Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ცეცხლსასროლი იარაღის 10 საოცარი სახეობა

ცეცხლსასროლი იარაღის 10 საოცარი სახეობა

943

ცეცხლსასროლი იარაღის გაუმჯობესებას მას შემდეგ, რაც გამოიგონა, ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, რათა უფრო ეფექტიანი და გამოსაყენებლად მარტივი ყოფილიყო. ზოგჯერ კი ინჟინერკონსტრუქტორები მუშაობის შედეგად ორიგინალური იარაღს იღიბდნენ. ამ მასალაში გაეცნობით ცეცხლსასროლ იარაღებს, რომლებიც განგაცვიფრებთ თავისი შესაძლებლობებით. მათგან ზოგიერთმა რევოლუცია მოახდინა სამხედრო სფეროში, სხვები კი, უბრალოდ, ფუფუნების საგნებად დარჩა.

მოხრილლულიანი იარაღი

მოხრილლულიანი იარაღის შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში აწვალებდა კონსტრუქტორებს. პისტოლეტები და შაშხანები, რომლებითაც შეიძლებოდა სამალავის კუთხიდან სროლა, გასულ საუკუნეში გამოიგონეს. გერმანია პირველი სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიაზეც აქტიურად წარმოებდა ასეთი იარაღის გამოცდა. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას კი დანიელმა კონსტრუქტორებმა გამოიგონეს პერისკოპიანი მოწყობილობა მოსინის შაშხანისთვის.

ცეცხლსასროლი იარაღი დანაჩანგალსა და კოვზში

ეს არის კერძის მისართმევი საგნებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჰიბრიდები. ამ სასიკვდილო იარაღის მფლობელს შეეძლო, ელვისებურად მოეგერიებინა თავდასხმა და ჭამაც არ შეეწყვიტა.

მეფე ანრი VIII-ის კვერთხი

ინგლისის მეფე ანრი VIII ისტორიაში შევიდა, როგორც “შავი ქვრივი” და უცნაური იარაღის მოყვარული მონარქი. ანრი VIII-ის კოლექციაში იყო იმ პერიოდის საბრძოლო იარაღის ყველაზე უცნაური სახეობები. კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა კვერცხს მორგენშტერნით (ეკლებიანი ლითონის სფეროს მსგავსი დასარტყამი იარაღი) ტარზე, რომელშიც თავსდებოდა სამი პისტოლეტი პატრუქიანი მოწყობილობით. ამჟამად ეს უცნაური ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება ნახოთ ლონდონის ტაუერში.

გერმანული ნაჯახიპისტოლეტი

XVIII საუკუნეში ნაჯახი სამართლიანად ითვლებოდა საყვარელ და პოპულარულ იარაღად. მფლობელის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ის აღჭურვილი იყო ბევრი დამატებითი ფუნქციით.

ტარში შეიძლება დამალული ყოფილიყო სატევარი, რომლის გამოღებაც იოლად შეიძლებოდა, მაგრამ ნაჯახის ტექნიკური ვარიანტების მწვერვალია პისტოლეტისა და ნაჯახის სინთეზი. ამ იარაღს ლულა აქვს ტარის ბოლოში, ასეთი ნაჯახები ძალიან პოპულარული იყო XVI საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებ დიდგვაროვნებში. თუმცა უკვე XVII საუკუნეში ამ ნაჯახს ბრძოლებში არავინ იყენებდა.

კასტეტპისტოლეტი

ეს პისტოლეტი XIX საუკუნის ბოლოს შექმნეს და იყენებდნენ როგორც შორეულ, ისე ახლო ბრძოლებში. კასტეტ-პისტოლეტს რიგითი მოქალაქეები თავდაცვისთვის ყიდულობდნენ, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით ბანდიტებში სარგებლობდა. ამ იარაღის ყველაზე გავრცელებული მოდელები იყო ფრანგული Apache და Le Contenaire, აგრეთვე, ამერიკული My Friend-ი.

3D-პრინტერით დამზადებული იარაღი Liberation

3D-პრინტერით დამზადებული პირველი იარაღი 2013 წელს წარმოადგინეს. მისი დამზადება 9,30 დოლარი დაჯდა. ეს იყო სამხედრო იარაღი, რომლიდანაც გასროლა მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა. ამჟამად ასეთი პისტოლეტის გაყიდვა აკრძალულია და მისი დაბეჭდვა კანონით ისჯება.

ორგანი

ორგანი ერთ-ერთი პირველი საბრძოლო კონსტრუქციაა, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა, უწყვეტი ცეცხლი გაეხსნათ მოწინააღმდეგეებისთვის. ამ იარაღს XV საუკუნეში იყენებდნენ. მისი სახელწოდება კი მომდინარეობს კლავიშებიანი მუსიკალური ინსტრუმენტისგან, რომელსაც გარეგნულად ჰგავს.

ორგანს გაცილებით მცირე კალიბრი ჰქონდა, ვიდრე ზარბაზანს, მაგრამ მეტი, ვიდრე შაშხანას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საარტილერიო შეტევებისას. იარაღი, რომელიც ბორბლებზე იყო დამაგრებული, ცხენების ეკიპაჟით გადაჰქონდათ.

იტალიური ფარიპისტოლეტი

ამ იარაღის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, ზუსტად შეუტიოთ მოწინააღმდეგეს და მაქსიმალურად დაიცვათ თავი ბასრი იარაღით კონტრმოქმედებებისგან. ზოგიერთი ცნობით, ინგლისის მეფე ანრი VIII-მ რამდენიმე ათეული ასეთი მოწყობილობა შეიძინა თავისი გარემოცვისთვის.

იხვის ფეხის მსგავსი პისტოლეტი

ეს საბრძოლო იარაღი XIX საუკუნეში შექმნეს. მისი ლულები ყოველთვის დამიზნებული იყო მტერზე. კონსტრუქცია ძალიან ჰგავს იხვის ფეხს. ეს იარაღი შესაძლებლობას აძლევდა მფლობელს, ერთდროულად რამდენიმე მიზანი დაეზიანებინა.

პარიზის ზარბაზანი

ამ იარაღის მეორე დასახელებაა “კაიზერ ვილჰელმის მილი”. ამ 210-მილიმეტრიანი შორსმსროლელი ზარბაზნით გერმანელები პარიზს უტევდნენ 1918 წელს.

“კაიზერ ვილჰელმის მილს” რამდენიმე ნაკლი ჰქონდა, მათგან უმთავრესი იყო ის, რომ ლულას სწრაფად გამოცვლა სჭირდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ომში მისი გამოყენებისას ძირითადი მიზანი მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება იყო. სწორედ ამ იარაღმა დააქვეითა ფრანგების სულისკვეთება და აღაფრთოვანა გერმანელი ჯარისკაცები.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here