Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკის მოთხოვნებმა ერევანიც გააღიზიანა და კრემლიც

ამერიკის მოთხოვნებმა ერევანიც გააღიზიანა და კრემლიც

ჯონ ბოლტონი და ნიკოლ ფაშინიანი

აშშის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში _ ჯონ ბოლტონმა რამდენიმე დღის წინათ ტურნე მოაწყო კავკასიაში, როგორც მოსალოდნელი იყო. აშშის პრეზიდენტის მრჩევლის ვიზიტი კონცენტრირებული იყო ამიერკავკასიის ქვეყნების _ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის _ მხარდაჭერის მოპოვებაზე იმ პირობებში, როცა ვაშინგტონი ცდილობს ირანის იზოლაციაში მოქცევას.

ბოლტონი ამიერკავკასიის ყველა ქვეყანაში ჩავიდა. თბილისსა და ბაქოში მისი საჯარო გამოსვლები, ასე თუ ისე, შეესაბამებოდა იმას, რაც მოსალოდნელი იყო ამიერკავკასიაში ჩასული ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწისგან. აი ერევანში კი ბოლტონმა გააკეთა რამდენიმე პროვოკაციული განცხადება, რომლებმაც სომხური მხარის გაღიზიანება გამოიწვია და რომელთა ნეგატიური შედეგები დღესაც საგრძნობია.

ირანის მიმართ სომხეთის პოზიცია დელიკატურია, რადგან აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამო სომხეთის აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვრები (თურქეთთან) დახურულია. სომხეთს იმედი აქვს სამხრეთის საზღვრის, რადგან ის მსოფლიოში გასასვლელი ერთ-ერთი საკვანძო გზაა.

წარსულში სომხეთისა და ირანის ურთიერთობას აშშ მკაცრად არ განსჯიდა, მაშინაც კი, როდესაც თეირანს სანქციები დაუწესა, რადგან ყველას ესმოდა, რომ სომხეთს დიდი არჩევანი არ აქვს. ახლა კი ბოლტონმა განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში აშშის მოთმინება იწურება.

ირანზე აშშ-ის ზემოქმედების ფონზე, სომხეთ-ირანის საზღვარი მნიშვნელოვან საკითხად იქცევა. ბოლტონმა რადიო “თავისუფლების” სომხურ სამსახურს განუცხადა: “ჩვენ წნეხში მოვაქცევთ ირანს, რადგან მიგვაჩნია, რომ მისი ქმედებები ახლო აღმოსავლეთში და, საერთოდ, მსოფლიოში, დამღუპველია და ცვლილებებს ითხოვს”.

ბოლტონმა აღიარა, რომ ესმის, რატომაც სჭირდება სომხეთს ირანი, მაგრამ იქვე დასძინა: ამ საკითხში ყველაფერს გადაწყვეტს აზერბაიჯანთან კონფლიქტის დასრულებაო.

ბოლტონმა უთხრა რადიოთავისუფლებას”, რომამჟამინდელი ვითარება ხაზს უსვამს ყარაბაღის კონფლიქტზე ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი შეთანხმების აუცილებლობას”. “როგორც კი ეს მოხდება, მყისვე გაიხსნება სომხეთაზერბაიჯანის საზღვარი, _ თქვა ბოლტონმა, _ თურქეთის საზღვარიც, ვფიქრობ, ნამდვილად გაიხსნება”.

ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ იდეა არის ის, რომ სომხეთმა უნდა გადახედოს თავის ურთიერთობას აზერბაიჯანთან, რომელსაც ის თავისი არსებობისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ამიტომ აშშ-ის ინიციატივას ირანის იზოლაციაში მოქცევაზე სომხეთი უარყოფითად შეხვდა.

ჯონ ბოლტონი ან ვინც უნდა იყოს, ვერ ილაპარაკებს ჩემი სახელით”, _ განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე ბოლტონის ვიზიტის შემდეგ _ მათი ლოგიკით, ყარაბაღის საკითხი მათი პრეროგატივაა და ახლა ცდილობენ, ამაში მეც დამარწმუნონ ისე, რომ აზრსაც არ მეკითხებიან”.

ბოლტონის მცდელობა, ყარაბაღის კონფლიქტში, მოხდა სომხეთში აშშ-ის ელჩის პოსტიდან წასასვლელად გამზადებული რიჩარდ მილსის ორაზროვანი ინტერვიუდან ერთი კვირის შემდეგ. ამ ინტერვიუში მილსმა შემაშფოთებელი უწოდა იმას, რომ სომხების მხოლოდ მცირე ნაწილია მზად, აზერბაიჯანთან ყარაბაღის საკითხში კომპრომისზე წასასვლელად. “სიმართლე არის ის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მოითხოვს ოკუპირებული ტერიტორიის რაღაც ნაწილის დაბრუნებას”, _ განუცხადა მილსმა ვებგვერდ EVNReport-ს. და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმალურად მართალია, ბოლტონისა და მილსის განცხადებებმა, რომლებიც ერთმანეთს დაემთხვა, გააძლიერა ერევანში განცდა, რომ ფაშინიანის მიერ დასავლეთისკენ გადადგმულ სასინჯ შემხვედრ ნაბიჯებს თვითონ დასავლეთი იმით პასუხობს, რომ არ სურს, გაიგოს სომხეთის პოზიცია. ამას გარდა, ტრამპის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს არ ავლენს კავკასიის მიმართ და არ ცდილობს, ყველას დაანახვოს, რომ ვაშინგტონს აქვს მნიშვნელოვანი შეთავაზება ერევნისთვის ბოლტონის მიერ მოთხოვნილი ნაბიჯების სანაცვლოდ.

“სომხეთ-თურქეთის სახიფათო ურთიერთობების პერიოდიდან აშშ-ს ისეთ ძლიერ წნეხში არ მოუქცევია სომხეთი, როგორც ახლა, როცა ცდილობს, სომხეთმა მისდიოს ამერიკის პრიორიტეტებს რეგიონში”, _ ნათქვამია სომხურ-ამერიკულ ვებგვერდ Asbarez-ზე.

ბოლტონმა ასევე გააკრიტიკა სომხეთის გადაწყვეტილება, სირიაში გაგზავნოს გამნაღმველთა მცირერიცხოვანი ჯგუფი რუსეთის დასახმარებლად სირიის ტერიტორიების განაღმვაში.

“სამხედრო თვალსაზრისით, სირიის კონფლიქტში ჩაბმა ახლა შეცდომა იქნება”, _ თქვა მან ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე. კონფლიქტში უკვე ჩართულია 7 თუ 8 მხარე და ნებისმიერ მათგანთან შეკავშირება შეცდომა იქნება”.

კრემლის რეაქცია, ბუნებრივია, უარყოფითი იყო რუსეთსა და სომხეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების მცდელობაზე. ერევანი მოსკოვის ყველაზე ახლო მოკავშირეა კავკასიაში, სომხეთი კი ძალიან არის დამოკიდებული რუსეთის იარაღზე, რომელსაც შეღავათიან ფასებში იღებს.

ბოლტონის გამგზავრების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მკაცრ განცხადებაში გამოყო ამერიკელი მაღალჩინოსნის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ სომხეთმა საგარეო პოლიტიკაში თავი არ უნდა შეიზღუდოს “ისტორიული შაბლონებით”.

“ბოლტონმა “მოითხოვა”, სომხეთმა საერთაშორისო ურთიერთობებში უარი თქვას “ისტორიულ კლიშეებზე” და არც დაუფარავს, რომ ლაპარაკია რუსეთთან ტრადიციულ მეგობრობაზე”, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ბოლტონის ჩარევას “უცერემონიოს” უწოდებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: “სხვათა შორის, ერევანში ბოლტონის ნათქვამი ფრაზებიდან ყველა არ იმსახურებს კრიტიკას. შესანიშნავი იყო მისი ნათქვამი 25 ოქტომბერს რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში: “სომხეთისთვის მართლაც ფუნდამენტურად არის საჭირო, იყოს სრულიად სუვერენული და არა გარე გავლენებზე დამოკიდებული სახელმწიფო”. კარგი იქნება, თუ ჯონ ბოლტონი თავის სიტყვებს ჩაუღრმავდება”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here