არაჩვეულებრივი ქურდობის ეს შემთხვევა პარიზის ერთ–ერთ აეროპორტში მოხდა. ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია, რომ უსაქმოდ და უმიზნოდ აეროპორტში მოყიალე კლოშარი (ბომჟი) შედის რომელიღაც ავიაკომპანიის ღიად დარჩენილ კარში და რამდენიმე წუთში გამოდის ორი დიდი პაკეტით დატვირთული.
ბედი მქონიაო, ამ უცნობმა უნდა თქვას. იმ ოფისში, რომელშიც შევიდა, იმ მომენტში არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა. ეს ფირმა ნაღდი ფულის ოპერაციებს აწარმოებს და მის თავქარიან თანამშრომლებს მარტო ოთახის კარის დახურვა კი არ დაავიწყდათ, არამედ, ეტყოდა, ფულის ბანკნოტებით სავსე სეიფის კარისაც.
კლოშარმა კი ის ფული აიღო და მას შემდეგ იქაურობას არ გაჰკარებია. პოლიცია კი ეძებს, როგორც ქარს ტრიალ მინდორში.