Home ახალი ამბები მსოფლიო კიბოს საწინააღმდეგო პირველი ანტიბიოტიკი

კიბოს საწინააღმდეგო პირველი ანტიბიოტიკი

კიბოს საწინააღმდეგო პირველი ანტიბიოტიკი

მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ანტიბიოტიკი კედარციდინი, რომელსაც ბაქტერიისა და კიბოს უჯრედების დნმის განადგურება შეუძლია. აღნიშნული ანტიბიოტიკი ბრიტანეთის ლინკოლნისა და ტოკიოს უნივერსიტეტების მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიგონა. მასალა 30 წლის წინათ ბუნებრივი გზით აღმოაჩინეს ინდოეთში.

ნიადაგიდან ამოღებულმა კედარციდინის პროტოტიპმა ნივთიერებამ კვლევისას კიბოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები გამოავლინა. მას აქვს რთული მოლეკულური სტრუქტურა. ის ახლახან გააანალიზეს და მიღებული მონაცემების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კიბოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკის შემუშავებას შეძლებდნენ.

კედარციდინს აქვს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, რაც კიბოს უჯრედების დნმ-ის დაშლის, მათი შემდგომი ზრდისა და განვითარების შეწყვეტის საშუალებას იძლევა.

კედარციდინის გამოჩენით, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ახალი თაობის ანტიბიოტიკების ხანა იწყება.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here