Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 20 არაბული სიბრძნე

20 არაბული სიბრძნე

20 არაბული სიბრძნე

ხალხური ანდაზები და აფორიზმები ხალხის მიერ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას შეიცავს. მოდი, დღეს გავეცნოთ არაბულ გამონათქვამებს, რომლებიც გამოირჩევა მხატვრულობითა და ლაკონურობით. ამ ფრთიან გამონათქვამებს არაბები საუკუნეების მანძილზე იყენებენ.

1.გონიერი ქალი შაქარს ამატებს ყველაფერში, რასაც კაცს ეუბნება, და სიმწარეს აცლის ყველაფერს, რასაც კაცისგან ისმენს;

2.ერთი შეძენილი გამოცდილება შვიდ ბრძნულ წესზე უკეთესია;

3.ჭკვიანს თავისი შრომისა და გამოცდილების იმედი აქვს, სულელი იმედების იმედადაა;

4.ჭკვიანი მინიშნებასაც გაიგებს, ბრიყვს გასაგებად მუჯლუგუნი სჭირდება;

5.სხვისას ხელს ნუ ახლებ და შენსას ნუ დათმობ;

6.როცა ლაპარაკობ, შენი სიტყვები დუმილზე უკეთესი უნდა იყოს;

7.ტკბილი სიტყვითა და კეთილი მოპყრობით სპილოს თმის ღერზე გაატარებ;

8.გამოხედვა სიტყვაზე მრავლისმთქმელია;

9.შენს სულში ერთი აყვავებული ტოტი მაინც თუ დარჩა, მასზე ყოველთვის ჩამოჯდება მგალობელი ჩიტი;

10.მარტო მზიანი დღეები უდაბნოს გააჩენს;

11.ვინც უნაკლო მეგობარს ეძებს, ყოველთვის მარტო დარჩება;

12.ადამიანი, რომელიც სიამაყეს დაძლევს, ხდება სასიამოვნო. ადამიანი, რომელიც მრისხანებას დაძლევს, ხდება მხიარული. ადამიანი, რომელიც ვნებას მოერევა, ხდება წარმატებული;

13.სული თუ დაგეღალა, ძილი ვერ გიშველის;

14.საუკეთესო მბრძანებელი ისაა, ვისაც საკუთარი თავის მბრძანებლობა შეუძლია;

15.თუ გეშინია _ არ თქვა, თუ იტყვი _ ნუღარ გეშინია;

16.შეცდომების უარყოფა ორმაგი შეცდომაა;

17.გამარჯვება გვაჩვენებს, რა შეუძლია ადამიანს, დამარცხება გვაჩვენებს, რა ფასი აქვს მას;

18.კაცები, რომლებიც არ პატიობენ ქალებს მათ მცირე ნაკლს, ვერასოდეს ვერ დატკბებიან მათი დიდი ღირსებებით;

19.თუ ყველაფრის მიღწევა არ შეგიძლია, მცირედზე მაინც უარი არ უნდა თქვა;

20.ერთ ისარს ორ სამიზნეს ვერ მოახვედრებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here