Home ახალი ამბები საქართველო უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 5.5 %-ით შემცირდა

უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 5.5 %-ით შემცირდა

ინვესტიცია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346, 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14,3 პროცენტით ნაკლებია.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 751 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5,5 პროცენტით ნაკლებია. 2017 წლის II კვარტალში უდიდეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანია 36,6 პროცენტით, მეორეზე _ ნიდერლანდები 12.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე _ თურქეთი 11.3 პროცენტით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 130,4 მლნ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37,6 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 70,0 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე _ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი 29,3 მლნ დოლარით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here