Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი ინფორმაციის გაჟონვასა და აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში ობამას და მის...

ტრამპი ინფორმაციის გაჟონვასა და აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში ობამას და მის გარემოცვას ადანაშაულებს

523

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ  მედიაში ინფორმაციის გაჟონვის უკან, რომელიც მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას და მის ხალხის ხელი ურევია, რომ ისინი დგანან ამ საქმის უკან. 

“ვფიქრობ, რომ ამის უკან ობამა და მისი ხალხი დგას. ზოგიერთი სახის ინფორმაციის გაჟონვა, ალბათ მხოლოდ ამ ჯგუფის მიერ მოხდა, “- განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის საუბრობს “ძალიან სერიოზულ ინფორმაციის გაჟონვაზე”, რომელიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდ უარყოფითი ზეგავლენას ახდენს. თუმცა, დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია რა სახის ინფორმაციამ გაჟონა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არავინ იცის, რა ხდება ამერიკის პოლიტიკის კულისებს მიღმა. ტრამპი ვარაუდობს, რომ მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, სავარაუდოდ, მედიაში ინფორმაციის გაჟონვა გაგრძელდება.

ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა მედიაში ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით თეთრი სახლის აპარატის თანამშრომლების ტელეფონების შემოწმება ბრძანა.

გამოცემა Politico-ს თანამოსაუბრეების ინფორმაციით, გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც მედიაში თეთრი სახლის პრესსამსახურის დახურული შეხვედრის დეტალები მედიაში გავრცელდა, სპაისერმა ყველა ის პირი დაიბარა, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თანამშრომლებმა მას ტელეფონები უნდა გადასცენ, რათა დაამტკიცონ, რომ თეთრი სახლის პრესმდივანთან დასამალი არაფერი აქვთ. შეხვედრას ადვოკატებიც ესწრებოდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here