Home რუბრიკები საზოგადოება მეცნიერები: ადამიანები მარსელებისგან წარმოიშვნენ

მეცნიერები: ადამიანები მარსელებისგან წარმოიშვნენ

560

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ დედამიწაზე ადამიანები მარსელებისგან წარმოიშვნენ. არამიწიერი გონების  კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი სეტ შოსტაკი დარწმუნებულია, რომ სიცოცხლე დედამიწაზე, შესაძლოა, გაჩენილიყო მარსზე ასტეროიდის შეჯახების გამო.

 “ცხადია, მილიარდი წლის წინათ, მარსთან ასტეროიდის შეჯახების შემდეგ, ბიონაწილებმა დატოვეს წითელი პლანეტა და როგორღაც შეძლეს დედამიწაზე დასახლება”, _ ამბობს შოსტაკი. მან განაცხადა, რომ, მისი თეორიის მიხედვით, სიცოცხლე დედამიწაზე წყალში კი არ ჩაისახა, არამედ მარსის (უკვე გამქრალ) ზღვებში.

დედამიწაზე სიცოცხლის მარსელებისგან წარმომავლობის თეორიას უწოდებენ პანსპერმიას.

პანსპერმია (პანსპერმიზმი) სიცოცხლის წარმოშობის ერთ-ერთი ჰიპოთეზაა, რომლის თანახმადაც ცოცხალი ორგანიზმის წარმომშობი სპერმები  (თესლები) ან აუცილებელი უმარტივესი ქიმიური ნაერთები კოსმოსურ სივრცეშია მიმოფანტული და ხელსაყრელი პირობების შექმნისას ვითარდება ამა თუ იმ სახის ცოცხალ ორგანიზმად.

ამ ჰიპოთეზის თანახმად, ზოგმა მიკროორგანიზმმა შეძლო გადარჩენა და ევოლუციის შედეგად  იქცა თანამედროვე ადამიანების წინაპრად. სეტ შოსტაკს მიაჩნია, რომ ადრე მარსი თბილი და ნესტიანი იყო, ხოლო დედამიწა აბსოლუტურად უსიცოცხლო. და სწორედ ამიტომ  ზუსტად მარსზე იყო შესაძლებელი სიცოცხლის ჩასახვა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here