Home რუბრიკები პოლიტიკა პრეზიდენტიც ამას ჰქვია: მოლდოვის პრეზიდენტმა აშშ-ისა და რუმინეთის ელჩებს კატეგორიულად მოსთხოვა, არ...

პრეზიდენტიც ამას ჰქვია: მოლდოვის პრეზიდენტმა აშშ-ისა და რუმინეთის ელჩებს კატეგორიულად მოსთხოვა, არ ჩაერიონ რესპუბლიკის მეთაურის საქმიანობაში

588

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თვალებში შესციცინებენ ამერიკელ პატრონებს; თბილი სავარძლების დაკარგვის შიშით, მათ მითითებებს უსიტყვოდ ასრულებენ და სულაც არ აინტერესებთ, რა შედეგს მოუტანს გარედან თავსმოხვეული ესა თუ ის გადაწყვეტილება საქართველოს, ქართველ ხალხს. სულ სხვანაირად იქცევა მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ კატეგორიულად მოსთხოვა აშშისა და რუმინეთის ელჩებს _ ჯეიმს პეტიტსა და დანიელ იონიცეს, არ ჩაერიონ რესპუბლიკის მეთაურის საქმიანობაში.

26 თებერვალს მოლდოვურმა ინტერნეტგამოცემა Independent-მა გამოაქვეყნა პრეზიდენტ დოდონის წერილი დიპლომატებისადმი. გამოცემამ, აგრეთვე, გამოაქვეყნა მოლდოვაში ამერიკისა და რუმინეთის ელჩების წერილი, რომლითაც მათ პრეზიდენტ დოდონს მიმართეს.

ამერიკისა და რუმინეთის ელჩებმა სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ დოდონმა მოლდოველ სამხედრო მოსამსახურეებს აუკრძალა იმ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობა, რომელიც 20 თებერვლიდან 1 მარტამდე იმართებოდა სასწავლო ცენტრ სმარდანში _ მოლდოვას საზღვარზე. ამ სწავლებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის, ბულგარეთის, მაკედონიის, ჩერნოგორიის, რუმინეთის, სერბეთის, სლოვენიისა და უკრაინის სამხედროები.

პეტიტმა და იონიცემ “არამეგობრულ საქციელში” დაადანაშაულეს დოდონი და გააფრთხილეს, რომ ამ ჟესტის გამო “მოლდოვის არმია ვერ მიიღებს სათანადო მომზადებას”, რადგან “ეს მომზადება 80%-ით ეფუძნება ასეთ სწავლებაში მონაწილეობას”.

საპასუხო წერილში დოდონმა ელჩებს შეახსენა, რომ რესპუბლიკა მოლდოვა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოადა რომპრეზიდენტის აპარატი თავის მოღვაწეობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე ქვეყნის გარედან არ მიიღებს კომენტარებსა და ზნეობის სწავლებას”.

“გთხოვთ, ნუ მოძღვრავთ პრეზიდენტს, როგორ მოიქცეს, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ეხება, აგრეთვე, სხვა სფეროებში. არ ვფიქრობ, რომ ქვეყნებში, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ, ამა თუ იმ ელჩს შეუძლია პრეზიდენტის მოქმედების კომენტირება, განსაკუთრებით იმ საკითხში, რომელიც შეიარაღებული ძალების დისლოკაციას ეხება. საინტერესო იქნებოდა თეთრი სახლის ან კოტროჩენის სასახლის (პრეზიდენტის სასახლე ბუქარესტში) რეაქცია ვაშინგტონში ან ბუქარესტში მოლდოვის ელჩის ანალოგიურ კომენტარზ”, _ განაცხადა დოდონმა.

ახლა წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდა საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი ან პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი, მათთვის ანალოგიური წერილით რომ მიემართა აშშის ელჩს

ნიკა კორინთელი

4 COMMENTS

  1. არა სწორია შეფასება თითქოს მოლდოვას პრეზიდენტი მაგარია იმიტომ რომ უღრენს აშშ და რუმინეთს! ის რუსეთუმეა და ემსახურება რუსულ პოლიტიკას!
    ჩვენი ქვეყანა კი აშშ-სგან იღებს დახმარებას და მხარდაჭერას და დიდი სისულელე იქნებოდა მთავრობის მხრიდან მის (აშშ) მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა!

  2. rogor da chaipsavdnen, kveshapsia mtavroba rom gvkavs ver gagvigia tu rashia sakme??? pulis xarbebi!!!!

    Kochag moldovis prezidents, ai kaci kacuri ab margvela da blukuna kvirika arian kacebi???

  3. როგორ მოიქცეოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი? როგორც ხელის ბიჭები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here