Home რუბრიკები პოლიტიკა მართლმადიდებელი ეკლესია ლიბერასტი დივერსანტებისგან უნდა გაიწმინდოს

მართლმადიდებელი ეკლესია ლიბერასტი დივერსანტებისგან უნდა გაიწმინდოს

868

XXI საუკუნის დასაწყისი, განსაკუთრებით _ ბოლო წლები, არა მხოლოდ პოლიტიკური ციებ-ცხელებით ხასიათდებოდა, არამედ უმაღლესი საეკლესიო იერარქების დაპირისპირებით საეკლესიო საკითხებზე, აგრეთვე, ე.წ. არასამათვრობო ორგანიზაციების მასირებული შეტევით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის საჭეთმპყრობელზე _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე. ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების ზედაპირული გაანალიზებით კი აშკარაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესები (და ეს, როგორც ჩანს, ხდება არა მხოლოდ შიგა, არამედ უცხო ძალების ჩარევითაც), რომლებმაც სამომავლოდ გავლენა უნდა იქონიოს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ორიენტირებზე.

ბოლო დღეებია, ქართველი საზოგადოება დიდი შეშფოთებითა და გულისტკივილით ადევნებს თვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო განვითარებულ პროცესებს _ ე.წ. ციანიდის საქმის მიმდინარეობას.

დაკავებულია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე, რომელსაც გერმანიაში გამგზავრების წინ მომწამვლელი ნივთიერება, ციანიდი, უპოვეს. პროკურატურის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო, რომელმაც პროკურატურას მიმართა, რომ მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების, ციანიდის, შოვნაში დახმარება, რათა ის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინააღმდეგ გამოეყენებინა, ხოლო გაწეული დახმარებისთვის გიორგი მამალაძე მზად იყო, თანხა გადაეხადა.

როგორც გაირკვა, მამა გიორგი მამალაძე გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა, სადაც პატრიარქი სამკურნალოდ იმყოფებოდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა მამა გიორგი მამალაძეს ბრალი წაუყენეს არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის _ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობის გამო. მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქი გერმანიაში გაემგზავრა სამკურნალოდ, უფრო გამწვავდა დაპირისპირება სინოდის წევრებს შორის _ ასაკოვანი პატრიარქის ტახტის ირგვლივ მრავალმა ინტერესმა ამოხეთქა და დღეს ერთმანეთს აკრიტიკებენ მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები, რაც რეპუტაციას ულახავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, პატრიარქი კი წლების მატებასთან ერთად სულ უფრო ლმობიერი ხდება და სიმკაცრეს კარგავს თავგასული მღვდელმთავრების მიმართ. ეკლესია კრიზისულ ფაზაში გადადის, რადგან გრძელდება ურთიერთბრალდებები, როგორც ეკლესიის შიგნით, ისე პოლიტიკურ არენაზე.

როგორც ჩანს, ამ ე.წ. ციანიდის საქმის მიზანი იყო ადამიანების რწმენის შერყევა და, ვინც ეს პროცესები დაგეგმა, მიზანს მიაღწია _ მრევლის მხრიდან საპატრიარქოსა და მღვდელმსახურების მიმართ მოიმატა ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამ. დღეს ქვეყანაში ცდილობენ ავტორიტეტების რეპუტაციის შელახვას. სხვა საკითხია, ვინ აკეთებს ამას და აკეთებს თუ არა შეგნებულად, მაგრამ ეკლესია, ხალხის დიდი ნდობით აღჭურვილი ეს ინსტიტუცია, პრობლემების წინაშეა.

უნდა ითქვას, რომ ეს პროცესები დღეს არ დაწყებულა, საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე წლების წინათ ლაპარაკობდა ზოგიერთი ანალიტიკოსი, მათ შორის, ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

* აი როგორ აფასებდა ის 2012 წლის აპრილში “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში და თვით მართლმადიდებლობისადმი, ქართული ტრადიციული ფასეულობებისადმი დასავლეთის დამოკიდებულებას:

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ეკლესიას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მიმართ ინდიფერენტული პოზიცია ეკავა. ჩვენ არ გაგვიგია ეკლესიის პროტესტი ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ, ერისთვის დამღუპველ მომენტებში. ეკლესიამ არ დაგმო სახელმწიფო გადატრიალება და კანონიერი პრეზიდენტის დამხობა, რომელიც ხალხმა თითქმის ერთხმად აირჩია, თანაც ერთადერთ სამართლიან არჩევნებში ჩვენს ისტორიაში. ამ დანაშაულმა საშინლად შეურაცხყო ქართველი ხალხი და იგი ეკლესიის მხარდაჭერას ამაოდ ელოდა. ეკლესიამ არ აღიმაღლა ხმა, როდესაც შევარდნაძემ აფხაზეთში ომი დაიწყო, როდესაც სამეგრელოში დამსჯელი რაზმები გაუშვა საყაჩაღოდ და ერთმორწმუნე თანამემამულეების დასახოცავად. საერთოდ, ეკლესიის ხელმძღვანელობა ყველაფერში მხარს უჭერდა შევარდნაძეს, თუნდაც იმ დასავლურიდემოკრატიულინორმების იძულებით დანერგვაში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებელ ღირებულებებს და თვით ეკლესიის მომავალს უქმნიდა საფრთხეს. ზუსტად ამის შესახებ ვწერდი იმხანად პრესაში და პირადად ვეუბნებოდი პატრიარქს. რაკი ეკლესიის მორჩილება და გულგრილობა დაინახეს, შევარდნაძის მემკვიდრეები მართლმადიდებლობის პრობლემის კარდინალურ გადაჭრას შეუდგნენ _ მართლმადიდებელი სულიერი ღირებულებების ტოტალურ გამოდევნას, ეკლესიისა და მის მსახურთა დაცინვას, ეკლესიის უფლებების შეზღუდვას, რელიგიურ სექტებთან მის ფაქტობრივ გაიგივებას. ეს მარტივი მიზეზის გამო ხდება: მართლმადიდებლობა დასავლურ ღირებულებებთან, ზნეობრივ ნორმებთან, ამერიკული ცხოვრების წესთან შეუთავსებელია. ვერც ერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში დასავლეთი ვერ ახერხებს, დაუმორჩილოს ხალხი თავის ზნეობას, ცხოვრების პრინციპებს. გაიხსენეთ, რას ამბობდა ამერიკელი იდეოლოგი ბჟეზინსკი: კომუნიზმის კრახის შემდეგ ჩვენ დაგვრჩა ერთი მტერი _ მართლმადიდებლობაო. ჩვენმარეფორმატორებმაგადაწყვიტეს, აჩვენონ ამერიკელ პატრონებს, რომ მართლმადიდებლობის დისკრედიტება, გამოდევნა, განადგურება შეიძლება და ამ გზით ერის გენეტიკური კოდის შეცვლაც შესაძლებელია”.

(“საქართველო და მსოფლიო” #13 (151), 4-10 აპრილი, 2012 .)

* ამავე ინტერვიუში ბატონი ალექსანდრე საქართველოს პატრიარქისადმი პატივისცემასა და წმინდა სინოდის გადაგვარებული, უპრინციპო, გაყიდული სასულიერო პირებისგან მის დაცვაზე ლაპარაკობს.

ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ ცალკეული სასულიერო მოღვაწეების და თუნდაც ეკლესიის იერარქების საზოგადოებრივ აქტიურობას. მე ღრმა პატივისცემით ვეპყრობი ამ მამაც ადამიანებს, რომლებიც საქვეყნოდ კიცხავენ ხელისუფლების ცოდვას და დანაშაულს, მის მიერ შექმნილ ეროვნული სულის ჩამხშობ სისტემას. ამ საეკლესიო მოღვაწეებს მიაქვთ ხალხთან მართალი სიტყვა, აიმედებენ, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და ამ გზით აძლიერებენ ქართული ეკლესიის ავტორიტეტს. ბევრი მათგანის თვალსაზრისი თქვენს გაზეთშიც იბეჭდება. ვფიქრობ, მათი აქტიური პოზიციის წყალობით, კათოლიკოსპატრიარქი ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც აძლევს თავს უფლებას, გამოვიდეს კრიტიკული შეფასებებით ხელისუფლების განსაკუთრებით მიუღებელი ქმედებების წინააღმდეგ. უფრო კატეგორიულ და პრინციპულ პოზიციას მისგან არ უნდა ველოდოთ. საქართველოს ისტორიაში იყვნენ კათოლიკოსები, რომლებიც ძალიან მკვეთრ პოზიციას იკავებდნენ ხელისუფლების მიმართ, თუ ხედავდნენ, რომ ხელისუფლება ვნებს ხალხს და სახელმწიფოს. ილია მეორე მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. იგი ძალიან წესიერი, ღირსეული ადამიანია, მაგრამ მებრძოლი არ არის. პირიქით, ჩვენ _ საზოგადოებამ, ხალხმა პატრიარქისადმი თაყვანისა და პატივისცემის გამოხატვით უნდა დავიცვათ იგი, როგორც ხელისუფლებისგან, ასევე გადაგვარებული, უპრინციპო სასულიერო პირებისგან, მათ შორის წმინდა სინოდის გაყიდული წევრებისგან. ილია მეორე დღეს არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის გარანტი. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ადამიანი უკვდავი არ არის. პირადად პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მრევლიც უნდა დაფიქრდეს, ვინ ჩაუდგება სათავეში ეკლესიას ილია მეორეს შემდეგ. ხელისუფლება შეეცდება, წმინდა სინოდის მოსყიდული წევრების გამოყენებითრეფორმატორი”, ეკუმენისტი, “ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათამიმდევარი დასვას პატრიარქის ტახტზე. ამ შემთხვევაში ეკლესიის გახლეჩას თავს ვერ ავარიდებთ, ეს კი საზოგადოების, ერის გაყოფას, ერთადერთი გამაერთიანებელი სულიერი ძალის ჩამორთმევას, ერის საყრდენის გამოცლას ნიშნავს. მაშინ ჩვენს ხელისუფლებას შეეძლება, ამერიკელებს პატაკი ჩააბაროს: მართლმადიდებელი ეკლესიის დანგრევისა და განადგურების ექსპერიმენტი წარმატებით დავასრულეთ და ამაშიც მაგალითი შეგვიძლია ვიყოთ სხვა ქვეყნებისთვისო”.

შეუძლებელია, არ დაეთანხმო ალექსანდრე ჭაჭიას _ დღეს ხომ სწორედ პატრიარქის ტახტისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და ეს ბრძოლა ანტიქართული, ანტიმართლმადიდებელი ძალების მიერ არის ინსპირირებული.

გარე ძალების წაქეზებით, ჩვენი ე.წ. არასამთავროები სწორედ იმიტომ ებრძვიან ქართულ ტრადიციებსა და მართლმადიდებლობას, რომ ერი დაეცეს, დეგრადირდეს და ადვილი სამართავი გახდეს უცხო ძალების ინტერესების გასატარებლად.

* აი ალექსანდრე ჭაჭიას ზედმიწევნით ზუსტი შეფასება ქართველი სამღვდელოებისა, რომელიც ამჟამად გახლეჩილია და ურთიერთბრალდებებით არის დაკავებული:

სამღვდელოება თავისი შემადგენლობით არაერთგვაროვანია. სასულიერო პირებს შორის არიან კონფორმისტებიც, რომლებიც მზად არიან, ითანამშრომლონ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ანტიეროვნულ ხელისუფლებასთან; არიანრეფორმატორებიც”, რომლებიც ცდილობენ, “გაათანამედროვონ”, “გააცივილურონმართლმადიდებლობა, სინამდვილეში კი სურთ, თავს მოგვახვიონ პროტესტანტული ღირებულებები; არიან თავდაჯერებული ეკუმენისტებიც, მაგრამ არსებობენ თანამიმდევრული, ეროვნულად და პატრიოტულად ორიენტირებული, მართლმადიდებლობის ღრმად მორწმუნე მსახურები, რომლებიც მზად არიან, თავი გაწირონ სჯულისა და მამულისთვის. დაინახეს რა, როგორი სატანური ქვესკნელისკენ უბიძგებენ ერს გარე და შიდა ბნელი ძალები, ამ სასულიერო პირებმა აღიმაღლეს ხმა და ამით აგრძნობინეს ერს, რომ ეკლესია ჩვენთანაა, ესე იგი, ჩვენთან არს ღმერთი! ეს ის ხალხია, რომელიც აცნობიერებს, რომ ემსახურო ღმერთს, ნიშნავს ემსახურო შენს ერს და მიიყვანო იგი ღმერთთან. ჩვენი სამოქალაქო და ეროვნული ვალია, მხარი დავუჭიროთ ასეთ სამღვდელოებას”.

(“საქართველო და მსოფლიო” #20 (207), 5-11 ივნისი, 2013 .)

საპატრიარქოს გარშემო დღეს განვითარებული სკანდალური პროცესები ნათლად წარმოაჩენს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კრიზისია და ის სასწრაფოდ არის გასაწმენდი უღირსი სამღვდელოებისგან, რათა კვლავ აღიდგინოს შელახული ავტორიტეტი და ხალხის ნდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიქართული ძალები, რომლებიც ცდილობენ, ქართველ ხალხს გამოაცალონ ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების დამცველი ერთადერთი საყრდენი, მიზანს მიაღწევენ _ საბოლოოდ დაუკარგავენ ხალხს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი რწმენას.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here