გლობალური სამხედრო ძლიერების 2017 წლის სარეიტინგო სია (Global Firepower’s 2017 military strenght ranking) შედგენილია 50 ფაქტორის მიხედვით და ეყრდნობა 133 ქვეყნის მონაცემს. შეფასდა თითოეული ქვეყნის შეიარაღებული ძალების სახეობები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაო ძალას. აგრეთვე, გათვალისწინებული იყო გეოგრაფია, ლოჯისტიკური პოტენციალი, ბუნებრივი რესურსები და ადგილობრივი მრეწველობის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა მიიღეს ბონუსები, თვითონ ბირთვული მარაგები გათვალისწინებული არ ყოფილა.
ამასთანავე, ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე და, შესაბამისად, არ ჰყავთ სამხედრო-საზღვაო ფლოტი, დაუწერეს “მინუსი”.
“ბალანსი _ ეს არის გასაღები, ანუ დიდი და მძლავრი სამხედრო ძალა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში, რომელიც გამტკიცებულია დასაცავი ტერიტორიის მდგრადი ეკონომიკითა და ეფექტიანი ინფრასტრუქტურით. ყველა ეს ნიშან-თვისება გამოიყენეს სარეიტინგო სიის შედგენისას”, _ წერენ სარეიტინგო სიის შემდგენლები.
აი, ყველაზე მძლავრი სამხედრო ძალის მქონე მსოფლიოს სახელმწიფო:
- ეგვიპტე
* სიმძლავრის რეიტინგი _ 0,2676
* მოსახლეობა _ 94,6 მლნ
* სამხედრო მოსამსახურეები _ 1,3 მლნ
* გამანადგურებლები _ 337
* ტანკები _ 4110
* სამხედრო-საზღვაო აქტივები _ 31 (ორი ავიამზიდი)
* თავდაცვის ბიუჯეტი _ 4,4 მლრდ დოლარი.
- გერმანია
* სიმძლავრის რეიტინგი _ 0,2609
* მოსახლეობა _ 82,5 მლნ
* სამხედრო მოსამსახურეები _ 201 ათასი
* სამხედრო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა _ 698
* გამანადგურებლები _ 92
* ტანკები _ 543
* სამხედრო-საზღვაო აქტივები _ 81
* თავდაცვის ბიუჯეტი _ 39,2 მლრდ დოლარი.
- თურქეთი
* სიმძლავრის რეიტინგი _ 0,2491
* სამხედრო მოსამსახურეები _ 743415
* სამხედრო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა _ 1018
* გამანადგურებლები _ 207
* ტანკები _ 2445
* სამხედრო-საზღვაო აქტივები _ 194
* თავდაცვის ბიუჯეტი _ 82 მლრდ დოლარი.
- იაპონია
* სიმძლავრის რეიტინგი _ 0,2137
* მოსახლეობა _ 126,7 მლნ
* სამხედრო მოსამსახურეები _ 311 ათასი
* სამხედრო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა _ 1594
* გამანადგურებლები _ 288
* ტანკები _ 700
* სამხედრო-საზღვაო აქტივები _ 131 (4 ავიამზიდი)
* თავდაცვის ბიუჯეტი _ 43,8 მლრდ დოლარი.
- დიდი ბრიტანეთი
* სიმძლავრის რეიტინგი _ 0,2131
* მოსახლეობა _ 64,4 მლნ
* სამხედრო მოსამსახურეები _ 232 675
* სამხედრო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა _ 856
* გამანადგურებლები _ 88
* ტანკები _ 249
* სამხედრო-საზღვაო აქტივები _ 76 (ორი ავიამზიდი)
* თავდაცვის ბიუჯეტი _ 45,7 მლრდ დოლარი.
- საფრანგეთი
* სიმძლავრის რეიტინგი _ 0,1914
* მოსახლეობა _ 66,8 მლნ
* სამხედრო მოსამსახურეები _ 387 ათასი
* სამხედრო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა _ 1305
* გამანადგურებლები _ 296
* ტანკები _ 406
* სამხედრო-საზღვაო აქტივები _ 118 (4 ავიამზიდი).
*თავდაცვის ბიუჯეტი _35 მლრდ დოლარი.
- ინდოეთი
* სიმძლავრის რეიტინგი _ 0,1593
* მოსახლეობა _ 1,3 მლრდ
* სამხედრო მოსამსახურეები _ 4,2 მლნ
* სამხედრო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა _ 2 102
* გამანადგურებლები _ 676
* ტანკები _ 4 426
* სამხედრო-საზღვაო აქტივები _ 295 (სამი ავიამზიდი)
* თავდაცვის ბიუჯეტი _ 51 მლრდ დოლარი.
- ჩინეთი
* სიმძლავრის რეიტინგი _ 0,0945
* მოსახლეობა _ 1,4 მლრდ
* სამხედრო მოსამსახურეები _ 3,7 მლნ
* სამხედრო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა _ 2 955
* გამანადგურებლები _ 1 271
* ტანკები _ 6457
* სამხედრო-საზღვაო აქტივები _ 714 (ერთი ავიამზიდი)
* თავდაცვის ბიუჯეტი _ 161,7 მლრდ დოლარი.
- რუსეთი
* სიმძლავრის რეიტინგი _ 0,0929
* მოსახლეობა _ 142 მლნ
* სამხედრო მოსამსახურეები _ 3,4 მლნ
* სამხედრო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა _ 3 794
* გამანადგურებლები _ 806
* ტანკები _ 20 216
* სამხედრო-საზღვაო აქტივები _ 352 (ერთი ავიამზიდი)
* თავდაცვის ბიუჯეტი _ 44,6 მლრდ დოლარი.
- აშშ
* სიმძლავრის რეიტინგი _ 0,0857
* მოსახლეობა _ 323 მლნ
* სამხედრო მოსამსახურეები _ 2,3 მლნ
* სამხედრო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა _ 13 762
* გამანადგურებლები _ 2 296
* ტანკები _ 5 884
* სამხედრო-საზღვაო აქტივები _ 415 (19 ავიამზიდი)
* თავდაცვის ბიუჯეტი _ 587,8 მლრდ დოლარი.