Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში არეულობის დროს მოძრავ მატარებლებს ძარცვავენ

აშშ-ში არეულობის დროს მოძრავ მატარებლებს ძარცვავენ

აშშ-ში არეულობის დროს მოძრავ მატარებლებს ძარცვავენ

მასობრივმა არეულობამ აშშში ძარცვაქურდობის შემთხვევების არნახული ზრდა გამოიწვია, რადგან პოლიცია თავს ვერ ართმევს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებას. მაგალითად, “იუთუბისარხზე გაჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც აღბეჭდილია სატვირთო ვაგონებისგან შემდგარი მატარებლის ძარცვის კადრები: ადამიანები მისდევენ ნელი სვლით მიმავალ შემადგენლობას, ვაგონებიდან გამოაქვთ ტექნიკა და სხვა საქონელი.

ასეთი რამ ამერიკელებს “ველურ დასავლეთზე” გადაღებულ ფილმებში თუ უნახავთ, სამაგიეროდ ჩვენ საქართველოში 90-იანი წლების უდროობის ჟამს ამიერკავკასიის რკინიგზაზე მოძრავი სატვირთო ეშელონები ისე ოსტატურად გაგვიძარცვია, ამერიკელ მაროდიორებს არც დაესიზმრებათ.

უკან კი არ დავდევნებივართ, მაგალითად, რიკოთის უღელტეხილზე ქშენით მიმავალ ნაირნაირი საქონლით დატვირთული ვაგონების შემადგენლობას, არამედ ისტორიული კოლხეთის გაშლილ სივრცეში გაგვიჩერებია, იქ, სადაც ხოში გვქონდა და ისე გამოგვიშიგნავს, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ელცინი ამბობდა: წაიღეთ, რამდენიც შეგიძლიათო. ოღონდ იგი დემოკრატიაზე ლაპარაკობდა და სუვერენიტეტზე.

ან მხოლოდ სუვერენიტეტზე.

ჩვენ, მატერიალისტებს, სუვერენიტეტი ჯიბეში გვედო, მაროდიორობას მაშინ ვსწავლობდით.

წარმატებით ავითვისეთ.

მიგვქონდა სხვისი კუთვნილი სიმდიდრე იმდენი და ისეთი მოცულობით, რომ არგონავტების გატაცებული ოქროს საწმისის ფასი იმასთან შედარებით მეორადი ტანსაცმლის თბილისურ მაღაზიებში საქონლის გაიაფების აქციამდეც ვერ ქაჩავდა.

ისტორიული ჯავრი ვიყარეთ!

მაგრამ ვინ იყო ახალი დროის მედეა, ამ ყველაფრის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, ამაზე მორცხვად ვდუმთ დღემდე.

დღევანდელი ორიგინალური “ჰიბრიდული ომის” პირველწყარო და წინამორბედი იყო სამტრედიაში მატარებლების მოძრაობის დაბლოკვა, ანუ “რუსეთის ბლოკადა”.

ახალი არაფერი ხდება ამ მზისქვეშეთში _ სულერთია, მზე ჩრდილოეთიდან ამოვა თუ დასავლეთიდან.

კი თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომ არეულობა, რომელიც მის ქვეყანას მოედო, “შიდა ტერორიზმია”, ხოლო წამომწყებთ უმკაცრესი სასჯელი და ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ელოდება, მაგრამ ვნახოთ, თავისი სიტყვის პატრონი არის თუ არა ამერიკის პირველი პირი…

თუ მას, ჩვენი პრეზიდენტისა არ იყოს, არავინ არაფერს ეკითხება?!

ამბოხი პოლიციელების მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის, დაკავებისას ტრაგიკული შემთხვევის გამო რომ დაიწყო, ჩვენმა მკითხველებმა შესანიშნავად იციან. ამაზე დღეს წერს და ლაპარაკობს ყველა, ვისაც არ ეზარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here