Home რუბრიკები საზოგადოება Apple ერთდროულად ოთხი პლანშეტის წარმოსადგენად ემზადება

Apple ერთდროულად ოთხი პლანშეტის წარმოსადგენად ემზადება

491

როგორც იაპონური გამოცემა Mac Otakara იტყობინება, Apple  ერთდროულად ოთხი  iPad პლანშეტის წარმოსადგენად ემზადება. ბოლო თვეების განმავლობში სხვადასხვა გამოცემაში  არაერთხელ წამოტივტივდა თემა Apple iPadის განახლებული პლანშეტების შესახებ. როგორც იქნა, კომპიუტერების ექსპერტები და მიმწოდებლები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ერთდროულად წარმოადგენენ რამდენიმე ახალ iPad.

მაშ ასე: იაპონელი ჟურნლისტების ცნობით, Apple-მა მოამზადა ოთხი მოდელი: ორი განახლებული პლანშეტი  Pრო ხაზიდან  9,7 და 12,3-დიუმიან ფორმატში (Apple Pro 2), ასევე ორი სრულიად ახალი, 7,9-დიუმიანი მოდელი, რომლებიც ჩაანაცვლებს iPad mini -სა და პრემიუმ-კლასის მოდელს (10,5 დიუმი),

არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ მინიმუმ 10,5-დიუმიანი მოდელი  სათავეს დაუდებს ახალი სერიის წარმოებას, ოღონდ არ უნდა გამოვრიცხოთ ის ვერსიაც, რომ ის შეავსებს (ან ჩაანაცვლებს) Air-ის არსებულ ხაზს. საინტერესოა ისიც, რომ წყაროებმა უკვე დაასახელეს ოთხივე მოდელის გაყიდვის თარიღები, სავარაუდოდ, ეს მიმდინარე წლის მარტი და მაისია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here