მიმდევრებით, ზენიტში იყო, ყოველგვარ თანამდებობას მოკლებული სტალინი კი ვერ წყვეტდა ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებს. ლენინის მხრიდან რევოლუციური მონაპოვრის ღალატის შედეგებით პირველებმა ფინელებმა ისარგებლეს და დატოვეს როგორც რუსეთის კომუნისტური პარტია, ისე საბჭოთა რუსეთი. მათ მიბაძეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და კავკასიის სამმა რესპუბლიკამ. სეპარატიზმის ხანძარი გაჩაღდა კიევის რუსეთში. აი ამ პირობებში დაამთავრა სიცოცხლე პირველი სოციალისტური ქვეყნისდამაარსებელმავლადიმერ ლენინმა. რუსეთს ჩამოშორებულმა საქართველომ და მისმა მენშევიკურმა მთავრობამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, კრახი განიცადა. ქართველი მენშევიკები, სომეხი დაშნაკები და აზერბაიჯანელი მუსავატები აწარმოებდნენ არა მხოლოდ ანტირუსულ, არამედ ანტიქართულ, ანტისომხურ და ანტიაზერბაიჯანულ პოლიტიკას, ასევე თვით რესპუბლიკებში მიმდინარეობდა ძმათამკვლელი დაპირისპირებები, რომლებიც კარგს არაფერს უქადდა საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ მცხოვრებ ერებს. 1921 წლის 25-მა თებერვალმა იხსნა როგორც საქართველო, ისე მისი მოძმე აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხები ამ დაუსრულებელი გაუგებრობებისგან. 1913 წელს რუსეთის მძიმე მრეწველობის მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე უდრიდა 78 მანეთს, საქართველოში კი _ 18 მანეთს, ე.ი., დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები იყო. იმავე წელს რუსეთში ერთ სულზე 13,7 კვტ/სთ ელექტროენერგია მოდიოდა, საქართველოში კი _ 7,9 კვტ/სთ. მრეწველობის ზოგიერთი მნიშვნელოვანი დარგი (სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობისა და სხვ.) და რიგი პირადი მოხმარების ზოგიერთი საგნის წარმოება საქართველოში სრულიად არ იყო. ამასთანავე, რუსეთს არათუ შესწევდა უნარყ, ტექნიკურ-ეკონომიკურად დაწეოდა მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს, არამედ მისი ჩამორჩენა მრეწველობის ცალკე დარგებში სულ უფრო იზრდებოდა. პირველმა მსოფლიო ომმა მოშალა როგორც რუსეთის, ისე საქართველოს სუსტად განვითარებული სამეურნეო ორგანიზმი, საქართველოს სახალხო მეურნეობა და განსაკუთრებით მრეწველობა სრულიად გაჩანაგდა მენშევიკების მმართველობის წლებში. სახალხო მეურნეობის დაშლადაქვეითების ფაქტს არ უარყოფდნენ თვით მენშევიკური მთავრობის მესვეურნიც. მაგალითად, 1920 წლის 13 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში მოწყობილ ეკონომიკურ თათბირზე გამოსული ნოე ჟორდანია აღიარებდა: “რამდენიმე წლის წინათ ჩვენ ვამბობდით, რომ ეკონომიკის მხრივ კატასტროფისკენ მივდიოდით. შემდეგ ეს რამდენჯერმე იქნა განმეორებული, ასე რომ, ამ სიტყვებს კიდეც შეეჩვივნენ თითქოს და არავითარ განგაშს არ ტეხდნენ, მაგრამ დღეს ეს სიტყვები უკვე გამართლებულია: დღეს თითოეული ჩვენგანი განიცდის იმ სინამდვილეს, რომ ჩვენ არათუ მივდივართ კატასტროფისკენ, ჩვენ უკვე მივედით იქამდე”. შემდეგ ჟორდანიას მოჰყავს ცნობები, როგორ დაეცა შრომის ნაყოფიერება მუშათა ყოფაცხოვრების თანდათანობით გაუარესების შედეგად; მაგალითად, რკინიგზის მთავარ სახელოსნოში, რომელიც მენშევიკურ საქართველოში ყველაზე დიდი საწარმო იყო. ამავე თათბირზე გამოსული კარლ კაუცკი აღნიშნავდა საქართველოში შრომის ნაყოფიერების უკიდურესად დაცემასა და მოსახლეობის გაღატაკებას და მენშევიკურ მთავრობას ურჩევდა, სესხი აეღო კაპიტალისტური სახელმწიფოებისგან და მოეწვია უცხოელი კაპიტალისტები. “ყოველივე ეს სოციალისტური მთავრობისთვის არაა სასიამოვნო _ ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ სხვა გამოსავალი თქვენ არ გექნებათ”, _ ეუბნებოდა კაუცკი მენშევიკებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველო მოეწყვიტათ რუსეთისაგან, გადაექციათ ჯერ გერმანელების და შემდეგ დასავლეთ ევროპის სხვა იმპერიალისტების სათარეშოდ საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი რეაქციის პლაცდარმად. ასეთ პირობებში მენშევიკური საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ბრწყინვალე ანალიზი გამოაქვეყნა სტალინმა 1920 წლის 20 ნოემბრის გაზეთ “პრავდაში”. საქართველოს კატასტროფული მეურნეობრივი და სასურსათო მდგომარეობა ფაქტია, რომელსაც ახლანდელი საქართველოს გამგებელნიც კი აღნიშნავენ. საქართველო, რომელიც გაება ანტანტის ხაფანგში და ამიტომ დაკარგა ბაქოს ნავთიცა და ყუბანის პურიც, საქართველო, რომელიც გადაიქცა ინგლისისა და საფრანგეთის იმპერიალისტური ოპერაციების ძირითად ბაზად და ამიტომ დაადგა იგი საბჭოთა რუსეთთან მტრული დამოკიდებულების გზას _ ეს საქართველო ახლა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის. ტყუილად კი არ მოხდა, რომ მომაკვდავი მეორე ინტერნაციონალის გახრწნილმა ბელადმა, რევოლუციის ტალღით ევროპიდან გადმოტყორცნილმა ბატონმა კაუცკიმ თავშესაფარი ჰპოვა დამყაყებულ, ანტანტის ბადეში გაბმულ საქართველოში, გაკოტრებულ ქართველ სოციალ-მიკიტნებთან. განა საეჭვოა, რომ გაჭირვების ჟამს ანტანტა ისევე მიატოვებს საქართველოს, როგორც სომხეთი მიატოვა”. მენშევიკური მთავრობა იცავდა მემამულეებისა და კაპიტალისტების საკუთრებას, მათ მიერ მუშათა კლასისა და გლეხობის ექსპლუატაციას. ამის გამო შეუძლებელი იყო მშრომელი მასების დაინტერესება და დარაზმვა როგორც სახალხო მეურნეობის, ისე მრეწველობის აღსადგენად და ასაღორძინებლად. ასეთ პირობებში გამორიცხული იყო საკუთარი ძალებით ქვეყნის მრეწველობის აღდგენა-განვითარების შესაძლებლობა. 1920 წელს მრეწველობის დარგის საწარმოთა დიდი ნაწილი დაუტვირთავი იყო ან მცირე დატვირთვით მუშაობდა. წარმოების ტექნიკურ შეიარაღებას არაფერი შემატებია. პირიქით, შენაჩუნებული მოწყობილობა ფიზიკურად და მორალურად გაცვეთილი იყო. მუშათა კლასის მდგომარეობაზე მენშევიკების შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე ამბობდა: საქართველოს მუშათა კლასი ამჟამად მძიმე და მწვავე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მისმა სიღარიბემ და გაჭირვებამ მიაღწია უკიდურეს ზღვარს, რომლის შემდეგ უნდა ველოდოთ ჩვენში მუშათა კლასის ფიზიკური გადაშენების სწრაფ და ძლიერ პროცესს. ჩვენი საზოგადოების არც ერთი დემოკრატიული კლასი ან ჯგუფი არ იმყოფება ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორშიც ქალაქის მუშები აღმოჩნდნენ. მრეწველობისა და სახალხო მეურნეობის გაჩანაგება, მისი გამოუვალი კატასტროფული მდგომარეობა, მუშათა კლასისა და მშრომელი მასების სიღატაკე, მემამულეებისა და კაპიტალისტების აღვირახსნილი ბატონობა და დასავლეთ ევროპის იმპერიალისტების თარეში საქართველოში _ აი ქართველი ხალხის მოღალატე, უბადრუკი მენშევიკური მთავრობის მოღვაწეობის შედეგი 1920 წლის დასარულს. საბჭოთა წყობილების დამყარებით ახალი, ბრწყინვალე ერა დაიწყო ქართველი ხალხის ისტორიაში. საფუძველი ჩაეყარა და ასპარეზი გაეხსნა როგორც მთელი სახალხო მეურნეობის, ისე, კერძოდ, მრეწველობის აღდგენას და უჩვეულო ტემპებით განვითარებას. მიწა, წყალი, ბუნებრივი რესურსები გადავიდა სოციალისტური სახელმწიფოს საკუთრებაში. საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება და მისი სიმდიდრეები, რომლებსაც მანამდე ექსპლუატატორები ფლობდნენ და ანიავებდნენ, ნამდვილი ბატონ-პატრონის _ ხალხის ხელში გადავიდა; მოისპო კერძო მესაკუთრეობის ბარიერები, რომლებიც აფერხებდა ბუნებრივი სიმდიდრის რაციონალურად გამოყენებას. გასაგებია, რომ მოშლილი მრეწველობის აღდგენა-განვითარებისათვის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობდა, სახელდობრ, მსხვილი და საშუალო მრეწველობის, ტრანსპორტის, კრედიტისა და სხვა ნაციონალიზაცია, მათი გადაქცევა საყოველთაო სახალხო კუთვნილებად მუშათა კლასისა და მშრომელი ხალხის ინეტრესების დასაკმაყოფილებლად. ნაციონალიზაციის შედეგად მრეწველობის ძირითადი მასა სახელმწიფოს ხელში გადავიდა. 1923 წელს სახელმწიფო და კოოპერაციულ საკუთრებაში იმყოფებოდა მთელი მექანიკური სიმძლავრის 90,5%; განსაზოგადოებულ სექტორში ირიცხებოდა მუშათა საერთო რაოდენობის 50%-ზე ცოტა მეტი. მუშათა რაოდენობის მიხედვით კერძო მრეწველობის დიდი ხვედრითი წონა აიხსნება იმით, რომ საქართველოში თვალსაჩინო ადგილი ეკავა წვრილხელოსნურ და საშინაო წარმოებას, რომლის ნაციონალიზაცია არ მომხდარა. ეს ფაქტი იმითაც დასტურდება, რომ იმხანად ერთ საწარმოზე საშუალოდ მოდიოდა: სახელმწიფო მრეწველობაში _ 43,8 მუშა, კოოპერაციულში _ 14,6 მუშა, ხოლო კერძოში _1,8 მუშა.

საბჭოთა ხელისუფლებამ წარმოების ძირითად საშუალებებზე სოციალისტური საკუთრების დამყარებით მოსპო ნაციონალური ჩაგვრა და მტკიცე ეკონომიკური საფუძველი შექმნა ყველა სახალხო მეურნეობის ასაღორძინებლად. ერთა თანასწორუფლებიანობა და ძმური ერთიანობა დიდი ოქტომბრის რევოლუციის უდიდესი მონაპოვარია, მაგრამ იგი მხოლოდ პირველ ნაბიჯს და პოლიტიკურ საფუძველს წარმოადგენდა იმისთვის, რომ განხორციელებულიყო ეკონომიკურად და კულტურულად ჩამორჩენილი ერების სწრაფი განვითარება. მრეწველობის განვითარების მხრივ საქართველოს ამაღლება რუსეთის ცენტრალური რაიონების დონემდე მხოლოდ დიდი რუსი ხალხის დახმარებით შეიძლებოდა.

სტალინი ჯერ კიდევ 1921 წლის ნოემბერში გაზეთ “პრავდაში” აღნიშნავდა, რომ ყოფილ ე.წ. განაპირა ქვეყნებს მრეწველობისა და სამხედრო თვასაზრისით ჩამორჩენილობის გამო “არ ძალუძთ ცენტრალური რუსეთიდან სამხედრო-მეურნეობრივი დახმარების გარეშე დაიცვან თავიანთი დამოუკიდებელობა ისე, როგორც ცენტრალურ რუსეთსაც არ ძალუძს, შეინარჩუნოს თავისი სამხედრო-მეურნეობრივი სიმძლავრე განაპირა ქვეყნების მხრივ სათბობ-ნედლეულისა და სასურსათო დახმარების მიღების გარეშე”. ლენინურ-სტალინური ნაციონალური პოლიტიკის არსი, როგორც ამხანაგი სტალინი გვასწავლის, “არის ის, რომ მოვსპოთ ეროვნებათა ის (მეურნეობრივი, პოლიტიკური, კულტურული) ჩამორჩენილობა, რომელიც მემკვიდრეობად გადმოგვეცა წარსულისგან, რომ საშუალება მივცეთ ჩამორჩენილ ხალხებს, დაეწიონ ცენტრალურ რუსეთს სახელმწიფოებრივადაც, კულტურულადაც და მეურნეობრივადაც”. ცნობილია, რომ ამ დიდი ისტორიული ამოცანის გასაღებს სოციალისტური ინდუსტრია წარმოადგენს. მაშასადამე, საქართველოს სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია და მისი გადაქცევა მოწინავე ინდუსტრიულაგრარულ რესპუბლიკად უშუალოდ გამომდინარეობდა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შინაგანი ბუნებიდან და ლენინურსტალინური ნაციონალური პოლიტიკის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო. საქართველოს ინდუსტრიალიზაცია სსრ კავშირის სოციალისტური ინდუსტრიალიზაციის განუყოფელ ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა.

საქართველო სტალინური აღმავლობის გზაზე

საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყრების პირველ წელს სტალინმა გენიალურად განსაზღვრა საქართველოს სახალხო მეურნეობისა და, კერძოდ, მრეწველობის განვითარების პერსპექტივები, მათი განხორციელების გზები და ღონისძიებები. სტალინის მითითება საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, დაღესტნისა და მთიულეთის რესპუბლიკების კომუნისტებისადმი ელექტროფიკაციის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ გულისხმობდა არა მხოლოდ ცალკე ელექტროსადგურების აშენებას, არამედ მდიდარი და იაფი ელექტროენერგიის წარმოების საფუძველზე მსხვილი მანქანური ინდუსტრიის შექმნასა და განვითარებას. 1921 წლის 6 ივლისს სტალინი თავის ნაშრომში “კომუნისზმის მორიგი ამოცანები საქართველოსა და ამიერკავკასიაში” საქართველოს ბოლშევიკებს მიუთითებდა “მეურნეობრივ-აღმშენებლობითი მუშაობის ყოველმხრივი განვითარების აუცილებლობაზე”.

ქართველი ხალხი, სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით, საბჭოთა წყობილების დამყარების პირველი დღიდანვე დაირაზმა სოციალისტური სახელმწიფოს დროშის ქვეშ. ბოლშევიკურმა პარტიამ გამოავლინა და აღკვეთა მენშევიკების, ნაციონალ-უკლონისტების, ტროცკისტების, ბუხარინელებისა და ქართველი ხალხის ყველა სხვა ჯურის მტრების ცდები, ჩაეშალათ სოციალისტური მშენებლობა საქართველოში.

ინდუსტრიალიზაციის პერიოდის დასაწყისიდანვე საქართველოში დიდი მასშტაბით გაიშალა სამრეწველო ობიექტების მშენებლობა. შედგა პირველი ხუთწლიანი გეგმა. მშრომელი მოსახლეობა ხალისით ჩაება ამ გეგმის წარმატებით შესრულების საქმეში. 1931 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით საკ კ.პ. (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა აღნიშნა საქართველოსა და ამიერკავკასიის მაშინდელ ხელმძღვანელობაში გამძვრალი მტრული ელემენტების მიერ დაშვებული ხარვეზები, რომლებიც, მრეწველობის ხაზით, უმთავრესად გამოიხატებოდა მშენებლობის ვადების გაჭიანურებასა, აღმშენებლობის ობიექტების დაქსაქსვასა და აშენებული საწარმოების არასრულ ათვისებაში. სტალინის უშუალო მითითებათა საფუძველზე დასახეს საბრძოლო პროგრამა ხსენებული ხარვეზების აღმოფხვრისა და მრეწველობის აღმავლობის უზრუნველსაყოფად. სტალინური ცენტრალური კომიტეტის დადგენილებათა ცხოვრებაში განუხრელად გამტარებელი ლავრენტი ბერია იმთავითვე მიუთითებდა, რომ “საკ.კ.პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1931 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება წარმოადგენს საქართველოს კომპარტიის წინაშე დასახული ამოცანების გაშლილ პროგრამას”. საკ.კ.პ. (ბ) 1931 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებამ ახალი ბრწყინვალე ფურცელი გადაშალა საქართველოსა და ამიერკავკასიის პოლიტიკური, მეურნეობრივი და კულტურული განვითარების ისტორიაში. საქართველოს ბოლშევიკებმა დარაზმეს მშრომელთა მასები პირველი ხუთწლიანი გეგმის ვადაზე ადრე განსახორციელებლად. მართლაც, პირველი სტალინური ხუთწლიანი გეგმა შესრულდა 4 წელსა და 3 თვეში. მძიმე მრეწველობის პროდუქციამ დაახლოებით 5,6-ჯერ მოიმატა.

კაპიტალური დაბანდებების მატების ტემპი საქართველოს მრეწველობაში უფრო სწრაფი იყო, ვიდრე სსრ კავშირში მთლიანად. მაგალითად, სსრკ-ში მეორე ხუთწლედში მრეწველობაში კაპიტალდაბანდება პირველ ხუთწლედთან შედარებით შეადგენდა 265,2%-ს, საქართველოს მრეწველობაში კი _ 303,4%-ს. საქართველოში ახალი სამრეწველო მშენებლობის უფრო სწრაფი ტემპი სსრ კავშირის საერთო საშუალო ტემპთან შედრებით თვალსაჩინო მაჩვენებელია სტალინიზმის განხორციელებისა, რომელიც მიმართული იყო წინათ ჩამორჩენილი მხარეებისა და რესპუბლიკების უფრო სწრაფი ტემპით ინდუსტრიალიზაციისკენ, მათი ჩამორჩენილობის დაჩქარებით აღმოფხვრისაკენ.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here