Home რუბრიკები ბლოგი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი: აშშ მე და ჩემს ოჯახს განადგურებით დაგვემუქრა

სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი: აშშ მე და ჩემს ოჯახს განადგურებით დაგვემუქრა

სერბთა რესპუბლიკის (შედის ბოსნია და ჰერცეგოვინას შემადგენლობაში) პრეზიდენტის მილორად დოდიკის განცხადებით, მასზე ამერიკელი მაღალჩინოსნები ზეწოლას ახორციელებდნენ  და მათი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ოჯახის განადგურებითაც დაემუქრნენ.

ინციდენტი 2006 წელს მოხდა, როდესაც დოდიკმა უარი განაცხადა რესპუბლიკისთვის სახელწოდების შეცვლაზე, აგრეთვე არ დაუქვემდებარა პოლიცია ცენტრალურ ხელისუფლებას- ბოსნია და ჰერცოგოვინას.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას ბერნსი პირდაპირ დამემუქრა, თუ არ დავთანხმდებოდი მათ, უშუალოდ ჩემს თავსა და ჩემს ოჯახზე ვიგრძნობდი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მთელ ძალას“,- განაცხადა დოდიკმა ТАСС-თან საუბარში.

ამერიკამ დოდიკის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, რაზეც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ის ამაყობს მის მიმართ შემოღებული სანქციებით, რადგან   აშშ-ის მხრიდან დიდი ზეწოლის მიუხედავად, მან უარი განაცხადა რესპუბლიკის ინტერესებით ვაჭრობაზე.

„ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი ზესახელმწიფო როგორიც ამერიკაა, ასე დაელაპარაკებოდა ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც სერბეთის რესპუბლიკაა, “- აცხადებს სერბთა რესპუბლიკის ლიდერი.

 

                                                                                      კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here